ინგრედიენტები :
2 ყაბაყი
2 კბილი ნიორი
5-6 სუფრის კოვზი ფქვილი
მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
მაიონეზი
მომზადების წესები :
ყაბაყი გავრეცხოთ ცივ წყალში და დავჭრათ 2-3 სმ სისქის რგოლებად.
ყაბაყის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 15-20 წუთი.
ყაბაყის რგოლები ამოვსვაროთ ფქვილში და შევწვათ ზეთში ტაფაზე 5-7 წუთი ორივე მხრიდან.
შემწვარი ყაბაყები დავალაგოთ ტაფაზე და მოვასხათ მაიონეზის სოუსი.
მაიონეზის სოუსის მომზადება: ნიორი დავჭყლიტოთ და შევურიოთ მაიონეზში.
თუ მაიონეზი არ გვაქვს, შემწვარ ყაბაყს მოვაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ოხრახურში.
3+