ეკლერი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ან ეკლერს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ, ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.

გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ან ეკლერი ღუმელშივე გავაგრილოთ .

შუ ან ეკლერი ამოვავსოთ მოხარშული კრემი პატისიერით ან კარამელის კრემით .ზემოდან მოვასხათ შოკოლდის განში ან შაქრის მინანქარი.

კარამელის კრემი

ინგრედიენტები :

500 მლ.ნაღები

250 მლ.კარამელი

მომზადების წესები :

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მყარ პიკამდე და შევათქვიფოთ ულუფობით კარამელი.

კარამელის კრემის მეორე ვერსია :

200 გრ.მოხარშული შედედებული რძე

200 მლ.რძე

200 გრ.33% ნაღები

2-2,5 ს.კოვზი ფქვილი

1 ს.შაქრის პუდრა

5 გრ.შაქრიანი ვანილი

მომზადების წესები :

ფქვილი გავხსნათ რძეში და მოვადუღოთ ფაფა,გადავაფაროთ პლასტიკი,კარგად გავაციოთ.

ფაფა მიქსერით ამოვიყვანოთ და შევათქვიფოთ ულუფებით მოხარშული შედედებული რძე, დავუმატოთ ვანილი.

ცალკე ამოვიყვანოთ ცივი ნაღები მყარ პიკამდე. თუ სურვილი გვაქვს,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა.

ნაღების კრემში შევურიოთ რძის კრემი ულუფობით მიქსერის საშუალებით.

მოხარშული კარამელის კრემი.მე-3 ვერსია ;

მოვამზადოთ კრემი პატისიერი.

კრემს შევათქვიფოთ 3 ს.კოვზი კარამელი.

კრემი კარგად გავაციოთ და შევათქვიფოთ 150 გრ.ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

კარამელის კრემის მეოთხე ვერსია :

300 გრ.ნაღების ყველი მასკარპონე

2 ს.კოვზი კარამელი

მასკარპონე ავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ კარამელი.