ლაიფხაკი დაგვეხმარება შევამციროთ კარტოფილის ხარშვის დრო და გავაძლიეროთ მისი არომატი.
როგორ მოვხარშოთ კარტოფილი”მუნდირით”
კარტოფილის ერთნაირი ზომის ბოლქვები გავრეცხოთ,უხესი ჯაგრისით მოვაშოროთ ჭუჭყი
კარტოფილები ხის ჩხირით რამოდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ,რომ კანი არ დასკდეს და ჩავალაგოთ ქვაბში.
კარტოფილების კანი რომ არ დასკდეს, ასევე შეგვიძლია,წყალში ჩავაწვეთოთ რამოდენიმე წვეთი ძმარი და მასში გავხსნათ მარილი.
კარტოფილებს დავასხათ ცივი წყალი,ისე რომ დაიფაროს,ჩავყაროთ მარილი.გავითვალისწინოთ,რომ 1 ლიტრა წყალში უნდა გავხსნათ 1/2 სუფრის კოვზი მარილი.შესძალებელია,მარილი ჩავყაროთ უფრო მეტიც,კარტოფილი აიღებს იმდენს,რამდენიც საჭიროა.
ქვაბს თავსახური დავახუროთ და მაღალ ცეცხლზე მოვხარშოთ.
როგორც კი წყალი ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ საშუალოზე და კარტოფილები მოვხარშოთ 20-25 წუთი.
ძველი კარტოფილის მოხარშვას მთლიანად ჭირდება 30 წუთი,ხოლო ახალ კარტოფილს კი 15 წუთი.
მოხარშულ კარტოფილებს გადავასხათ ცივი წყალი და შემდეგ მოვაშოროთ ქერქი.
როგორ მოვხარშოთ გათლილი კარტოფილი
კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად.
გათლილი კარტოფილები ჰაერზე არ გავაჩეროთ.თუ მოგვიანებით უნდა მოვამზადოთ ,მაშინ მოვათავსოთ ცივ წყალში,რომ არ გაგვიშავდეს.
კარტოფილის ნაჭრების მოვათავსოთ ქვაბში,დავასხათ ცივი წყალი,ისე რომ დაიფაროს ,ჩავყაროთ მარილი და მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე.როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და ხარშვა ისე გავაგრძელოთ.
სულ კარტოფილის ნაჭრების მოხარშვას ჭირდება 15-20 წუთი.
ზოგიერთი შეფმზარეული ,მაგალითად ჯეიმს ოლივერი, კარტოფილებს ხარშავს ადუღებულ წყალში.
კარტოფილები ხარშისას რომ არ დასკდეს, წყალში ჩავაწვეთოთ რამოდენიმე წვეთი ძმარი.
კარტოფილი მოხარშულია თუ არა ,შევამოწმოთ დანის წვერით.
ნახარში გადავწუროთ და კარტოფილები გამოვიყენოთ კერძის მოსამზადებლად.
კარტოფილები სწრაფად რომ მოიხარშოს,ქვაბში ჩავამატოთ 1 ს.კოვზი კარაქი.გამდნარი კარაქი წყალს ზემოდან გადააეკვრება ,ტემპერატურა გაიზრდება და 5 წუთით ადრე მოიხარშება.
თუ კარტოფილს მოხარშვისას დავუმატებთ ხახვს,ნიორს,კამას,დაფნის ფოთოლს,იგი მიიღებს კარგ არომატს.