ღვიძლისგან მომზადებული კერძები ძალიან გემრიელია,მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა,ვინმემ შემოგთავაზოთ მისგან მომზადებული კექსი. სხვა ნამცხვრებისა და კექსებისგან განსხვავებით, ღვიძლის მაფინები ცხლად უნდა მივირთვათ . ამიტომ, ნუ დააყოვნებთ, ჩაიწერეთ რეცეპტი და მოვამზადოთ ერთად . ქაფქეიქის დასამზადებლად დაგჭირდებათ: ღვიძლი, ხახვი, წიწაკა, მარილი, კვერცხი, მანანის ბურღული, არაჟანი, ყველი და კარაქი.
ინგრედიენტები :
500 გრ.ღვიძლი
1 ხახვი
4 გრ.შავი დაფქული წიწაკა
8 გრ.მარილი
4 კვერცხი
80 გრ.მანანის ბურღული
100 გრ.მაგარი ყველი
100 გრ.ბრინჯი
5 გრ.ზეთი
მომზადების წესები :
200 მლ წყალში მოვხარშოთ გარეცხილი ბრინჯი.
ღვიძლი და ხახვი ერთად გავატაროთ ხორცსაკეპში.
ღუმელი ჩავრთოთ 180 გრადუსზე.
ღვიძლისა დახახვის ფარშს დავუმატოთ სამი კვერცხი,მოხარშული ბრინჯის ნახევარი,მანანის ბურღული,2 გრ.შავი დაფქული წიწაკა და 5 გრ.მარილი.ცომი გამოგვივა თხელი და გავაჩეროთ 15-20 წუთი ,რომ მანანის ბურღული გაიბეროს.
ამასობაში მოვამზადოთ გულსართი: დარჩენილ მოხარშულ ბრინჯს შევურიოთ 1 კვერცხი,3 გრ.მარილი,2 გრ.შავი დაფქული წიწაკა და 50 გრ.წვრილ სახეხზე გახეხილი მაგარი ყველი.
კექსის ფორმას მოვუსვათ ზეთი,ჩავასხათ ცომის ნახევარი,მთელ ზედაპირზე გადავანაწილოთ გულსართი და დავასხათ ცომის მეორე ნახევარი.
კექსის ფორმა შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად 30-35 წუთი.ეს გემრიელი კექსი მივირთვათ ცხელი !