ინგრედიენტები :
500 გრ შერეული ფარში ( საქონელი და ღორი)
100 გრ.ბატონი
30 მლ.ნაღები
წყალი
1 თავი ხახვი
1 კვერცხი
მარილი,წიწაკა გემოვნებით
საფანელი ან ფქვილი
მომზადების წესები :
ბატონ პურს დავასხათ ნაღები , გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი და გავწუროთ.
პური დავაბლენდეროთ. ხორცსაკეპში გავატაროთ ხახვი.
ფარშში შევურიოთ ხახვი,პური,მარილი,წიწაკა,კარგად ამოვურიოთ,გავაკეთოთ პატარა გუნდები,მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ ფქვილში ან საფანელში და შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.
სამარხვო,ბოსტნეულის ქათმის ფილეს,აღმოსავლეთური,თევზის ფარშის და სხვა მრავალი სახის კოტლეტების რეცეპტები იხ. აქ http://livemaster.ge/?s=%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%94
მეორე ვარიაცია.
ინგრედიენტები :
200 გრ.ინდაურის ან ქათმის ფილე
300 გრ.ქათმის ბარკლის ხორცი
150 გრ.ღორის ცხიმი
1 ხახვი
1 კბილი ნიორი
1 კვერცხი
100 გრ.ბატონი პური
100 მლ.რძე
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
ბატონი პური რძეში დავალბოთ და გავწუროთ.
ხორცსაკეპში გავატაროთ ფილე ,ღორის ცხიმი და ბაკლების ხორცი.
ფარში,ბატონი პური,ხახვი,ნიორი, გავატაროთ ხორსაკეპში,შევურიოთ კვერცხი მარილი და წიწაკა.
კატლეტები ამოვსვაროთ ფქვილში,ძალიან სწრაფად შევწვათ 2-2 წუთი ორივე მხრიდან გახურებულ ტაფაზე,გადავიტანოთ ქვაბში,დავასხათ ცხელი წყალი ,დავახუროთ ქვაბს თავსახური და ჩავთუშოთ დაბალ ცეცხლზე.
მესამე ვარიაცია.
ინგრედიენტები :
1 ქათმის ფილე
1 კვერცხი
1 ხახვი
100 გრ.ფქვილი
2 ს.კოვზი არაჟანი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები ;
ხახვი და ხორცი ძალიან წვრილად დავკეპოთ,შევურიოთ კვერცხი,არაჟანი და ფქილი,დავამარილოთ და მოვაყაროთ წიწაკა.
შევწვათ ტაფაზე, როგორც ალადიკები.