ინგრედიენტები :
4 კვერცხის ცილა
280 გრ.შაქარი
ლომონმჟავა დანის წვერით
მომზადების წესები :
მშრალ მინანქრის ქვაბში კვერცხის ცილა ვათქვიფოთ ღრუბელივით მასის მიღებამდე,ქვაბს რომ გადმოვაბრუნებთ ,არ უნდა მოშორდეს კედლებს, შემდეგ ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი და ლომონმჟავა.
მიღებული ბეზე გადავიტანოთ კულინარიულ ტომარაში .
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვაყაროთ ფქვილი და დავსვათ ბეზე ლამაზ ფორმებად.
გამომცხვარი ბეზეს ორცხობილები შევაერთოთ “შარლოტა” კრემით.
50 – 60 გრადუსზე ბეზეს ვაშრობთ 4 საათი და მივიღებთ თეთრ ქათქათა ბეზეს.
110 გრადუსზე ვაშრობთ პირველი 15 წუთი,შემდეგ ვუწევთ 60-70 გრადუსზე ტემპერატურას და მივიღებთ გამომცხვარ თეთრ ბეზეს ზემოდან ნახეთქებით.
100-120 გრადუსზე ვაშრობთ ბეზეს 1-2 საათის განმავლობაში – მივიღებთ ორცხობილა ოდნავ ყავისფერ ბეზეს.
140 – 160 გრადუსზე ვასრობთ 30-40 წუთი – მივიღებთ ბეზეს პავლოვას დესერტისათვის,გარედან ხრაშუნა,შიგნით წელვადი.
200 გრადუსზე ,ვაცხობთ 5-10 წუთი – მივიღებთ ზემოდან მობრაწულ და რბილ ბეზეს.