Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Nino User

Nino User

ინგრედიენტები:

100 გრ.მარწყვი ან ჟოლო

1 ს.კოვზი შაქრის პუდრა

499 მლ.წყალი

15 გრ.ჟელატინი

 

 

გარეცხილი გასუფთავებული მარწყვი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში მოვადუღოთ 10-15 წუთი.

2-3 წუთით ადრე ჩავყაროთ შაქრის პუდრა.ნახარში გავატაროთ საცერში.

 

ჟელატინს დავასხათ  ოთახის ტემპერატურის წყალი და 40 წუთი გავაჩეროთ  გასაბერად.

ჟელატინი ცეცხლზე გავადნოთ.შევეცადოთ არ ადუღდეს.

 

მარწყვის წვენში წვრილი ჭავლით ჩავსხათ ჟელატინი,კარგად მოვურიოთ,გადავიტანოთ სილიკონის ფორმებში

და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი.

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

200 გრ.ფქვილი

 100 გრ.მარგარინი ან კარაქი

100 გრ.შაქრის პუდრა 

4 კვერცხის გული

1 -2 ს.კოვზი ცივი წყალი

თუ ვამზადებთ ტარტალეტკას მარილიანი გულსართით,მაშინ

შაქრის პუდრის ნაცვლად დავუმატოთ მარილი

 

 კვერცხის გულები  მსუბუქად ავთქვიფოთ შევურიოთ წყალი.

 

ფქვილი ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ მარგარინი ,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,,დავუმატოთ შაქრის პუდრა,

შევურიოთ კვერცხის გული და მოვზილოთ სწრაფად ცომი.

 

ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში ნახევარი საათი.

 

მოვამზადოთ მოხარშული ცომი.

ინგრედიენტები :


125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

 

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

 

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი

ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

 

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

 

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

 

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში,

და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

 

 

 შემდეგ  ფხვიერი ცომი გავაბრტყელოთ , გამოვჭრათ ჭიქით მრგვალი ფორმები ,გადავიტანოთ საცხობ ქაღალდზე,ჩავჩხვლიტოთ

ჩავგლით და შემოვარტყათ ირგვლივ მოხარშული ცომის  რგოლი.დსრჩენილი მოხარშული ცომით ვაცხობთ პროფიტროლებს(შუ).

ვაცხობთ 160 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.

 

წინასწარ მოვამზადოთ მარწყვის ან ჟოლოს ჟელე.რეცეპტი იხ აქ.

http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/434-2018-05-21-02-52-01

 

მოვამზადოთ  შაქრის მინანქარი.

200 მლ.წყალი

500 გრ.შაქარი

100 გრ.საკონდიტრო გლუკოზა ან ინვენტური სიროფი

თასი წყლით.

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

 

 

ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ  გლუკოზა,შაქარი და დავასხათ წყალი,მოვადუღოთ სიროფი.

 

სიროფის წვეთი ჩავასხათ ცივ წყალში.თუ წყალში წარმოიქმნა რბილი ბურთულა,მაშინ სიროფი მხადაა.

 

ამის შემდეგ ჩავასხათ ლიმონის წვენი და მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ მასის გაგრილებამდე და გათეთრებამდე.

შეგვიძლია დავუმატოთ კულინარიული საღებავი.

 

მოვამზადოთ ასევე კრემი პატისიერი  და ნაღების კრემი

მოხარშული კრემი

500 მლ.რძე

30 გრ.სახამებელი

30 გრ.ფქვილი

50 გრ.ნაღების კარაქი

 125 გრ.შაქარი

3 კვერცხის გული

 კრემი პატისიერის რეცეპტი იხ.აქ http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/390-2018-04-22-09-11-36

 

 პროფიტროლები ამოვავსოთ კრემი პატისიერით.

 

 ნამცხვრის ფირფიტებს წავუსვათ შაქრის მინანქარი,შუაში მოვათავსოთ 

ჟელე,ირგვლივ შემოვუწყოთ შაქრის მინანქარში ამოსვრილი პროფიტროლები და

ჟელე დავფაროთ ჯერ მოხარშული კრემით,შემდეგ კი ნარების კრემით გავაფორმოთ.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

90 გრ.თეთრი შოკოლადი

6 ს.კოვზი(120 მლ.) ნაღები

250 გრ.ნაღების ყველი

50 გრ.შაქრის პუდრა

 

 

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.

 

3 ს.კოვზი ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე და შევურიოთ გამდნარ შოკოლადს.

ნარევი გადმოვდგათ ორთქლის აბაზანიდან და შემდეგ შევურიოთ 3 ს.კოვზი ცივი ნაღები.

 

ძირითად მასას გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში  4  საათი.

 

ნაღების მასა გამოვიტანოთ მაცივრიდან და შევათქვიფოთ 250 გრ.ნაღების ყველი.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

 

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

თხილი ან ნუშის ფანტელები

 

მომზადების წესი იხ.აქ http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/420-2018-05-09-13-36-26

 

პერგამენტის ქაღალდზე შემოვხაზოთ ჭიქით წრეები ( დიამეტრი 8 სმ).

 

საკონდიტრო ტომარაში გადავიტანოთ ცომი.

ერთ წრეზე დავსვათ სამი რგოლი.გარეთა რგოლის დიამეტრი არის 8 სმ,შიგნითასი 6სმ.ზემოდან კი რგოლებს

შუაში  მესამე ცომის რგოლი დავსვათ.

ზემოდან მოვაყაოთ დატეხილი თხილი ან ნუშის ფანტელები.

 

 მოვამზადოთ მოხარშული კრემი:

500 მლ.რძე

ხსნადი ყავა

5 კვერცხის გული

60 გრ.ფქვილი

100-150 გრ.შაქარი

30 გრ.შავი შოკოლადი

 

 

 400 მლ.რძეში ჩავყაროთ ყავა დავდგათ ცეცხლზე და ავდუღოთ.

 

კვერცხის გული, შაქარი  შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ფქვილი  და  100 მლ.ცივი რძე.

 

ნარევს დავუმატოთ 150 მლ. მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) , ჩავყაროთ გახეხილი შავი შოკოლადი,

კარგად გავხსნათ და ჩავასხათ ადუღებულ    რძეში.

 

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.

კრემს კონტაქტში გადავაფაროთ პლასტიკი და გავაციოთ.

 

შუ "პარი ბრესტი"გავწრათ შუაზე დაცამოვავსოთ კრემით.

 

ასევე შეგვიძლია შუ პარიზი ბრესტი მოვამზადოთ ნაღების კრემითა და კენკროვანი( მარწყვი,ჟოლო)  ხილით.

რეცეპტი იხ აქ.http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/432-2018-05-19-02-52-13

 

მოხარშული ცომი

 

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

 

მოხარშული ცომის მომზადების დეტალური რეცეპტი იხ. აქ

http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/420-2018-05-09-13-36-26

 

მოხარშული კრემი მუსლინი:

კრემი პატისიერი

250 გრ.ნაღების კარაქი

 

ან 300 გრ.კრემი პატისიერი

100 გრ.ნაღები

 

 მოვამზადოთ კრემი პატისიერი.

500 მლ.რძე

2 კვერცხის გული

6 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი( სავსე) სიმინდის სახამებელი

გაგრძელება იხ.აქ 

ivemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/418-2018-05-08-16-07-04

 

ავიღოთ კვადრატული ( 21х21სმ)  ფორმა.პერგამენტის ქაღალდზე დავხატოთ ბადე,ოთხკუთხედი უჯრებით და

ბადე რომბის ფორმის უჯრებით.სულ ვაცხობთ 4 ფირფიტას,2 რომბისებური უჯრებით,2 კი ოთხკუთხედი უჯრებით.

საკონდიტრო ტომარაში გადავიტანოთ მოხარშული ცომი და დავხაზოთ ბადე.

 

 

 გამოვაცხოთ  4 ფირფიტა ფირფიტების გამოცხობის წესი იხ აქ http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/420-2018-05-09-13-36-26

 

   

ოთხივე ფენას წავუსვათ კრემი.ფენებს შორის და ზევით დავალაგოთ ხილი ბანანი,კივი,ალუბალი,ფორთოხალი და სხვა.

ზემოდან და გვერდები გავაფორმოთ ნაღების კრემით.

ინგრედიენტები:

250 გრ.მარწყვი ან ჟოლო

15 გრ.ჟელატინი

150 შაქრის პუდრა

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

 

250 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ და საწურში გავატაროთ.

 

მარწყვის წვენს დავაყაროთ ჟელატინი,ამოვურიოთ და გავაჩეროთ.

 

მასას დავაყაროთ შაქრის პუდრა,დავასხათ ლიმონის წვენი,ამოვურიოთ,შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე

და ვურიოთ.( არ მივიყვანოთ ადუღებამდე)

 

 ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან,მიქსერით ვთქვიფოთ 5-7 წუთი,სანამ გასქელდება,გაღიავდება და გაგრილდება.

 

 ჩავასხათ ფორმაში,დავჭრათ  კუბებად,ამოვსვაროთ შაქრის პუდრაში.

ინგრედიენტები:

 

500 მლ.რძე

1 ჭიქა ფქვილი

2 კვერცხი

1 კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი გამდნარი კარაქი

მწიკვი მარილი

8-10 ცალი მარწყვი

1 ფილა შავი შოკოლადი

1 ს.კოვზი შაქრის პუდრა

 

 კვერცხი ავთქვიფოთ 250 მლ რძეში,შევათქვიფოთ ფქვილი,დავუმატოთ შაქარი, მწიკვი მარილი.

მიღებული მასა გავათხელოთ დარჩენილი რძით და დავუმატოთ ცეცხლზე გამდნარი კარაქი.

თხევადი ცომი გავაჩეროთ 25 წუთი.

 

ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე   ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,

შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და  ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

 

მარწყვი დავჭრათ.შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.

 

ბლინები სამკუთხედად გადავკეცოთ,მოვაწუწოთ შოკოლადი,მოვრთოთ დაჭრილი მარწყვით,მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

ინგრედიენტები:

350 გრ. მარწყვი

1 ლაიმა

1 ვარსკვლავი ბადიანი

5 პიტნის ფოთოლი

5 ს.კოვზი შაქარი

1,5 ლ. წყალი

 

 200 მლ წყლისა და შაქრისაგან მოვადუღოთ სიროფი.

 

150 გრ.მარწყვი და ლაიმი დავჭრათ კუბებად.პიტნის ფოთლები ხელით გავსრისოთ.

200 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ.ინგრედიენტები ჩავყაროთ მინის ქილაში,დავასხათ მარწყვის პიურე,

და ცხელი სიროფი.დავახუროთ თავსახური,გავაჩეროთ 20 წუთი.

 

 ნაყენს დავასხათ დარჩენილი წყალი და შევდოთ 2-3 საათი მაცივარში.

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

4-5 მარწყვი

1 ლაიმა

45 მლ.რომი

10 პიტნის ფოთოლი

2 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი წყალი

მინერალური წყალი

 

 

 

 

 მოვადუღოთ სიროფი და გავაგრილოთ.

 

პიტნის ფოთლები ხელით მოვსრისოთ,დავასხათ ლაიმის წვენი და ჩავყაროთ ყინულიან ჭიქაში.

 

ჭიქაში ჩავამატოთ სიროფი,რომი,დაჭრილი მარწყვი ,ყინულის ნატეხები და შევავსოთ მინერალური წყლით.

 

მოხიტო გავაფორმოთ ლაიმით,პიტნის ფოთლებითა და მარწყვით.

 

 

 

Sunday, 13 May 2018 03:01

ხილის ნაყინი

ინგრედიენტები

160 გრ.მარწყვი

ან შერეული კენკროვანი

250 მლ.ნაღები(35%)

3 კვერცხი

200 გრ.შაქარი

 

 

ხილი დავაბლენდეროთ.

 

ნაღები ჩავასხათ ალუმინის ქვაბში,შემოვდგათ ზალიან დაბალ ცეცხლზე,ვურიოთ შეუჩერებლად,

შევურიოთ 3 კვერცხის გული,მივიყვანოთ ადუღებამდე.

 

 200 გრ.შაქრისა და 3 კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე.

 

ბეზეს  შევურიოთ ნაღების მასა და შემდეგ ჩავასხათ ხილის პიურე.

 

ნაყინი გადავიტანოთ მინის ჭურშელში და გავყინოთ 1-2 საათი -19 გრადუსზე მაცივარში.