ინგრედიენტები :
4 კვერცხი
120 გრ.ფქვილი
130 გრ.შაქარი
80 გრ.რძე
30 გრ.კარაქი
10 გრ.შაქრიანი ვანილი
3 გრ.გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი (0,5 გრ)
ინგრედიენტები კრემისათვის:
300 მლ.რძე
250 გრ.კარაქი
2 კვერცხი
150-200 გრ. შაქარი
10 გრ.შაქრიანი ვანილი
30 გრ.სიმინდის სახამებელი
სიროფი:
50 გრ.შაქარი
50 მლ.წყალი
30 მლ.ფორთოხლის ლიქიორი
მინანქარი :
100 გრ.შავი შოკოლადი
100 გრ.20% ნაღები
30 გრ.კარაქი
30 გრ.ნიგოზი
მომზადების წესები :
გაცრილ ფქვილს შევურიოთ მარილი და გამაფხვიერებელი.
თასში ჩავასხათ რძე,ჩავდოთ კარაქი და მივიყვანოთ ადუღებამდე.
კვერცხი , შაქარი და შაქრიანი ვანილი ავთქვიფოთ მიქსერით ერთად.ვთქვიფოთ 7 წუთი.
ათქვეფილ კვერცხს ხელის სათქვეფით შევათქვიფოთ ფქვილი.
მიღებული ცომიდან ამოვიღოთ 3-4 ს.კოვზი ცომი და გავხსნათ ცხელ რძეში ( მასში გამდნარი არის კარაქი) და ისევ ჩავაბრუნოთ ძირითად ცომში.მოვურიოთ კარგად.
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 17-20 წუთი.
გამომცხვარ ბისკვიტს ღუმელის ტაფაში გავაჩერებთ 15 წუთი,შემდეგ გადმოვიღებთ,ქაღალდს მოვაშორებთ და ბადეზე მთლიანად გავაციებთ .
კრემის მომზადება:
150 მლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.
კვერცხები და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ სახამებელი.
მიღებული მასა კარგად გავხსნათ მორჩენილ 150 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.
ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.
ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.
არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.
შაქრისა და წყლისაგან მოვადუღოთ სიროფი და ფორთოხლის ლიქიორი ჩავასხათ.
მინანქრის მომზადება:
ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე და ცხელი დავასხათ დატეხილ შოკოლადს.ჩავაგდოთ კარაქი და კარგად მოვურიოთ.
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და ფენები ერთმანეთზე დავაწყოთ ტორტს გვერდებზე,ფენებს შუა და ზემოდან წავუსვათ კრემი.
ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და გადავასხათ მინანქარი.ტორტი შევინახოთ მაცივარში 3 საათი.