ბრიოში – ფრანგული ფუნთუშა

ინგრედიენტები ხაშისათვის :

1 სუფრის კოვზი საფუარი

¼ ჭიქა რძე

2 სუფრის კოვზი ფქვილი

ინგრედიენტები ცომისათვის :

1 1/2 ჭიქა ფქვილი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

2 სუფრის კოვზი რძე

2 კვერცხი

6 სუფრის კოვზი  უმარილო კარაქი ოთხის ტემპერატურის

მომზადების წესები :

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და ფქვილი ,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ 30 წუთი.

ფქვილში შევურიოთ მარილი,შაქარი,დავასხათ რძე,დავუმატოთ კვერცხი, შევურიოთ ხაში.მოვზილოთ ცომი.

ცომს შევაზილოთ ოთხის ტემპერატურაზე  დარბილებული კარაქი ,გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ ასაფუებლად 1-2 საათი.

გაორმაგებული ცომი ზეთიანი ხელებით მსუბუქად ჩავზილოთ,ისევ პლასტიკი გადავაფაროთ და შევდოთ მაცივარში 8-10 საათი.ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან,მივცეთ მოგრძო ფორმა,გავყოთ 6 ნაწილად,მივცეთ ისეთი ფორმა,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები,ჩავდოთ ფორმებში ,ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.

ჩავდოთ სილიკონიას ან მეტალის ფორმებში.მეტალს მოვუსვათ ცხიმი.

გამომცხვარი ბრიოშები 10 წუთი გავაჩეროთ ფორმებში და შემდეგ დავალაგოთ ლანგარზე.

 

სინაბონები – ამერიკული ფუნთუშები

ინგრედიენტები :

გამოდის 12 ცალი

100 გრ – 342 კკალ

200 მლ რძე

25 გრ.საფუარი სველი/მშრალი 7 გრ

550 გრ.ფქვილი

2 კვერცხი

65 გრ.შაქარი

75 გრ.კარაქი

1 ჩ.კოვზი მარილი

გულსართი:

90 გრ.კარაქი

120 გრ.შაქარი

15 გრ.დარიჩინი

სარკალი:

60 გრ.კრემ ჩიზი

30 გრ.კარაქი

120 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

პირველ რიგში მოვამზადოთ ხაში .თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი ჩავყაროთ.

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ,ცალობით შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის

კვერცხი,დავუმატოთ რძე ,მარილი და ფქვილი, მოვზილოთ ცომი.

ცომი ვზილოთ 10 წუთი.ცომს გადავაფაროთ პლასტიკი და გავაცეროთ სითბოში ასაფუებლად.

ცომი გავაბრტყელოთ ოთხკუთხედა,გადავკეცოთ სამად და შემდეგ ისევ

სამად.

დავაფაროთ თასი და დავასვენოთ 20 -25 წუთი.

ცომი კიდევ გავაბრტყლოთ ( 35-45 სმ),წავუსვათ 90 გრ.კარაქი და მოვაყაროთ დარიჩინიანი შაქარი.გადავახვიოთ რულეტივით,დავჭრათ  კულინარიული ძაფით 12 ნაწილად,დავალაგოთ ღუმელის ტაფაზე( ქაღალდი დაფენილი გვაქვს), გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 1 საათი ასაფუებლად.ვაცხობთ  წინასწარ გახურებულ ღუმელში 190 გრადუსზე  25 წუთი.

კრემ- ჩიზი,კარაქი და შაქრის პუდრა ავთქვიფოთ ერთგვაროვნებამდე.

ცხელ სინაბონებს წავუსმევთ  სარკალს და 15 წუთის შემდეგ გადავიტანოთ თეფშზე.