ინგრედიენტები :
150 გრ.ქათმის ფილე
150 გრ. ქამა სოკო
60 გრ ყველი გაუდა
80 გრ ხახვი ჩასაშუშად და 145 გრ.ბულიონისათვის
15 მლ.ზეითუნის ზეთი
15 გრ.ნაღების კარაქი
50 მლ.თეთრი მშრალი ღვინო
1 დაფნის ფოთოლი
1 მიხაკის ბუტკო
10 გრ. ( 2 ჩა.კოვზი) მარილი
1 მარცვალი ბაჰარი
მომზადების წესები :
მოვხარშოთ ქათმის ფილე.ბულიონში ჩავახარშოთ მიხაკი,დაფნის ფოთოლი,ბაჰარი,ხახვი.
სოკო და ხახვი დავჭრათ წვრილად.
ხახვი კარაქში და ზეთში მოვშუშოთ,დავასხათ ღვინო და ვშუშოთ 5 წუთი.
მშრალად შევწვათ ( გამოვაშროთ) სოკო.
თასში დაჭრილი ქათმის ფილე,ხახვი ,სოკო დავყაროთ,მოვასხათ სოუსი ბეშამელი და მოვურიოთ.
თიხის ან კერამიკულ ქოთნებში გადავიტანოთ ხორციანი მასა,სქლად მოვაყაროთ გახეხილი ყველი და 200 გრადუსზე 10 15 წუთი გამოვაცხოთ ღუმელში.
ინგრედიენტები ბეშამელის სოუსისათვის :
800-1000 ლ. რძე
100 გრ. კარაქი
150- 200 ფქვილი
მუსკატის კაკალი
პილპილი
მარილი
მომზადების წესები ;
კარაქი სქელძირიან ქვაბში გავადნოთ.
500 მ ლ რძე და ფქვილი დავაბლენდერეთ . დავუმატოთ დამდნარი კარაქი და განუწყვეტლივ ვურიოთ, დარჩენილი რძით შევავსოთ
და მუსკატის კაკალით( გახეხილი). პილპილითა და მარილით შევზავოთ.