Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Nino User

Nino User

Sunday, 18 February 2018 03:41

სოკოს კატლეტები

ინგრედიენტები:

 

1 კგ კარტოფილი

150 გრ.ფქვილი

2 კვერცხი

300 გრ.სოკო

2 ს.კოვზი ერბო

 1 თავი ხახვი

1/3 ჭიქა არაჟანი

საფანელი

ზეთი შესაწვავად

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 კარტოფილის ზრაზების გაკეთება დავიწყოთ პიურეს მომზადებით.

 

 გათლილი,4 ნაწილად გაჭრილი კარტოფილი მოვხარშოთ, ნახარში გადავწუროთ, ჩავწყლიტოთ,შევურიოთ ერბო და მარილი.

პიურე გავაგრილოთ და დავუმატოთ კვერცხი, ფქვილი. 

 

ხახვი  და სოკო დავჭრათ წვრილად, ერთად მოვშუშოთ.

 

პიურეს პატარა გუნდები გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ სოკო, მოვუკრათ პირი.სოკოს კატლეტები ამოვსვაროთ საფანელში.

 

კარტოფილის ზრაზები სოკოთი  ზეთიან ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან, მივირთვათ არაჟანთან ერთად.

 

 

 

 

ინგრედიენტები:

500 გრ.კომბოსტო

75 მლ რძე ან წყალი

100 გრ.ნაღების კარაქი ან მარგარინი

1 კვერცხი

 3-4 ტოტი კამა

მარილი, შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

არაჟანი მისართმევად

 

 

 სქელძირიან  ღრმა ქვაბში ჩვასხათ რძე, ჩავყაროთ მსხვილ სახეხზე გახეხილი კომბოსტოს ფოთლები, ჩავდოთ კარაქი,

დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ 20-25 წუთი.

 

შემდეგ დავუმატოთ მანანის ბურღული და ისევ ვთუშოთ 5-10 წუთი.ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდა,გავაგრილოთ,

თბილში ჩავახალოთ კვერცხი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი   და შევკაზმოთ.

 

კომბოსტოს ფარშით  დავამზადოთ კატლეტები და შევწვათ  ზეთში ტაფაზე 3 -4 წუთი ორივე მხრიდან .

 

რჩევა: კერძის მომზადებისას ,შესაძლებელია , გამოვიყენოთ  ყვავილოვანი კომბოსტო.

 

 

 

 

ინგრედიენტები:

500 გრ.კომბოსტო

1/2 ჭიქა მანანის ბურღული

1 ხახვი

3 ს.კოვზი სამარხვო მაიონეზი

1-2 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

ტომატ -  პასტა გემოვნებით

უცხო სუნელი გემოვნებით

 

 მანანის ბურღულს დავასხათ წყალი და  30 წუთი გავაჩეროთ.

 

მსხვილ სახეხზე გავხეხოთ კომბოსტო,ხახვი წვრილად დავჭრათ.

 

გავხეხოთ ნიორი.

 

კომბოსტო,მაიონეზი,ტომატი,ხახვი,ნიორი,მარილი, მანანის ბურღული ,ხმელი სუნელი

შევურიოთ ერთმანეთში.თუ მას თხელი გამოგვივა,დავუმატოთ ცოტა ფქვილი.

 

დავამზადოთ კატლეტები და შევწვათ ზეთში ტაფაზე დაბალ ცეცხლზე.

 

 

 

ინგრედიენეტბი:

450 გრ.ქათმის ფილე

400 გრ.კომბოსტო

180 გრ.სტაფილო

2 კვერცხი

1  პატარა კონა მწვანილი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

 

 

 

 ფათმის ხორცი გავატაროთ.

 

სტაფილო გავხეხოთ.

 

კომბოსტო და მწვანილი ძალიან  წვრილად დავჭრათ .

 

ბოსტნეული ერთმანეთში შევურიოთ,დავუმატოთ  კვერცხი,მარილი,წიწაკა.

 

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავაწყოთ კატლეტები და შევწვათ 

180 გრადუსზე 30-40 წუთი.

ინგრედიენტები:

4 ცალი კარტოფილი

1 ბულგარული წითელი წიწაკა

1 თავი ხახვი

3 ს.კოვზი ფქვილი

2 კვერცხი

მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

 

კარტოფილი და სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

 

წითელი ბულგარული და ხახვი დავჭრათ წვრილად.

 

ბოსტნეული ერთმანეთში შევურიოთ,დავუმატოთ კვერცხი,ფქვილი,მარილი,წიწაკა და

წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

ტაფაზე დავასხათ ზეთი და დავდოთ თითო სუფრის კოვზი ბოსტნეულის მასა.

კატლეტები შევწვათ ორივე მხრიდან.

 

 

 

ინგრედიენტები:

 3 მსხვილი კარტოფილი

1 დიდი ზომის სტაფილო

250-300 გრ.ყვავილოვანი კომბოსტო

100 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი მარილი

1/2 ჩ.კოვზი შავი დაფქული წიწაკა

საფანელი

ზეთი შესაწვავად

 

ბოსტნეული გავხეხოთ წვრილ სახეხზე,შევურიოთ ფქილი და  შევკაზმოთ.მივიღებთ ერთგვაროვან მასას.

 

მასა დავყოთ  ნაწილებად.თითოეულს მივცეთ კატლეტის ფორმა და შევწვათ ტაფაზე ზეთში 2-2 წუთი ორივე მხრიდან.

 

ინგრედიენტები:

6-8 მსხვილი კარტოფილი

2 კვერცხი

1 თავი ხახვი

3 ს.კოვზი ფქვილი

4 ს.კოვზი არაჟანი

3 ს.კოვზი ერბო

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

ნახ.კონა ოხრახურში

ნახ.კონა კამა

ზეთი შესაწვავად

 

 

 კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ,გავჭრათ 4-ად,დავასხათ ცხელი წყალი,ჩავყაროთ მარილი და მოვხარშოთ.

 

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ კარაქში ან ერბოში.

 

კარტოფილის ნახარში გადავღვაროთ,მოვამზადოთ პიურე,კვერცხი , შევურიოთ ხახვი,არაჟანი,მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით.

თუ პიურე თხელი გამოგვივა , დავუმატოთ ცოტა ფქვილი.

 

კარტოფილის კატლეტები ამოვსვაროთ ფქვილში,შევწვათ ზეთში ტაფაზე 1-2 წუთი ორივე მხრიდან.

მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მოვირთვათ არაჟანთან ერთად.

 

ინგრედიენტები:

 1კგ.კარტოფილი

1 ს.კოვზი ზეთი

მარილი გემოვნებით

150-200 გრ.ფქვილი 

ზეთი შესაწვავად

 

 

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ ,გავჭრათ 4-ად  ,დავასხათ ცხელი წყალი,ჩავყაროთ მარილი და მოვხარშოთ.

 

მოხარშულ კარტოფილს წყალი გადავუწუროთ, ჩავასხათ ზეთი, მოვამზადოთ პიურე.

 

კარტოფილისაგან დავამზადოთ ბურთები.თითოეულ ბურთულას მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ ფქვილში

და შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

Wednesday, 14 February 2018 02:55

კიევური კატლეტები

ინგრედიენტები:

4 ქათმის ფილე 

2 კვერცხი

 100 გრ.კარაქი

400 გრ.ზეთი

1 პატარა კონა ოხრახურში

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

საფანელი.

 

 

დავჭრათ ოხრახურში.

 

თასში ოხრახურში და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ერთმანეთში შევურიოთ.

 

შევახვიოთ პარკში კარაქი ისე,რომ მივცეთ ძეხვის ფორმა. შევინახოთ კარაქი  საყინულეში 20-25 წუთი.

 

ქათნის ფილე ბასრი დანით კიდეზე ჩავჭრათ , გადავშალოთ წიგნივით და დავბეგვოთ.

 

კარაქი დავჭრათ. კარაქის ორი ნაჭერი მოვათავსოთ ფილეს კიდეზე და შევახვიოთ.

 

კვერცხი ავთქვიფოთ,ჩავყაროთ მარილი .კატლეტს მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა.

 

კატლეტი ჯერ ამოვსვაროთ ფქვილში,შემდეგ კვერცხში ,ასე გავიმეორებთ ორჯერ.

 

კატლეტი ჯერ ამოვსვაროთ ფქვილში,შემდეგ კვერცხში , ბოლოს  საფანელში . ასე გავიმეორებთ ორჯერ.

კიევური კატლეტი  შევწვათ ტაფაზე ზეთში 5-5 წუთი ორივე მხრიდან.

ბოლოს დავამთავროთ კოტლეტის მომზადება ღუმელში .შებრაწული კატლეტები შევდოთ 200 გრადუსზე.

კიევური კატლეტები ქათმის ფარშით

 

500-600 გრ.ფარში 

3 კვერცხი

 100 გრ.კარაქი

400 გრ.ზეთი

1 პატარა კონა ოხრახურში

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

საფანელი.

 

დავჭრათ ოხრახურში.

 

თასში ოხრახურში და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ერთმანეთში შევურიოთ.

კარაქი დავყოთ გუნდებად თითოეული გუნდა შევახვიოთ პარკში კ ისე,რომ მივცეთ ძეხვის ფორმა.

შევინახოთ კარაქის ძეხვები   საყინულეში 20-25 წუთი.

 

ფარშს დავუმატოთ 1  კვერცხი,მარილი და შავი დაფქული  წიწაკა.

ფარშში კარაქი შევახვიოთ ისე,როგორ ეს სურათზეა ნაჩვენები.

 

 

 

 კვერცხი ავთქვიფოთ,ჩავყაროთ მარილი .

 

კატლეტი ჯერ ამოვსვაროთ ფქვილში,შემდეგ კვერცხში , ბოლოს  საფანელში . ასე გავიმეორებთ ორჯერ.

კიევური კატლეტი  შევწვათ ტაფაზე ზეთში 5-5 წუთი ორივე მხრიდან.

ბოლოს დავამთავროთ კოტლეტის მომზადება ღუმელში .

შებრაწული კატლეტები შევდოთ ღუმელში  200 გრადუსზე 10 წუთი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:


600 გრ.სტაფილო

 300 გრ.ღვიძლი

250 მლ.რძე

2 კვერცხი

1 ხახვი

5 კბილი ნიორი

 10 გრ.მარილი

125 გრ.ფქვილი

2 გრ.ხმელი ქინძი

 100 მლ. ზეთი შესაწვავად

2 გრ. შავი დაფქული წიწაკა

 

 

ხახვი დავჭრათ წვრილად.

წვრილად გავხეხოთ  ნიორი.

  ცალკე ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ხახვი და ნიორი.

 

 თასში ჩავდოთ ღვიძლი,მოვაყაროთ ნახ. ჩ.კოვზი მარილი,2 ს.კოვზი ( 50 გრ.) ფქვილი, მოვურიოთ და   მეორე ტაფაზე

გახურებულ ზეთში 3-3 წუთით ორივე მხრიდან  ნახევრად შევწვათ. ღვიძლი გავაგრილოთ და დავჭრათ.შევურიოთ ნახევარი მოშუშული ხახვი

 და ნიორი.

 

გარეცხილი,გასუფთავებული სტაფილო გავხეხოთ წვრილ სახეხზე, დავასხათ რძე ,ამოვურიოთ და

გავაჩეროთ დაახლოებით 20-25 წუთი და შემდეგ მარლაში  გავწუროთ .სტაფილოს შევურიოთ კვერცხი, 2 სკოვზი ფქვილი

 მარილი , ნახ.ჩ.კოვზი შავი წიწაკა და ნახევარი მოშუშული ხახვი და ნიორი.

 

სტაფილოს ცომში შევახვიოღ ღვიძლის გულსართი. კატლეტები  ტაფაზე 5-5 წუთი შევწვათ ორივე მხრიდან ზეთში.