Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Nino User

Nino User

ინგრედიენტები:

1 კგ. ღორის ხორცი

50 გრ.ხახვი

2 ც. დაფნის ფოთოლი

რამოდენიმე მარცვალი ბაჰარი

მარილი,პილპილი გემოვნებით

წითელი მშრალი ღვინო გემოვნებით

ან ძმარი.

 

ინგრედიენტები სოუსისათვის :

4 საშუალო  ზომის წვნიანი პამიდორი

2 ხახვი 

2 ს.კოვზი კარაქი 

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

მარილი,დაღერღილი წიწაკა გემოვნებით.

 

 

თავდაპირველად მოვამზადოთ ბასთურმა და შევწვათ მწვადი .

 

გასუფთავებული და გარეცხილი ხორცი დავჭრათ 50-50 გრიან ნაჭრებად.

ღრმა თასში მოვათავსოთ ხორცი,დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი,ბაჰარი,დაფნის ფოთოლი,

დავასხათ იმდენი ღვინო,რომ ხორცი არ დაიფაროს.

 

გავაჩეროთ მაცივარში 6-7 საათი და დროდადრო ამოვურიოთ.

ჩაბასტურმებული ხორცს მოვაყაროთ მარილი ,წიწაკა და შევწვათ ტაფაში საშუალო ცეცხლზე.

ხორცი შეგვიძლია წამოვაგოთ შამფურზე ან წალამზე და შევწვათ მაყალზე .

 

პამიდორი გავფცქვათ და  კუბებად დავჭრათ. ხახვი კი  წვრილად და გრძლად  .

ტაფა-ქვაბში გავადნოთ კარაქი  და მასში  ხახვი ოდნავ მოვშუშოთ.შემდეგ დავუმატოთ მწვადის ნაჭრები,

დავაყაროთ წვრილად დაჭრილი პომიდორი და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ 5-10 წუთი.

 

ბოლოს კერძი შევკაზმოთ ,ცეცხლზე გავაჩეროთ 1 წუთი და გადმოვდგათ.

მოვრთოთ მწვანილის ფოთლებით.

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ ზუთხი

1 თავი ხახვი

5 გრ.პილპილის მარცვლები

2 ცალი დაფნის ფოთოლი

1 ს.კ. ძმარი

 

ინგრედიენტები მარინადისათვის:

2 ცალი პატარა  ბულგარული წითელი წიწაკა

2 ცალი პატარაბულგარული მწვანე წიწაკა

20 გრ.ნიორი

30 გრ.ქინძი

200 მლ.ძმარი

დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

 

 

ზუთხი გავრეცხოთ,დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

 

ქვაბში ჩავასხათ წყალი,დავუმატოთ ძმარი,მარილი გემოვნებით,პილპილის  მარცვლები,

დაფნის ფოთლები,1 თავი ხახვი და მოვხარშოთ ზუთხი.თევზს წყალი ოდნავ უნდა ფარავდეს.

 

თევზს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ,გამოვაცალოთ ძვლები,დავჭრათ ხრტილებიანად

სასურველი ზომის ნაჭრებად.

 

ცალკე თასში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა,დავუმატოთ დანაყილი ნიორი,

წვრილად დაჭრილი ქინძი,ძმარი,წიწაკა და მარილი.

 

ზუთხის ნაჭრებს მოვაყაროთ  ძმრიანი მასა,ავურიოთ და სუფრაზე მივიტანოთ თასით.

 

 

 

 

Monday, 17 July 2017 02:58

ტკბილი ფლავი

ინგრედიენტები:

200 გრ გრძელი ბრინჯი

200 გრ.ქიშმიში

1 ცალი  დიდი ფორთოხლის ცედრა

150 გრ კარაქი  ან ზეთი

150 გრ შაქარი ან თაფლი

 

ბრინჯი გავარჩიოთ,გავრეცხოთ ,მოვხარშოთ და გადავავლოთ ცივი წყალი ( ფანტია რომ გახდეს),

დავწუროთ თუშფალანგზე.

 

კარაქი გავადნოთ,დავუმატოთ შაქარი,ქიშმიში,ფორთოხლის ცედრა.გამუდმებით ვურიოთ,

რომ ქიშმიში არ დაიწვას.ქიშმიშის მარცვლები გაიბერება და შაქარში კარამელიზირდება.

 

 

სქელძირიან ქვაბს ძირზე და გვერდებზე კარაქი წავუსვათ.მასში ჩავყაროთ და თანაბარ ფენებად

გადავანაწილოდ ბრინჯი.ფენებს შორის მოვასხათ კარამელიზირებული კარაქი ქიშმიშთან ერთად.

 

ბოლო ფენა უნდა იყოს ბრინჯი.ქვაბს თავსახურავი დავაფაროთ და 5-10 წუთი ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

 

 

 ბრინჯის ფლავი ხილით.მე-2 ვერსია:

 

200 გრ გრძელი ბრინჯი

200 გრ.ქიშმიში

100 გრ კურაგა

ვაშლი და კომში სურვილისამებრ

150 გრ კარაქი

150 გრ შაქარი ან თაფლი

 

თბილ წყალში ჩავალბოთ ქიშმიში და კურაგა.

 

ბრინჯი გავარჩიოთ,გავრეცხოთ ,მოვხარშოთ და გადავავლოთ ცივი წყალი ( ფანტია რომ გახდეს),

დავწუროთ თუშფალანგზე.

კარაქი გავადნოთ,დავუმატოთ შაქარი,ქიშმიში.გამუდმებით ვურიოთ,

რომ ქიშმიში არ დაიწვას.ქიშმიშის მარცვლები გაიბერება და შაქარში კარამელიზირდება.

 

სქელძირიან ქვაბს ძირზე და გვერდებზე კარაქი წავუსვათ.მასში ჩავყაროთ და თანაბარ ფენებად

გადავანაწილოდ ბრინჯი.ფენებს შორის მოვასხათ კარამელიზირებული კარაქი ქიშმიშთან ერთად

და მოვაყაროთ დაჭრილი  კურაგა,ვაშლი,კომში.

 

ბოლო ფენა უნდა იყოს ბრინჯი.ქვაბს თავსახურავი დავაფაროთ და  ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე,

სანამ ხილი არ ჩარბილდება.

 

 

 

Saturday, 15 July 2017 10:20

მწვადი

ინგრედიენტები:

1 კგ. ღორის ხორცი

50 გრ.ხახვი

2 ც. დაფნის ფოთოლი

რამოდენიმე მარცვალი ბაჰარი

მარილი,პილპილი გემოვნებით

წითელი მშრალი ღვინო გემოვნებით

ან ძმარი.

 

 

 გასუფთავებული და გარეცხილი ხორცი დავჭრათ 50-50 გრიან ნაჭრებად.

 

ღრმა თასში მოვათავსოთ ხორცი,დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი,ბაჰარი,დაფნის ფოთოლი,

დავასხათ იმდენი ღვინო,რომ ხორცი არ დაიფაროს.

 

გავაჩეროთ მაცივარში 6-7 საათი და დროდადრო ამოვურიოთ.

 

ჩაბასტურმებული ხორცს მოვაყაროთ მარილი ,წიწაკა და შევწვათ ტაფაში საშუალო ცეცხლზე.

ხორცი შეგვიძლია წამოვაგოთ შამფურზე ან წალამზე და შევწვათ მაყალზე .

 

რჩევა:

მწვადი შეგვიძლია ბატკნის ან ხბოს ხორცითაც მოვამზადოთ.

ჩაბასთურმებისას კი გამოვიყენოთ მაწონი ან მაიონეზი.

 

 

 

 

 

Saturday, 15 July 2017 09:04

ზუთხის მწვადი

ინგრედიენტები:

1 კგ ზუთხი

200 გრ.მაიონეზი

100 გრ.არაჟანი

50 გრ.ტომატი

20 მლ ზეთი

მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

თევზი გავასუფთაოდ,მოვაშოროთ კანი და ფხები,გავრეცხოთ,დავჭრათ ნაჭრებად.

 

მაიონეზი,ტომატი,ზეთი,არაჟანი,მარილი,პილპილი შეურიოთ ერთმანეთს ად 

მიღებულ მასაში ამოვსვაროთ ზუთხის ნაჭრები.

 

შეკაზმული ზუთხი წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ მაყალზე.

 

შეგვიძლია ზუთხის ნაჭრები დავაწყოთ ტაფაზე და შევწვათ დაბალ ცეცხლზე.

ინგრედიენტები:

3-4 ცალი კალმახი ან 1 კგ სკუმბრია

200 გრ.ფქვილი

500 მლ ზეთი

 

 

სოუსისათვის:

400 მლ.მაიონეზი

3-4 კბილი დანაყილი ნიორი

წყალი სოუსის გასათხელებლად

30 გრ. კამა 

ნახ.ჩ.კოვზი უცხო სუნელი

ნახ.ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მარილი,წიწაკა გემოვნებით

კალმახი გამოვშიგნოთ,გამოვაცალოთ ფხები,ხერხემალი,გავრეცხოთ.

ფქვილში შევურიოთ მარილი,შიგ ამოვგანგლოთ კალმახი ორივე მხრიდან

 და შევწვათ გაცხელებულ ზეთში.

 

თუ სკუმბრია გვაქვს,მაშინ თევზი გამოვშიგნოთ,გავასუფთაოდ ფხებისგან,გავრეცხოთ,დავჭრათ ნაწილებად.

თევზი შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით და ზეთში შევწვათ იგივე  წესით ,როგორც კალმახი.

 

მაიონეზის სოუსის მომზადება:

მაიონეზი გავათხელოთ ანადუღარი გრილი წყლით და ავთქვიფოთ.

დავუმატოთ მარილი,წიწაკა,უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი,დაწყლეტილი ნიორი,წვრილად დაჭრილი კამა .

შემწვარ თევზს  მოვასხათ მაიონეზის სოუსი  და მოვრთოთ ოხრახურშის ფოთლებით,ლიმონის ნაჭრებით.

ინგრედიენტები:

3-4 ცალი კალმახი

200 გრ.ფქვილი

500 მლ ზეთი

30 გრ.კამა

 

სოუსისათვის:

2 კგ ბროწეული

100 გრ.ხახვი

500 მლ წითელი,მშრალი ღვინო

3 ლიმონი

20 გრ.სახამებელი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

კალმახი გამოვშიგნოთ,გამოვაცალოთ ფხები,ხერხემალი,გავრეცხოთ.

ფქვილში შევურიოთ მარილი,შიგ ამოვგანგლოთ კალმახი ორივე მხრიდან

 და შევწვათ გაცხელებულ ზეთში.

 

ბროწეულის სოუსის მომზადება:

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში,დავუმატოთ ბროწეულის წვენი და წამოვადუღოთ.

წვენს დავუმატოთ ღვინო,ლიმონის წვენი და შევასქელოთ  წყალში გახსნილი სახამებლით.

სოუსი შევკაზმოთ წიწაკითა და მარილით.

შემწვარ კალმახს მოვასხათ ბროწეულის წვენი და მოვრთოთ ოხრახურშის ფოთლებით,ლიმონის ნაჭრებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბორანოს ტრადიციული რეცეპტი -აჭარული სამზარეულო

ინგრედიენტები:

200 გრ.აჭარული დაწნული (ჩეჩილი ყველი}.

100 გრ.კარაქი

ცხელი  წყალი

 

ყველი დავჭრათ ძალიან წვრილად , დავასხათ ადუღებული წყალი,დავალბოთ და ბოლოს გადავწუროთ.

კარაქი გავადნოთ ტაფაზე და ცოტა ხნით მოვბრაწოთ.

კარაქი ,როგორც კი ფერს შეიცვლის (არ უნდა დაგვეწვას) და მოყავისფრო გახდება,მოვასხათ ყველს .კერძი 5 წუთი გავაჩეროთ.

ბორანო მზადაა.მივირთვათ გემრიელად.

 

 

ბორანო პურში - თანამედროვე ქართული სამზარეულო 

1 პური

150 გრ.სულგუნი

150 გრ.მოცარელა

2 კბილი ნიორი

60 გრ.კარაქი

1/4 კონა მწვანე ხახვი

ცოტა ქინძი

ცოტა პიტნა

 

ყველი გავხეხოთ,შევაზილოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,შევურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი,მწვანილი.

პური დავსეროთ ჯერ სიგრძეზე,შემდეგ სიგანეზე.ბოლომდე არ უნდა ჩავჭრათ.

პურის ყველა უჯრედი ამოვავსოთ შიგთავსით და გამოვაცხოთ 15-20 წუთი 180 გრადუსზე.

 

 

 

 

წყარო: იუთუბი ,გურმანია 25 ივნისი 2015 წელი

 

 

 

 

ინგრედიენტები:

2 კგ ფქვილი

1 ლ წყალი

1 ჩ.კ. მარილი

 

ნადუღის შიგთავსი:

150 გრ.ნადუღი

80 გრ.კარაქი

100 მლ წყალი

1 ს/კ.შაქარი

 

ნიგვზის შიგთავსი:

100 გრ.ნიგოზი

100 გრ.კარაქი

100 მლ წყალი

2 ს.კოვზი შაქარი

 

 

ფქვილს მოვაყაროთ მარილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი დავყოთ გუნდებად,გადავაფაროთ ტილო და 

სათითაოდ გავაბრტყელოთ ძალიან თხლად .180 გრადუსზე გამოვაცხოთ ჰაერღუმელში 5 წუთი.პური (ბიში)

ცხელივე გადავახვიოთ რულეტივით ,მოვკეცოთ,შევახვიოთ ტილოში,რომ არ გახმეს.

დავჭრათ პურის რულეტი თანაბარ  რგოლებად,მომცრო რულეტებად.

რულეტები ერთმანეთის მიყოლებით,მჭიდროთ ჩავალაგოთ ტაფაში და მოვასხათ ნადუღის  ან ნიგვზის შიგთავსი.

 

ნადუღის შიგთავსის მომზადება.

კარაქი გავადნოთ ტაფაზე,მასში გავხსნათ ნადუღი და გავთხელოთ ადუღებული წყლით.

 

ნიგვზიანი სინორის მომზადებისას პურის რულეტებს ჯერ მოვაყაროთ გატარებული (დანაყული)  ნიგოზი,

შემდეგ მოვასხათ გამდნარი კარაქი. 

კარაქი გავადნოთ ტაფაზე,დავასხათ ადუღებული წყალი ,მოვაყაროღ შაქარი.

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კიტრი

2 სასალათე პომიდორი

3 ცალი ვარდისფერი წვნიანი პომიდორი

3 ს.კ.ზეითუნის ზეთი

1/2 ს კ უცხო სუნელი

1 ჩ.კ.ხმელი ქინძი

7 ღერი ახალი ქინძი

7 ღერი ოხრახურში

1/2 ს.კოვზი ხმელი ბაზილიკი

1 პატარა თავი წითელი ხახვი

2 კბილი ნიორი

2 ღერი წითელი ან  მწვანე რეჰანი ზემოდან მოსართავად

100 გრ გატარებული ნიგოზი 

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

მარილი,ძმარი გემოვნებით

 

კიტრი და პომიდორი დავჭრათ.

ბლენდრში მოვათავსოთ კანგაცლილი ვარდისფერი პომიდორი, ბაზილიკი,ნიორი,მწვანილი,

სუნელები,მარილი,მოვასხათ ლიმონის წვენი,ძმარი,ზეითუნის ზეთი.ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ.

 მიღებული სოუსი მოვასხათ კიტრს და პომიდორს.გავაფორმოთ რეჰანით და ჩვენთვის სასურველი მწვანილებით.