ინგრედიენტები :
500 მლ.წყალი
800 გრ.ფქვილი
10 გრ.ნედლი საფუარი
25 გრ.მარილი
150 გრ.პამიდვრის სოუსი
5-6 პამიდორი ( კლასიკურ რეცეპტში არ გამოიყენება)
10 გრ.ყველი მოცარელა ან სულგუნი
50 გრ.ყველი პეკოპინო
ცოცხალი ბაზილიკი
შავი დაფქული წიწაკა
ზეითუნის ზეთი
მომზადების წესები :
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი ხელით,შემდეგ ნელ – ნელა 400 გრ. ფქვილი შევაზილოთ ,მოვზილოთ ცომი,მოვაყაროთ მარილი,დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი და გავაგრძელოთ ცომის მოზელვა.ცომი უნდა ვზილოთ 7-10 წუთი.ცომი უნდა დავასვენოთ 10 წუთი.
ცომი გავყოთ 3 ნაწილად და მოვამზადოთ გუნდები.
ცომი ხელით გავაბრტყელოთ, წავუსვათ პამიდვრის სოუსი,მოვაყაროთ დაჭრილი მოცარელა,ბაზილიკი,გახეხილი მაგარი ყველი,თუ სურვილი გვაქვს დავალაგოთ დაჭრილი პამიდვრები და 180 გრადუსზე ღუმელში გამოვაცხოთ 12 წუთი .
გამომცხვარ პიცას მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა,მოვასხათ ზეითუნის ზეთი,დავჭრათ ნაჭრებად და სუფრაზე მივიტანოთ დაჭრილი.თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ ერთი მოცარელას ბურთულა.