ამ წესით გამომცხვარი კარტოფილი არის გემრიელი და დაბალკალორიული კერძი, რომელიც მზადდება ყოველგვარი სირთულეების გარეშე. კარტოფილს შეგვიძლია დავუმატოთ კარაქი, ყველი და მწვანილები, ხორცი ან თევზი. ფოლგაში შეხვეული კარტოფილი გამოვაცხოთ ღუმელში,ამ გზით შევინახავთ ვიტამინებს.
ინგრედიენტები :
4-5 ცალი კარტოფილი
4-5 მდნარი ყველის ფირფიტები
4-5 ბეკონი.
მარილი ,წიწაკა გემოვნებით
მწვანე ხახვი
მომზადების წესები :
კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ და დავჭრათ რგოლებად.
თითოეულ რგოლში ჩავაწყოთ ბეკონისა და ყველის ნაჭრები.
მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,სათითაოდ შევახვიოთ ფოლგაში და 180 გრადუსზე ღუმელში შევწვათ.
მივირთვათ არაჟნის სოუსთან ( წაიკითხეთ რეცეპტი) ერთად.
0