ინგრედიენტები :
3 კვერცხი
2 ჭიქა ( 400 გრ.) შაქარი
1 ჩ.კოვზი შაქარიანი ვანილი
500 მლ.მაწონი
100 გრ.კარაქი
75 გრ.კაკაო
3 ჭიქა ( 600 გრ.) ფქვილი
2 ჩ.კოვზი სოდა
2 ჩ.კოვზი ძმარი
კრემი:
2 ქილა მოხარშული შედედებული რძე
300 გრ.კარაქი
1 ს.კოვზი უნალექო ყავა
1-2 ს.კოვზი კონიაკი
1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი
100 გრ.( ერთი ფილა) შავი შოკოლადი
მომზადების წესები :
ფქვილში შევურიოთ კაკაო.
დიდი ზომის თასში მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი.ვთქვიფოთ გათეთრებამდე,შემდეგ შევათქვიფოთ კარაქი,მაწონი,სოდა ძმრით და ფქვილი.
ცომი გამოდის ბევრი,ამოტომ ვაცხობთ 26 სმ დიამეტრის ფორმაში.
ფორმას წავუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი,მასში ჩავასხათ ცომი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 50-60 წუთი.
სანამ ბისკვიტი ცხვება, ვამზადებთ კრემს.
კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შევათქვიფოთ მოხარშული შედედებული რძე,ხსნადი ყავა,კონიკი და შაქრიანი ვანილი დავუმატოთ.
ბისკვიტი გავჭრათ 2 ან 3 ნაწილად.ტორტს ფენებს შორის ,გვერდებზე და ზემოდან წავუსვათ კრემი.ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან გავაფორმოთ სურვილისამებრ.