ინგრედიენტები :
170 გრ.ფქვილი
1 გრ.მარილი
4 გრ.გამაფხვიერებელი
140 გრ.შაქარი
5 დიდი ზომის კვერცხი
10 გრ.შაქრიანი ვანილი
40 გრ.რაფინირებული ზეთი
24სმ დიამეტრის ფორმა
მომზადების წესები ;
24სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი.
ფქვილი,გამაფხვიერებელი და მარილი ერთმანეთში შევურიოთ.
კვერცხები ავთქვიფოთ შაქართან და შაქრიან ვანილთან ერთად.
მასას ნიჩბით შევურიოთ ორ ულუფად ფქვილი,ირგვლივ მოვახათ ზეტი და კარგად მოვურიოთ.
ვაცხობთ 160 გრადუსზე 40 წუთი შუა დონეზე კონვერსიის გარეშე.
თუ დესერტის მოსამზადებლად საჭირო ბისკვიტი 3-4 ფენად გაიჭრას ,მაშინ იგი კარგად გავაციოთ,შემდეგ შემოვახვიოთ ცელოფანი და 8 საათი შევდოთ მაცივარში.ასეთ შემთხვევაში ბისკვიტის სტრუქტურა უფრო სტაბილური ხდება და ნაკლებად იფშვნება.
შოკოლადის ” შიფონის” ბისკვიტის მოსამზადებლად ფქვილის ნაწილი ჩავანაცვლოდ იგივე რაოდენობის კაკაოს ფხვნილით.