ინგრედიენტები :
2 კვერცხის გული
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა რძე
400 გრ.შაქარი
300 – 350 გრ.კარაქი
მომზადების წესები :
კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქართან ერთად,დავასხათ რძე და მივიყვანოთ ადუღებამდე,ვურიოთ განუწყვეტლივ შესქელებამდე.მოდუღებული ფაფა გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
კარაქი დავარბილოთ ოთახის ტემპერატურამდე,ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე და შემდეგ ნელ-ნელა შევათქვიფოთ ოთხის ტემპერატურამდე გაგრილებული ფაფა.კარაქს და ფაფს აუცილებლად უნდა ქონდეს ერთნაირი ტემპერატურა.
მზა კრემს შეგვიძლია დავუმატოთ ბუნებრივი საღებავები,რომი,კონიაკი, ვანილი ან ბალზამიკო სურვილისა და გემოვნების მიხედვით.
2+