b1428202
5/5

კარტოფილი არაჟანში ყველით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

კარტოფილი არაჟანში ნამდვილი გამოსავალია დიასახლისებისათვის – მზადდება სწრაფად,მარტივად მცირე ინგრედიენტებით.გარდა ამისა, ხახვის, კამის , ყველის და დაფნის ფოთლების დამატების წყალობით, კერძი საკმაოდ ორიგინალურია და იგი  თითქმის ყველას მოსწონს. არაჟანში კარტოფილი შეიძლება დამოუკიდებელ კერძად მივირთვათ, მაგალითად, სადილად, ან გამოიყენოთ  გარნირად . ზოგადად, უბრალოდ მომგებიანი  ვარიანტია!

ინგრედიენტები :

5-6 კარტოფილი

120 გრ.არაჟანი

120 გრ. მაგარი ყველი

ერთი თავი ხახვი

ორი ღერი კამა

2-3 დაფნის ფოთოლი

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ,დავჭრათ მსხვილად,მოვათავსოთ თუშფალანგზე და გავრეცხოთ ცივ გამდინარე წყალში.

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ კარტოფილი( წყალი ოდნავ უნდა ფარავდეს კარტოფილს) წყალი ვადუღოთ ისევ მაღალ ცეცხლზე,შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ,ქვაბს თავსახური დავახუროთ და კარტოფილი ვხარშოთ 5 წუთი.

ხახვი დავჭრათ რკალებად,დავუმატოთ კარტოფილს და კერძი ვხარშოთ 10 წუთი.

კერძში ჩავამატოთ არაჟანი,დავამარილოთ,მოვაყაროთ წიწაკა და ეხლა ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 5-10 წუთი .

ბოლოს ქვაბში ჩავყაროთ გახეხილი მაგარი ყველი და გავაგრძელოთ შუშვა 5 წუთი.კერძს მოვაყაროთ დაჭრილი კამა.

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here