ინგრედიენტები :
300 გრ.არაჟანი
250 გრ.მარგარინი
4-4.5 ჭიქა შაქარი
1 კვერცხის გული
1-2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
0,5 ჭიქა შაქრის პუდრა
1 კვერცხის ცილა
მომზადების წესები :
გაცრილ ფქვილში ჩავახეხოთ ცივი კარაქი ან მარგარინი,ხელით ავურიოთ,დავუმატოთ არაჟანი ( გახსნილი გვაქვს გამაფხვიერებილი).კვერცხის გული და მოვზილეთ ცომი.
ცომი გავყოთ 3 გუნდად და ჩავრთოთ ღუმელი.
მოვამზადოთ გულსართი: გატარებულ ნიგოზს შევურიოთ შაქარი და გათქვეფილი კვერცხის ცილა.
ცომი გავაბრტყელოთ 5მმ სისქეზე,დავჭრათ სამკუთხედებად .
სამკუთხედის ფართო მხარეს დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ ვიწრო მხარის მიმართულებით.
ღუმელის ტაფას თხლად მოვუსვათ ცხიმი,დავალაგოთ სამკუთხედები და 35-40 წუთი გამოვაცხოთ.ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
0