კარტოფილის მაფინები ადვილად დასწრაფად მოსამზადებელია. იგი შეგვიძლია წასახემსებლად წავიღოთ სამსახურში,პიკნიკზე,გავატანოთ ბავშვს სკოლაში.
ინგრეიენტები :
პიურე კარტოფილი – 400 გრ;
რძე – 200 მლ;
კარაქი – 2 სუფრის კოვზი .;
ნიორი (თავები) – 2 ცალი;
ზეითუნის ზეთი – 50 მლ;
საფანელი – 50 გრ;
არაჟანი – 50 მლ;
ყველი – 50 გრ
მომზადების წესები ;
გარეცხილი კარტოფილი დავჭრათ,მოვხარშოთ, წყალი გადავწუროთ,დავჭყლიტოთ ,შევურიოთ კარაქი და რძე.
ორი თავი ნიორი გავარჩიოთ,ნივრის კბილები გავფცქვნათ, პერგამენტზე დავაწყოთ, ზეითუნის ზეთით მოვასხათ,ღუმელში შევდოთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.ნიორი გავაგრილოთ და დავაბლენდეროთ.
მაფინის ფორმებს მოვუსვათ ზეთი,მოვაყაროთ საფანელი.
პიურეს დავუმატოთ საფანელი და დაბლენდერებული ნიორი.
კარტოფილის პიურე გადავიტანოთ ფორმებში,ზემოდან წავუსვათ არაჟანი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.
მაფინები გამოავაცხოთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.