Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Nino User

Nino User

ინგრედიენტები:

3 ცალი ბადრიჯანი

3 ცალი ბულგარული

2 საშუალო ზომის ხახვი

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

100 მლ მაიონეზი

50 მლ გადადუღებული წყალი

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

 

ბადრიჯანი ,ბულგარული დავჭრათ უხეშად და შევწვათ ცალ-ცალკე ზეთში ტაფაზე.

 

ხახვი დავჭრათ რგოლებად და შევწვათ ზეთში .

 

ახალი ქინძი დავჭრათ წვრილად.

 

მაიონეზში გავხასნათ წყალი,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი დ შევკაზმოთ.

 

მაიონეზის  სოუსში ჩავაწყოთ შემწვარი ბოსტნეული.

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ.ბადრიჯანი

5-6 კბილი ნიორი

გადადუღებული წყალი

მარილი გემოვნებით

2 კონა ახალი ქინძი

ზეთი შესაწვავად

 

ბადრიჯანი გავრეცხოთ,დავჭრათ რგოლებად და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში.

 

ნიორი დავნაყოთ.ქინძი წვრილად დავჭრათ.

 

გადადუღებულ წყალს დავუმატოთ ქინძი,ნიორი,მარილი გემოვნებით და მოვათავსოთ

შემწვარი ბადრიჯნის გროლები.

ინგრედიენტები:

320 გრ.ფქვილი

250 მლ.(15 %) არაჟანი

200 გრ.შაქარი

ნახ.ჩაის კოვზი სოდა

1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

2 გრ.მარილი

20 გრ.კაკაო

 

ინგრედიენტები არაჟნის კრემისათვის:

400 გრ.არაჟანი( 25%)

75 გრ. შაქრის პუდრა

ვანილი ან 5 გრ. შაქრიანი ვანილი

 

 სიროფი:

50 მლ წყალი

50 გრ. შაქარი

ვანილი ან 5 გრ. შაქრიანი ვანილი

 

  დეკორისათვის:

50 გრ.შავი შოკოლადი

50 გრ.ნაღების კარაქი

 

ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი.

 

ფქვილი,მარილი,სოდა,გამაფხვიერებელი ერთმანეთს შევურიოთ.

 

ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად,შევათქვიფოთ გაზზე გამდნარი,გაგრილებული

კარაქი და არაჟანი.

 

ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად.ერთერთს დავუმატოთ კაკაო.

 

საცხობ ფორმაში მონაცვლეობით  დავასხათ ერთი სუფრის კოვზი თეთრი და შავი ცომი,

ისე როგორც ეს სქემაზე არის ნაჩვენები.

 

წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ  160 გრადუსზე 45-50 წუთი.

 

მოვამზადოთ კრემი:

სქელი არაჟანი 5-6 საათი გავაციოთ მაცივარში.თუ არაჟანი სქელი არ გვაქვს,

მაშინ დოლბანდში მოვათავსოთ,შევკრათ და დავკიდოთ,სანამ არ დაიწურება.

 

თასი ,რომელშიც აუნდა მოვამზადოთ კრემი ,შევდოთ რამდენიმე საათი მაცივარში.

 

არაჟანი,ვანილი,შაქრის პუდრა( შაქრის ფხვნილი არ შეიძლება}ავთფვიფოთ მიქსერით,

ჯერ დაბალ სიჩქარეზე,შემდეგ კი სიჩქარეს მოვუმატოთ.

 

წყალი,ვანილი,შაქარი შევურიოთ  და მოვადუღოთ სიროფი.

სიროფი გავაგრილოთ.

 

წყლის აბაზანაზე გავადნოთ შავი შოკოლადი კარაქთან ერთად.

 

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და ორივე ნახევარი სიროფით დავნამოთ.

ტორტს ზემოდან,შუაში,გვერდებზე წავუსვათ კრემი და გავაფორმოთ

შოკოლადით.

 

 

ინგრედიენტები:

320 გრ.ფქვილი

250 მლ.(15 %) არაჟანი

200 გრ.შაქარი

ნახ.ჩაის კოვზი სოდა

1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

2 გრ.მარილი

20 გრ.კაკაო

 

ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი.

 

ფქვილი,მარილი,სოდა,გამაფხვიერებელი ერთმანეთს შევურიოთ.

 

ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად,შევათქვიფოთ გაზზე გამდნარი,გაგრილებული

კარაქი და არაჟანი.

 

ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად.ერთერთს დავუმატოთ კაკაო.

 

საცხობ ფორმაში მონაცვლეობით  დავასხათ ერთი სუფრის კოვზი თეთრი და შავი ცომი,

ისე როგორც ეს სქემაზე არის ნაჩვენები.

 

 

 

წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ  160 გრადუსზე 45-50 წუთი.

 

 

 

Tuesday, 25 July 2017 02:18

სოკო კეცზე

ინგრედიენტები:

1 კგ ქამა სოკო

500 გრ.სულგუნი

ზეთი

მარილი გემოვნებით

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

გავრეცხოთ სოკო,მოვაცილოთ ფეხები,დავალაგოთ კეცზე ზურგებით ერთ ფენად,

მოვაყაროთ მარილი,მოვასხათ ზეთი და 250 გრადუსზე ჰაერღუმელში გამოვაცხოთ 5 წუთი.

 

სოკო ოდნავ რომ მოიბრაწება ქუდები შევავსოთ  კუბებად დაჭრილი სოკოთი და კვლავ შევდგათ

ღუმელში დაახლოებით 2 წუთი.

 

სულგუნი რომ მოიბრაწება,კერძი მზად არის და მაშინვე სუფრაზე მივიტანოთ .

 

შესაძლებელია სოკო იგივე წესით შევწვათ სქელძირიან ტაფაზე.

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

ღორის ან გოჭის ბადექონი

1 კგ საქონლის ხორცი

200 გრ.ღორის ხორცი

4 კბილი ნიორი

1 კონა ქინძი

ქონდარი,დარერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

10 გრ. ბროწეულის მარცვლები

 

ბადექონი გავრეცხოთ გამდინარე წყალში.

 

ხორცი ხახვთან და ნიორთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში.

ფარში შევკაზმოთ,დავუმატოთ ბროწეული,გადავზილოთ .

 

დავყოთ ფარში 100 გრამიან ბურთულებად და ხელით დავაბრტყელოთ.

 

ბადექონი მაგიდაზე გავშალოთ და დავანაწევროთ ისეთ ზომაზე,რომ

თითოეულში ტოლმისებურად გადავახვიოთ ფარშის თითო ბურთულა.

 

გახურებულ ტაფას მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი,დავალაგოთ აფხაზურები და

შევწვათ დაბალ ცეცხლზე.მომზადებისას ტაფას თავზე დავახუროთ.

 

შემწვარი აფხაზურები გადავიტანოთ თეფშზე და გავაფორმოთ

მწვანილით,ბროწეულითა და ხახვით.

 

 

 

 

 

იმგრედიენტები:

1,5 კგ ხბოს ხორცი

400 - 500 მლ. ზეთი

მეგრული აჯიკა

2 კგ. კარტოფილი

1 ულუფაზე 1 ცალი კიტრი 

1 კონა ქინძი

ხახვი,წიწაკა გემოვნებით

 

ხბოს ნეკნები  სიგრძეზე ჩავჭრათ (თითო ნეკნზე) და შევწვათ ზეთიან ტაფაზე.

 

ნეკნები გადავიტანოთ ღრმა ტაფაში.მეგრული აჯიკა წყლით გავათხელოთ(ძალიან თხელი არ უნდა მოგვივიდეს) და

მოვასხათ  ნეკნებს , შევდგათ ჰაერღყუმელში ცოტა ხნით.

 

გარეცხილი,გათლილი კარტოფილი გრძლად დავჭრათ და ზეთში შევწვათ ტაფაზე.

 

აჯიკიანი ნეკნები გადავიტანოთ ქოთნებში.

თითო ქოთანში მოვათავსოთ დაახლოებით 6 ცალი.ზემოდან გადავანაწილოთ ჯერ დაჭრილი

კარტოფილი,შემდეგ კი კიტრი.მოვაყაროთ ხახვი,ქინძი,წიწაკა.

 

Saturday, 22 July 2017 03:11

წიწილა ტაბაკად

ინგრედიენტები:

2 ცალი წიწილა

50 მლ ზეთი

2 ს.კოვზი ერბო

1 ლიმონი

4 კბილი ნიორი

ნახ კონა ქინძი

1 ჩ.კოვზი მარილი

1/2 ჩავი დაფქული წიწაკა

1 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

 

წიწილა გავასუფთაოდ,გავრეცხოთ და შუაში ჩავჭრათ.

 

გასუფთავებულ წიწილას გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი და მსუბუქად დავბეგვოდ.

 

წიწილას მოვასხათ ლიმონის წვენი,ზეთი,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა სუნელი და კარგად შევაზილოთ.

 

გადავიტანოთ წიწილა თასში,გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი  და მაცივარში გავაჩეროთ 30 წუთი.

 

საურველია, მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ცოტა ხნით ქათამი მოვათავსოთ ქაღალდის ხელსახოცზე

რომ ზედმეტი სითხე დაიწუროს და შეწვისას ხრაშუნა კანი გაიკეთოს.

 

 წიწილა შევწვათ ერბოში ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთი.

შეწვისას აუცილებლად ტაფას თავზე უნდა დავახუროთ და სიმძიმე დავადოთ.

15 წუთის შემდეგ ამოვაბრუნოთ და მეორე მხარესაც დავბრაწოთ.

 

სანამ წიწილა შეიწვება მოვამზადოთ ნივრის სოუსი.

ნიორი და ქინძი წვრილად დავჭრათ ,დავასხათ ადუღებული წყალი ,მოვაყაროთ მარილი  და მოვურიოთ.

 ნივრის სოუსი მოვასხათ ცხელ წიწილებს.

 

ტაბაკად შემწვარი წიწილა გავაფორმოთ  წვრილად დაჭრილი ქინძით,პამიდვრითა და წითელი წიწალით.

 

რჩევა:

ლიმონის წვენი შეგვიძლია შევცვაოთ ფორთოხლის ცედრით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Thursday, 20 July 2017 03:06

ხაში

ინგრედიენტები:

1,5 კგ.ძროხის ჩლიქები,ფაშვი,ნაწლავი

15-20 კბილი ნიორი

რძე

მარილი გემოვნებით

 

 

ჩლიქები,ფაშვი, ნაწლავი კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში , გამდინარე წყლის ქვეშ გავაჩეროთ ნახევარი საათი 

თავისებური სუნის გაქრობამდე და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.

 

ხორცის ნაჭრები ჩავყაროთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბში,ავადუღოთ და წყალი გადავღვაროთ.

კვლავ დავასხათ ადუღებუყლი წყალი და ვხარშოთ 6 საათი.

 

მიღებული წვენიდან ამოვიღოთ ჩლიქები,ძვლები,ნაწლავისა და ფაშვის ნაწილები .

სითხე   გავატაროთ საცერში ან დოლბანდში.ჩლიქებს ძვალი მოვაშოროთ და დავჭრათ .

 

ხაში შევაზავოთ მარილითა და დანაყილი ნივრით.

 

სუფრაზე ცალკე მივიტანოთ დანაყილი ნიორი,რძე.

 

 

 

Thursday, 20 July 2017 02:24

თევზის ბუღლამა

ინგრედიენტები:

1 კგ ზუთხის ფილე

500 გრ.პამიდორი

100 გრ.ხახვი

100 გრ.კარაქი

1 ს.კ ტომატი

1ც. ლიმონი

10 გრ.ნიორი

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

გარეცხილი ზუთხის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

 

წვრილად დაჭრილი ხახვი  ზუთხის ნაჭრებთან ერთად მოვშუშოთ კარაქში.

რომ მოიბრაწება,დავუმატოთ გახეხილი ან ხორცსაკელში გატარებული პამიდორი 

 და ტომატი.

 

ლიმონი გავრეცხოთ,კურკები გამოვაცალოთ,კანიანად დავწრათ წვრილად და 

შევურიოთ დანაყილ ნიორს.სასურველია, ლიმონს არ ქონდეს სქელი კანი,რომ

კერძის მომზადებისას მოასწროს მოხარშვა.

 

ნივრიანი მასა შევურიოთ თევზის ნაჭრებს.კერძს მოვაყაროთ მარილი.პილპილი და 

როგორც კი წამოდუღდება ,ცეცხლიდან გადმოვდგათ.