Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Nino User

Nino User

ინგრედიენტები:

1 კგ სტაფილო

ნახ.ჭიქა მანანის ბურღული

ნახ.ჭიქა წყალი

1 ჩ.კოვზი შაქარი

3 ს.კოვზი ზეთი

2 ს.კოვზი ფქვილი

150 გრ.საფანელი

მარილი გემოვნებით

მწვანილი სურვილისამებრ

 

 

გარეცხილი,გასუფთავებული სტაფილო გავხეხოთ  ან დავაბლენდეროთ.

 

ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ სტაფილო,დავუმატოთ ზეთი,წყალი,დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე  ჩავთუშოთ.

 ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან,გავაგრილოთ მოსუშულ სტაფილოს დავამატოთ მანანის ბურღული,ფქვილი,მარილი.

 

სტაფილოს ფარში დავყოთ გუნდებად თითოეულს მივცეთ კატლეტის ფორმა  ,ამოვსვაროთ  საფანელში და

შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.

 

რჩევა: სტაფილო შეგვიძლია წინასწარ მოვხარშოთ და ისე დავაბლენდეროთ,თუ სტაფილოს კატლეტებს

ბავშვებს ვუმზადებთ,შეგვიძლია წყალი რძით შევცვალოთ,ზეთი კარაქით,სტაფილოს ფარშს კი დავუმატოთ კვერცხი.

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები

500 გრ.ბადრიჯანი

2 პამიდორი

3 კბილი ნიორი

1 ხახვი

3 ტოტი  კამა

3 ტოტი ქინძი

2 კვერცხი 

100 გრ.თეთრი პური

50 გრ.მანანის ბურღული ( 2 ს.კოვზი)

40 გრ.ზეთი

150 გრ.საფანელი

3 გრ.ორეგანო

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

100 გრ.გახეხილი ყველი პარმეზანი სურვილისამებრ

 

 

 

 ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ფოლგა,დავდოთ გარეცხილი,რამიდენიმე ადგილას ჩასერილი ბადრიჯანი და

200 - 220 გრადუსზე შევწვათ 20-25 წუთი.

 

ბადრიჯანი გავაგრილთ,კანი გავაცალოთ და დავჭრათ წვრილად .

 

თეთრ პურს კანი მოვაცილოთ და დავფშვნათ.

 

კანგავლილი პამიდორი,ხახვი,ნიორი დავაბლენდეროთ და საწურზე გავწუროთ.

 

წვრილად დავჭრათ მწვანილები.

 

 დაბლენდერებული პამიდორი, ბადრიჯანი,პური,მწვანილები,ორეგანო,მარილი,წიწაკა,2 კვერცხის გული,

მანანის ბურღული შევურიოთ და მოვამზადოთ კოტლეტები.

 

კატლეტები ამოვსვაროთ საფანელში და შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

 

სამარხვო კატლეტები

 

500 გრ.ბადრიჯანი

2 პამიდორი

3 კბილი ნიორი

1 ხახვი

3 ტოტი  კამა

3 ტოტი ქინძი

2-3 ს.კოვზი ფქვილი

40 გრ.ზეთი

150 გრ.საფანელი

3 გრ.ორეგანო

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

 

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ფოლგა,დავდოთ გარეცხილი,რამიდენიმე ადგილას ჩასერილი ბადრიჯანი და

200 - 220  გრადუსზე შევწვათ 20-25 წუთი.

 

ბადრიჯანი გავაგრილთ,კანი გავაცალოთ და დავჭრათ წვრილად .

 

კანგავლილი პამიდორი,ხახვი,ნიორი დავაბლენდეროთ და საწურზე გავწუროთ.

 

წვრილად დავჭრათ მწვანილები.

 

 დაბლენდერებული პამიდორი, ბადრიჯანი, მწვანილები,ორეგანო,მარილი,წიწაკა,

პურის ფქვილი  შევურიოთ ერთმანეთში .

 

კატლეტები ამოვსვაროთ საფანელში და შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

ინგრედიენტები:

200 გრ ტომატის პასტა

გადადუღებული წყალი

ცოცხალი ქინძი და ნახ.თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემობნებით

ნახ. ჩ.კოვზი უცხო სუნელი

ნახ. ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

 

 

ტომატ პასტას შევურიოთ გადადუღებული წყალი იმდენი,რომ მივიღოთ სასურველი  კონსისტენციის სითხე,

შევურიოთ  დაწყლეტილი ნიორი,მსხვილად დაჭრილი ხახვი და ქინძი,საკმაზი.

 

გადავიტანოთ ქილაში და შევინახოთ 3-4 დღე მაცივარში.

 

ინგრედიენტები:

300 გრ.ქათმის ფილე

2 ნაჭერი თეთრი პური ( 50 გრ)

1  პატარა თავი ხახვი

1/2 ჭიქა რძე

1 კვერცხი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ყველი  სულგუნი 70 გრ

 

 

 ქათმის ფილე,რძეში დამბალი და გაწურული პური,ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში.

შევურიოთ კვერცხი,მარილი,წიწაკა.

 

ყველი დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.

 

ფარშში შევახვიოთ ყველი,მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ საფანელში და შევწვათ 5-5 წუთი

ორივე მხრიდან ტაფაზე ზეთში. შემდეგ ტაფას თავსახური დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე

გავაგრძელოთ კატლეტების მომზადება .

 

 

 მე-2 ვერსია

 

1 კგ შერეული ხორცის ფარში

200 გრ.ყველი სულგუნი

1/2 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

5 გრ.ქინძი

მარილი გემოვნებით

 

 

 

 ფარში გავატაროთ ორჯერ,დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი,ქინძი,

გახეხილი ნიორი,ძირა,მარილი .

 

ფარშში შევახვიოთ ყველი,მივცეთ კატლეტის ფორმა, ტაფაზე გახურებულ ზეთში შევწვათ 3-3 წუთი 

ორივე  მხრიდან ტაფაზე, ცეცხლს დავუწიოთ  ,მოვასხათ  ცოტა წყალი,დავახუროთ  თავზე და

შევწვათ.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:


3 ქათმის  ბარკალი

1 ხახვი

1 სტაფილო

4-5 ცალი კარტოფილი

4 ს.კოვზი ბრინჯი

2 დაფნის ფოთოლი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

1 პატარა კონა ოხრახურში

4 ცალი ბაჰარი

1,5 -2 ლიტრა  წყალი.

 

 

 ქათმის ბარკალი მოვხარშოთ დაფნის ფოთოლთან,ბაჰართან  და ხახვთან ერთად.ბულიონი გადავწუროთ,

ქათმის ბარკლებს მოვაცალოთ  ხორცი.

 

ბულიონში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი სტაფილო,კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ბრინჯი.

კერძი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.

 

კარტოფილის მოხარშის შემდეგ ჩავამატოთ დაჭრილი სოკო და ქათმის ხორცი.

წვნიანში ჩავყაროთ მარილი და წიწაკა.ბოლოს კი ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

 

 

 

 

Sunday, 11 February 2018 05:16

სოკოს წვნიანი

ინგრედიენტები:

500 გრ.სოკო

2 თავი ხახვი

2 სტაფილო

2 კარტოფილი

ნახ.ჭიქა ბრინჯი

1 კონა ოხრახურში

1 კონა კამა

მარილი,პილპილო გემოვნებით

 

 

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში,  დავამატოთ ჯერ გრძლად დაჭრილი  სტაფილო და 2 წუთის შემდეგ სოკო.

დავასხათ 3 ლიტრა წყალი,დავახუროთ ქვაბს თავსახური და ვხარშოთ დაახლოებით 25-30 წუთი.

 

ჩავამატოთ მარილი,პილპილი,ბრინჯი.დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი და კერძი

დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ .

 

წვნიანს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

3 კვერცი

150 გრ.შაქარი

2 ს.კოვზი თაფლი

120 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

2 ს.კოვზი კაკაო

 

კრემი:

500 მლ 33% არაჟანი

120 გრ.შაქრის პუდრა

2-3 ცალი ბანანი

 

შოკოლადის მინანქარი:

3 ს.კოვზი კაკაო

6 ს.კოვზი შაქარი

3 ს.კოვზი ნაღები

1 ს.კოვზი სახამებელი

2 ს.კოვზი წყალი

25-30 გრ.კარაქი.

 

 

 

 ჯერ მოვამზადოთ ბისკვიტი.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ,დავუმატოთ თაფლი და შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

 

 ღუმელის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, ცომი დავასხათ ,

გამოვაცხოთ 190 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

 

ცხელ  ბისკვიტის ფირფიტაზე  შუაში დავდოთ ცომის გასბრტყელებელი, გადავახვიოთ

და ასე გავაგრილოთ.

 

 

კრემი

არაჟანი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად.

 

მინანქარი

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,დავასხათ წყალი,ნაღები,

მოვადუღოთ ორთქლის აბაზანაზე. მინანაქარში ბოლოს  ჩავაგდოთ კარაქი.

 

ბისკვიტის ფირფიტას წავუსვათ კრემი,შუაში დავალაგოთ ბანანი,გადავახვიოთ რულეტის

მსგავსად ქაღალდის დახმარებით  ,წავუსვათ ზემოდან მინანქარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 შეკვრა ფენოვანი ცომი

500 გრ.სოსისები 

300 გრ.ყველი

კეჩუბი მოსასხმელად

1 კვერცხი

 

  

 

 

 

ინრედიენტები:

1 კგ მზა ფენოვანი ცომი

1 კგ.ქათმის ბარკალი

4 კბილი ნიორი

1 ს.კოვზი სოიოს სოუსი

1 ს.კოვზი ზეთი

ზეთი შესაწვავად

მარილი,პილპილი გემოვნებით

1 კვერცხი ზემოდან გადასასმელად

 

ზეთი,სოიოს სოუსი,მარილი,წიწაკა,დაჭყლეტილი ნიორი შევურიოთ და ჩავაწყოთ

გარეცხილი ქათმის ბარკლები ნახევარი საათი.

 

ბარკლები შევწვათ ზეთში ტაფაზე.შემწვარი კერძი გავაციოთ.

 

ფენოვანი ცომი დავჭრათ ბაფთებად და შევახვიოთ ბარკლები ისე,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.ძვალზე შემოვახვიოთ ფოლგა,რომ არ დაგვეწვას.

 

ზოგიერთი დიასახლისი ქათმის ბარკლებს არ წინასწარ არ წვავს,ჩვენი გემოვნებით,სასურველია ,ბარკლები ტაფაზე შეიწვას.

 

შეგვიძლია ქათმის ბარკლები  შევახვიოთ ყველის ნაჭრებთან ერთად.

გამოვაცხოთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

ბარკლებთან ერთად ფენოვანი ცომის  ქისაში მოათავსეთ  თქვენთვის სასურველი გულსართი

გულსართი:

1 დიდი ქილა  დაჭრილი სოკოს კონსერვი

1 საშუალო ზომის ხახვი

მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავას

 

სოკო დავყაროთ ტაფაზე,დავახუროთ თავსახური,როცა წყალს შეიშრობს,დავუმატოთ ზეთი,წვრილდ დაჭრილი ხახვი

და მოვშუშოთ.ბოლოს მოვაყაროთ მარილი.

 

 

  

 

 

 

 

 

 

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

300 გრ.მოხარშული ძეხვი

1 კვერცხი ზემოდან წასასმელად

 

ძეხვი დავჭრათ ძალიან თხლად ან დააჭრევინეთ  ყიდვისას მაღაზიებში.

 

შემდეგ მოვამზადოთ ცომისა და ძეხვისაგან ყვავილები ისე,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები

 

  

 

 

 ზემოდან გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 200 გრადუსზე  გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-30 წუთი.

 

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

300 გრ.მოხარშული ძეხვი

1 კვერცხი ზემოდან წასასმელად

კეჩუბი

ღვეზელებს გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და წინასწარ  გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე გამოვაცხოთ

15-20 წუთი,შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ კიდევ 20 წუთი.

 ღვეზელებს გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და წინასწარ  გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე გამოვაცხოთ

15-20 წუთი,შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ კიდევ 20 წუთი.