ინგრედიენტები :
250-300 გრ.ფქვილი
2 ს.კოვზი ( სავსე) – ხსნადი ყავა
200 გრ.შაქარი
250 მლ.ცხელი წყალი
2 ს.კოვზი თაფლი
1 ჩ.კოვზი სოდა
მწიკვი მარილი
100 გრ.ნიგოზი
100 გრ.ქიშმიში ან ჩირი
მომზადების წესები :
ცხელ წყალში გავხსნათ ყავა ,თაფლი , შაქარი,მარილი და გავაციოთ.
ნიგოზი დავტაეხოთ ან დავაბლენდეროთ.
ქიშმიში გავრეცხოთ და ქაღალდის ხელსახოცზე დავყაროთ,დავწრიტოთ და წყალი შევაშროთ.
ქიშმიში,ნიგოზი და ერთი სუფრის კოვზი ფქვილი ერთმანეთში შევურიოთ.
სითხეში ჩავყაროთ სოდა, ორ ულუფად შევათქვიფოთ ფქვილი,შევურიოთ ნიგოზი , ქიშმიში და 20 წუთი დავასვენოთ.
ფორმას მოვუსვათ ცხიმი,ჩავასხათ ცომი ,ავავსოთ ნახევრამდე და 60-80 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
გამომცხვარი ყავის კექსი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა
1+