item_2469
5/5

კლასიკური კექსი ქიშმიშითა და ცუკატებით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

500 გრ. შაქარი

250 გრ.კარაქი

6 კვერცხი

250 მლ.არაჟანი

1/2 ჩ. კოვზი სოდა

480 გრ.ფქვილი

100 გრ.ცუკატები

100 გრ.ქიშმიში

1/4 ჩ.კოვზი დარიჩინი

მომზადების წესები :

შაქარი და დარიჩინი შევურიოთ.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ ,შევათქვიფოთ შაქარი და ოთახის ტემპერეატურაზე დარბილებული კარაქი.

მასას  შემდეგ დავუმატოთ არაჟანი,ფქვილი და სოდა ლიმონის წვენით.

ქიშმიში დავარბილოთ  5 წუთი ცხელ წყალში,გადავწუროთ და ქაღალდის ხელსახოცზე შევამშრალოთ.ცუკატები და ქიშმიში ამოვსვაროთ ფქვილში  და შევურიოთ ცომს.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ულუფობით შევურიოთ ცომს.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი,გადავიტანოთ ცომი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში  ვაცხობთ.

ცუკატები :

2 ფორთოხლის ქერქი

1 ლიმონის ქერქი

1 ჩ.კოვზი მარილი

225 გრ.შაქარი

125 მლ.წყალი

1 ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

ლიმონისა და ფორთოხლის ქერქს დავასხათ  ცხელი წყალი,ჩავყაროთ მარილი და ვადუღოთ 10 წუთი.წყალი გადავღვაროთ, გავავლოთ გამდინარე წყალში  ,დავასხათ ისევ ცივი წყალი და ეხლა მარილის გარეშე ვადუღოთ კიდევ 10 წუთი.

მოვადუღოთ სიროფი, დავუმატოთ ლიმონის წვენი,ჩავაწყოთ შიგნით ლიმონისა და ფორთოხლის ქერქი , ვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.ცუკატები გადავწუროთ თუშფალანგზე, დავაწყოთ პერგამენტზე გამოვაშროთ ოთახის ტემპერატურაზე და ამოვსვაროთ შაქრის პუდრაში.

მზა ცუკატები შევინახოთ მინის ქილაში  და დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი.

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here