ინგრედიენტები :
300 გრ.კარტოფილი
700 გრ.საქონლის ხორცი
3 ლ.წყალი
100 გრ.სტაფილო
100 გრ.ხახვი
2 ს.კოვზი ზეთი
1 დაფნის ფოთოლი
2-3 ბაჰარი
2 ს.კოვზი ტომატ-პასტა
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
გარეცხილი საქონლის ხორცი დავჭრათ და მოვხარშოთ ,პერიოდულად მოვხადოთ ქაფი .
ტაფაზე დავასხათ ზეთი. მასში დაჭრილი ხახვი და სტაფილო მოვშუშოთ,დავუმატოთ ტომატ-პასტა,დაფნის ფოთოლი და ბაჰარი.ვშუშოთ 5 წუთი.
მოხარშულ ხორცში ჩავყაროთ გარეცხილი და დაჭრილი კარტოფილები,მოშუშული ხახვი და სტაფილო და კერძის მომზადება გავაგრძელოთ კარტოფილის მოხარშვამდე.ბოლოს წვნიანი დავამარილოთ, მოვაყაროთ მწვანილი .
რჩევა: კერძი შეგვიძლია მოვამზადოთ ტომატ-პასტის გარეშე.
0