ინგრედიენტები :
კომბოსტოს ფურცლები
400 გრ.ლორი
1 კგ.კარტოფილი
100 გრ.ყველი პარმეზანი
100 მლ.რძე
100 გრ.კარაქი
1 კვერცი
1 კვერცხის გული
1/4 ჩ.კოვზი დაფქული მუსკატის კაკალი
მარილი ,წიწაკა გემოვნებით
ოხრახურში
მომზადების წესები :
კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად.
კომბოსტოს ფურცლები მოვწალოთ მდუღარე წყალში.
მოხარშულ კარტოფილს კანი გავაცალოთ,დავჭყლიტოთ,შევურიოთ რძე, კარაქი,კვერცხის გული,კვერცხი,დაჭრილი ლორი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა, მუსკატის კაკალი,დაჭრილი ოხრახურში,ჩავახეხოთ 50 გრ. ყველი.
ფარშისაგან დავამზადოთ გუნდები და მივცეთ კატლეტის ფორმა.
ბოსტნეულის ფარში ( კატლეტი) შევახვიოთ მოწალულ კომბოსტოს ფურცლებში,ჩავალაგოთ ცხიმწასმულ ფორმაში,მოვაყაროთ დარჩენილი გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე.
0