ხაჭოს ორცხობილა მთელი ოჯახისათვის. ნამცხვარი ადვილად და მარტივად მოსამზადებელია, ინგრედიენტები კი ყოველთვის ინახება ყველას მაცივარში.
ინგრედიენტები :
500 გრ.ხაჭო
300 გრ.კარაქი
400-500 გრ.ფქვილი
150-გრ.შაქარი
2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
მომზადების წესები :
ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი.
ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ კარაქი და გავაგრილოთ.
ხაჭო გავატაროთ საცერში ან ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ,შევურიოთ გაზზე გამდნარი კარაქი,დავუმატოთ ფქვილი გამაფხვიერებელით და მოვზილოთ ცომი.
ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათი.
ცომი გავაბრტყელოთ 4-5 სმ-ის სისქეზე , ჭიქით გამოვჭრათ რგოლები.
ცომის რგოლები ამოვსვაროთ ორივე მხრიდან შაქარში და გადავკეცოთ ისე,როგორც სურათზე არის ნაჩვენები.
ხაჭოს ორცხობილები დავალაგოთ ღუმელის ტაფაზე,რომელზეც დაფენილი არის ცხიმიანი ქაღალდი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20-25 წუთი.
გემრიელი ხაჭოს “პეჩენიები “,ორცხობილები მზად არის!