- +33 877 554 332
- info@livemaster.ge
ნავი ნახო დატვირთული – ცუდსა და საზიანო ამბავს მოასწავებს.
ნადირის ნახვა – ცუდასა და უსირცხვილო კაცს ნიშნავს.
ნაგავი დაგროვილი – კარგი მონაგები შეიმატო და იხარო.
ნახშირის ნახვა ანუ გაჩარება – ცუდი და საზიანო საქმეა.
ნამი – კარგია თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც.
ნაქსოვი ოქროთ რამე ნახო – კარგია,გულის სურვილი აისრულო.
ნაბადი – სასარგებლო საქმეა.
ნადირობა – დანაკარგი და წარუმატებელი საქმიანობაა.
ნავთსაყუდარი – დამამშვიდებელი საუბარი.
ნათესავი( შორეული) – სიკეთეა.
ნაკელი – მოგება და მემკვიდრეობაა.
ნალი – დიდი მოგება და წარმატებაა.
ნაკადული – სასიხარულო ცნობაა.
ნაპირი – მიზნის მიღწევა.
ნაწნავის დაწვნა ( თქვენთვის ან სხვისთვის) – სასიყვარულო გატაცება ან სიხარულია.
ნაყენის (დალევა ან გამასპინძლება)- წარუმატებლობა.
ნაყოფი( ნაირნაირი) – სასარგებლო ან ღირსეული დავალება.
ნაჯახი – სიმძიმე ან დაუფასებელი შრომა.
ნაბდის ჩექმა ნახო – მყუდრო კერა და კეთილი საქმეები გელოდეს.
ნაგებობა – გადასახლება,სიმდიდრე ,საქმესა და ვაჭრობაში წარმატება.
ნავი ( ცარიელი)- სევდიანი მარტოობა.
ნავი (მარტო იჯდე) – ახლო მეგობარი დაკარგო.
ნავი( ორნი ისხდეთ) – ბედნიერი ცოლ-ქმრობაა.
ნავით( ნაპირს მიადგე) – წარმატება და კეთილდღეობაა.
ნავიდან წყალში გადავარდე – დიდი უბედურება გეწვიოს ან უეცრად მოკვდე.
ნაკვერცხალი – მტერს თავი დააღწიო,უეცრად გამდიდრდე.
ნამწვი – ოჯახური აურზაურის ნიშანია.
ნაპობი შეშა – საცხოვრებლის შეცვლა.
ნაყინი – სწრაფწარმავალი მიჯნურობაა ან კბილის ტკივილი.
ნაძვის ხე ნახო – ჭირნახული გაგიმრავლდეს და სარგებელი გექნეს.
ნახირი ძოვდეს – კეთილდღეობა და წარმატებაა.
ნაპერწკლები – მეგობრები.
ნარგავი – შიში.
ნამცეცეცები ( ჩიტები კენკავდნენ) – საჩუქარი,გამართლება.
ნამცხვარი ჭამო – სტუმრობაა.
ნაყოფი ნახო ხეზე – წარმატებაა.
ნათურა – მიზნის მიღწევა.
ნემსი -ცუდია და ცოტა რამით შეწუხდე.
ნერგი – კარგი ცვლილებები ცხოვრებაში.
ნეკნი – ოჯახში მატება.
ნესვი – კეთილდღეობა,სარგებელი ნახო.
ნიგოზი – მშვიდობიანობა და კარგია.
ნიორი – სიმწარის ,ნაღველის და სნეულების ნიშანია.
ნისლი – უცნობობა,გართულება და წარუმატებლობა.
ნიჩბები – მოულოდნელი მოგზაურობაა.
ნიმფა – იდუმალი ტრფიალის ნიშანია.
ნიჟარა (ცარიელი ) ნდობის დაკარგვა,სავსე- საქმეში,ბიზნესში ხეირი ნახო.
ნიღაბი – -ახლობელი ქალისაგან ფარისევლობას და ორპირობას ელოდე.
ნიჩბის მოსმა – იღბლიანი შრომა და ბედნიერებაა.
ნომრები და ციფრები – სიდუხჭირეს და დავიდარებას ნიშნავს.
ნოტა – მხიარულება და სასიხარულო მოვლენაა.
ნოტარიუსი – სარფიანი გარიგება.
ნუში( ტკბილი) – წარმატება და კეთილდღეობა.
ნუში( მწარე) – იმედი გაგიცრუვდეს და სევდამ შეგიპყროს.
Livemaster.ge © ყველა უფლება დაცულია