გამარჯობა, მე ნინო მშვენიერაძე ვარ, პროფესიით – სტომატოლოგი…
როცა მსოფლიოს პანდემიამ შემოუტია და ფაქტობრივად, სახლებში გამოვიკეტეთ, გადავწყვიტე, შემექმნა პლატფორმა, სადაც ერთად მოვიყრიდით თავს ბევრი ადამიანი და დავიბრუნებდით იმ ხალისს, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან სადღაც გაქრა…
დავფიქრდი, თუ რა იყო ის, რის გარშემოც გაერთიანდებოდნენ განსხვავებული ინტერესების ადამიანები და პასუხიც მალე ვიპოვე – კულინარია. ამ ვებგვერდის შექმნაც ამიტომ გადავწყვიტე.
ჩემი, როგორც არაპროფესიონალი მზარეულის მიზანია, ვისწავლოთ ერთმანეთისგან, წავახალისოთ ერთმანეთი, გამოვავლინოთ ნიჭიერი კულინარები და გვქონდეს გართობისა და თერაპიის საშუალება. ეს გვერდი შექმნილია არა მხოლოდ მათთვის, ვინც სახლის საქმეებითა დაკავებული ან პროფესიონალი მზარეულია, არამედ ყველასთვის, ვისი ჰობიც კულინარიაა… განურჩევლად სქესისა და ასაკისა…
მინდა, რომ აქ ყველამ იპოვოს საკუთარი სივრცე, ამიტომ კულინარიულ მიმართულებას, სხვა მიმართულებებიც დავამატე და საბოლოოდ, მივიღე მასტერკლასების პლატფორმა, რომელმაც მაქსიმალურად ბევრი სფერო მოიცვა. აქ მისთვის საინტერესოს იპოვის როგორც კულინარიის, ასევე, ქსოვის, ქარგვის, ნადირობის, თევზაობისა თუ სხვა, სრულიად განსხვავებული სფეროს მოყვარული ადამიანი.
მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Livemaster-ზე!