ინგრედიენტები :
1კგ 200 გრ.რბილი ხორცი
1 ჩ.ჭიქა ბრინჯი
6 ს.კოვზი ერბო
2 კვერცხი
2 კგ.პამიდორი
400 გრ.ხახვი
მარილი გემოვნებით
ოხრახურში
ხორცსალეპში გავატაროთ ხორცი, 200 გრ.ხახვი და ოხრახურში.
ფარშს შევურიოთ კვერცხი,ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი წყალი და ოდნავ მოხარშული ბრინჯი.
ფარში დავამარილოთ.
დავამზადოთ გუნდები,დავაწყოთ ერბოდასხმულ ტაფაზე და შევწვათ.
ქვაბში 200 გრ.ხახვი მოვშუშოთ ერბოში,დავაწყოთ გუფთები,დავასხათ პამიდვრის წვენი და 20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ
1+