რა შეიძლება იყოს უფრო გემრიელი, ვიდრე შემწვარი ოქროსფერი კარტოფილის ბლინები? მხოლოდ კარტოფილის ბლინები ხორცით!
ინგრედიენტები :
350 გრ.ხორცი
250 გრ.კარტოფილი
2 კვერცხის გული
100 გრ.ხახვი
50 გრ.ფქვილი
მარილი გემოვნებით
წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
კარტოფილი დავაბლენდეროთ,დავუმატოთ კვერცხი,ფქვილი,მარილი,წიწაკა.
ხორცი გავატაროთ ხახვთან ერთად ხორცსაკეპში,მოვაყრით წიწაკასა და მარილს.
ზეთი მოვასხათ ტაფაზე დავასხათ 1 სუფრის კოვზი კარტოფილის მასა,მივცეთ ოლადის ფორმა,შუაში დავადოთ ხორცის ფარში, ზემოდან ისევ დავადოთ კარტოფილის მასა.
დერუნებს შევწვავთ ორივე მხრიდან ოქროსფერის მიღებამდე და შემდეგ გამოცხობას დავასრულებთ 15 წუთი ღუმელში.
ეს გემრიელი დერუნები მივირთვათ ალყა-ალყად დაჭრილ მოშუშულ ხახვთან ერთად.
0