Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Nino User

Nino User

ინგრედიენტები:

100 გრ..შედედებული რძე

100 გრ.შავი შოკოლადი

20 გრ.კარაქი

75 მლ.ნაღები

 

ორთქლის აბაზანაზე შემოვდგათ თასი,ჩავასხათ შედედებული რძე,ნაღები,ჩავყაროთ

დატეხილი შოკოლადი 2 ეტაპად.ჯერ ჩავყაროთ 50 გრ.შოკოლადი,მოვურიოთ,

შემდეგ ჩავამატოთ დარჩენილი 50 გრ.

 

შოკოლადის მინანქარს ბოლოს შევურიოთ კარაქი.

 

მეორე ვერსია:

100 გრ.შავი შოკოლადი

100 გრ.ნაღები

 

100 მლ.ნაღები გავაცხელოთ ,არ მოვადუღოთ და დავახათ დატეხილ შოკოლადს,მოვურიოთ.

ცხელ ნაღებში შოკოლადი კარგად გაიხსნება.

Monday, 25 June 2018 03:39

ყავის რულეტი

ინგრედიენტები:

400 გრ.შედედებული რძე

50 გრ.ნაღების კარაქი

2 კვერცხი

160 გრ.ფქვილი

2 გრ.მარილი

1 ჩ.კოვზი ყავა

1 ს.კოვზი გადადუღებული წყალი

1/3 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

1/3 ჩ.კოვზი სოდა

 ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

 

1 ჩ.კოვზ ყავას დავასხათ 1 ს.კოვზი გადადუღებული წყალი და გავხსნათ.

 

შედებული რძე და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად.მასაში ჩავსხათ გაზზე გამდნარი კარაქი ,

დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით ,მარილი, ყავა, ფქვილი და მიქსერით ავთქვიფოთ.

 

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი,დავასხათ  ცომი,

გადავანაწილოთ თანაბრად და გამოვაცხოთ 10-12 წუთი.

 

ბისკვიტის სისქე უნდა გამოგვივიდეს 1 მმ.ხოლო გულსართი სისქე უნდა იყოს 2 მმ.

 ცხელ ბისკვიტს მოვაცილოთ ქაღალდი,დავდოთ ტილოზე , გადავახვიოთ და ასე გავაგრილოთ.

 

ყავის კრემი:

300 მლ.რძე

1 ჩ.კოვზი ყავა 

3 კვერცხის გული

15 გრ.ფქვილი

15 გრ.სახამებელი

20 გრ.ფქვილი

30 გრ.რძიანი შოკოლადი

5 გრ.ჟელატინი

100 გრ.კარაქი

 

 

 რძეში გავხსნათ 1 ჩ.კოვზი ხსნადი ყავა და შევათბოთ.

 

ჟელატინი დავალბოთ გადადუღებულ  და გაგრილებულ წყალში,გავაჩეროთ 15 წუთი.

 

კვერცხის გული აავთქვიფოთ შაქართან ერთად,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.

 

მასა ჩავასხათ რძეში,შეუჩერებლად ვურიოთ,რომ კოშტები არ გაჩნდეს,

 

ცხელშივე ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი,მოვურიოთ და ბოლოს ჩავუმატოთ  აფუებული ჟელატინი.

ჟელატინი ცხელ კრემში გადნება.

 

კრემი გავაგრილოთ.

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

400 გრ.შედედებული რძე

50 გრ.ნაღების კარაქი

2 კვერცხი

160 გრ.ფქვილი

2 გრ.მარილი

1/3 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

1/3 ჩ.კოვზი სოდა

 

გულსართი:

კრემი

1 ბანანი

50 გრ.ნიგოზი

 

 ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

 

შედედებული რძე და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად.მასაში ჩავსხათ გაზზე გამდნარი კარაქი ,

დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით  და მიქსერით ავთქვიფოთ.

 

ცომი გავყოთ 1/4 და 3/4 ნაწილად.

 

ცომის 1/4 ნაწილს (დაახლოებით 150 მლ.)შევურიოთ 2 ს.კოვზი ფქვილი.

 

დარჩენი ცომს შევურიო გაცრილი 2 ს.კოვზი( 50 გრ.) კაკაო და 70 გრ.ფქვილი.

 

 საცხობ ქაღალდზე დავხაზოთ ჟირაფის ზოლები,გადმოვატრიალოთ და დავაფინოთ ღუმელის 

ფირფიტაზე.

 

საკონდიტრო ტომარაში ჩავასხათ თეთრი ცომი,წვერი მოვაჭრათ  და შემოვხაზოთ კონტურები.

ვაცხობთ 1-2 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვიღოთ.

 

გამომცხვარ ჟირაფის ზოლებს დავასხათ ყავისფერი ცომი და გამოვაცხოთ 10-12 წუთი.დიდხანს არ ვაცხოთ,რომ 

ზოლები არ გაგვიმუქდეს.

 

კრემი :

150 მლ.მოხარშული შედედებული რძე

150 მლ.არაჟანი

 

მიქსერით ერთმანეთში შევურიოთ არაჟანი და მოხარშული შედედებული რძე.

 

ბანანი გავჭრათ სიგრძეზე 4 -ად,ამოვსვაროთ დაფქულ ნიქოზში.

 

ბისკვიტს წავუსვათ კრემი,დავალაგოთ  სიგრძეზე ბანანი და გადავახვიოთ.რულეტი დავჭრათ  ნაჭრებად.

 

ინგრედიენტები:

400 გრ.შედედებული რძე

50 გრ.ნაღების კარაქი

2 კვერცხი

160 გრ.ფქვილი

2 გრ.მარილი

1/3 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

1/3 ჩ.კოვზი სოდა

 

 

 

 

 ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

 

შედედებული რძე და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად.მასაში ჩავსხათ გაზზე გამდნარი კარაქი ,

დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით ,მარილი ,ფქვილი და მიქსერით ავთქვიფოთ.

 

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი,დავასხათ  ცომი,

გადავანაწილოთ თანაბრად და გამოვაცხოთ 10-12 წუთი.

ბისკვიტის სისქე უნდა გამოგვივიდეს 1 მმ.ხოლო გულსართი სისქე უნდა იყოს 2 მმ.

 

 ცხელ ბისკვიტს მოვაცილოთ ქაღალდი,დავდოთ ტილოზე , გადავახვიოთ და ასე გავაგრილოთ.

 

 

 ვაშლისა და ლიმონის გულსართი:

1 ვაშლი

2 ლიმონის წვენი

1 ლიმონის ცედრა

100 გრ.შაქარი

15 გრ.სიმინდის სახამებელი( 1სავსე ს.კოვზი)

 

ლიმონის ცედრის მოსამზადებლად, დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 10 წამი ცხელ წყალში.ამ მეთოდით

ლიმონიდან სიმწარეს გამოვიტანთ.ლიმონს ყვითელი კანი წვრილ სახეხზე გავხეხოთ და მივიღებთ ცედრას.

 

 

 ვაშლი გავთალოთ,გული გამოვუღოთ და დავჭრათ კუბებად.

 

ვაშლი ლიმონის წვენთან ერთად დავაბლენდეროთ.

 

ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ვაშლი პიურე,დავუმატოთ ცედრა,შაქარი,მოვურიოთ ,ჩავყაროთ სახამებელი და

მოვადუღოთ.

 

 გულსართი გავაგრილოთ.

 

გარილებული გულსართი წავუსვათ ბისკვიტს,გადავახვიოთ რულეტი და შევახვიოთ კანფეტივით პლასტიკში.

ასე გავაჩეროთ 30 წუთი.

 

შემდეგ გადავასხათ შოკოლადის მინანქარი

 

შოკოლადის მინანაქარი შედედებული რძით:

100 გრ..შედედებული რძე

100 გრ.შავი შოკოლადი

20 გრ.კარაქი

75 მლ.ნაღები

 

ორთქლის აბაზანაზე შემოვდგათ თასი,ჩავასხათ შედედებული რძე,ნაღები,ჩავყაროთ

დატეხილი შოკოლადი 2 ეტაპად.ჯერ ჩავყაროთ 50 გრ.შოკოლადი,მოვურიოთ,

შემდეგ ჩავამატოთ დარჩენილი 50 გრ.

 

შოკოლადის მინანქარს ბოლოს შევურიოთ კარაქი.

ინგრედიენტები:

5 კვერცხი

200 გრ.შაქარი

200 გრ.ფქვილი

5 ს.კოვზი (75მლ. )მდუღარე წყალი

შაქრიანი ვანილი

 

ფქვილი და ვანილი ერთმანეთში შევურიოთ.

 

ავთქვიფოთ 5 კვერცხი ,შემდეგ ულუფობით დავუამტოთ შაქარი.

 

გოგლიმოგლში ჩავასხათ ქაფქაფა წყალი და ვთქვიფოთ კვერცხის მოცულობაში გადიდებამდე და

გათეთრებამდე.

 

ამის შემდეგ ათქვეფილ კვერცხს  ხელით შევურიოთ ფქვილი.

 

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქარალდი,წავუსვათ ცხიმი და დავასხათ ცომი.

 

ცომი გადავანაწილოთ  თანაბრად ტაფაზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 12 წუთი.

 

ცხელ ბისკვიტს მოვაცილოთ ქაღალდი,დავდოთ ტილოზე , გადავახვიოთ და ასე გავაგრილოთ.

 

 რულეტს წავუსვათ ალუბლის,ჟოლოს ,მარწყვის  ჯემი და გადავახვიოთ.ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

 

Friday, 22 June 2018 03:07

კექსი ალუბლით

ინგრედიენტები:

150 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

3 კვერცხი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1,5-2 ჭიქა ფქვილი

6 ს.კოვზი მაწონი ან რძე

შაქრიანი ვანილი

 200 გრ დაკურკული ალუბალი

 

 

ფქვილი,შაქრიანი ვანილი და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ.

 

ერთად ავთქვიფოთ კარაქი,კვერცხი,მაწონი,დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები.

ცომი არც ძალიან თხელი უნდა გამოვიდეს და არც სქელი.

 

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ ცომის ნახევარი,მოვაყაროთ 

ალუბლები და დავასხათ ცომის მეორე ნახევარი.

 

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 50 წუთი.

 

კექს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:


1 კვერცხი

100 გრ.შაქარი

1 ჭიქა ფქვილი

50 გრ.ნაღების კარაქი

100 გრ.არაჟანი

1 ჩ.კოვზი გამაფქხიერებლი

შაქრიანი ვანილი

დანის წვერით დარიჩინი

 

კვერცხი,შაქარი,არაჟანი,კარაქი ერთად ავთქვიფოთ მიქსერით,შევათქვიფოთ 

ფქვილი და ვანილი.

 

მეტალის ფორმაში ჩავდოთ ქაღალდის ფორმები და ცომით შევავსოთ ერთ მესამედზე.

 

თითოეულ მაფინში  ჩავდოთ 3 მარცვალი დაკუკული ალუბალი და გამოვაცხოთ 15-25 წუთი

180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში .მაფინები გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

ბისკვიტი:

 კვერცხი

170 გრ.შაქარი

170 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

 

 

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.

 

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

 

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  2 ს.კოვზ  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3 ს.კოვზ შაქართან ერთად.

 

 გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

 

ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას

პორციობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის 

ბუშტუკები.

 

ჩავასხათ ბისკვიტის მასა ქაღალდჩაფენილ (წავუსვათ ზეთი)  ფორმაში(24 სმ დიამეტრი) და გამოვაცხოთ  30-35 წუთი.

გამოცხობის შემდეგ ღუმელი გამოვრთოთ, კარი  არ გამოვაღოთ და  ბისკვიტი იქვე გავაგრილოთ .

 

სუფლე:

500 მლ.მარალპროცენტიანი ნაღები

150 გრ.შედედებული რძე

100 გრ.შაქრის პუდრა

25 გრ.ჟელატინი

 

ბისკვიტების დასანამად:

120 მლ .წყალი

120 გრ.შედედებული რძე

 

გასაფორმებლად:

200 გრ.დაკურკული ალუბალი

ქოქოსის ფანტელები

კანფეტი რაფაელო

 

 ჟელატინს დავასხათ წყალი და 15 წუთი გავაჩეროთ ასაფუებლად.

 

ცივი ნაღები ავთქვიფოთ დავუმატოთ შედედებული რძე და შაქრის პუდრა.სუფლეში

ჩავასხათ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი.

 

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე.ფორმაში ჩავდოთ ერთი ნაწილი,დავნამოთ სიროფით,დავასხათ ნახევარი სუფლე,

მოვაყაროთ ალუბლები,დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნახევარი,დავნამოთ,დავასხათ დარჩენილი სუფლე,მოვრთოთ

ქოქოსის ფანტელებით და მინიმუმ 2 საათი შევინახოთ მაცივარში.

 

ტორტი ზემოდან მოვრთოთ კანფეტი რაფაელოთი.

 

 

ინგრედიენტები:

200 გრ.არაჟანი

200 გრ.ნაღების კარაქი

3 ჭიქა ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა ძმრით

 

 

არაჟანი და კარაქი ერთმანეთში ავთქვიფოთ,დავუმატოთ სოდა ძმრით,

შევაზილოთ დაახლოებით 3 ჭიქა ფქვილი.ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და ელასტიური.

ცომს შევახვიოთ პლასტიკში და შევინახოთ მაცივარში.

 

 

გულსართი:

600 გრ.დაკურკული ალუბალი

შაქარი გემოვნებით

 

არაჟნის კრემი:

500 გრ.სქელი არაჟანი

200 გრ.შაქრის პუდრა

ვანილი

საცერში ჩავაფინოთ 4 ფენად მარლა,მოვათავსოთ არაჟანია,საცერი ჩავდოთ თასში და შევდოთ მაცივარში მთელი ღამე.

გაგრძელება იხ. აქ http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/446-2018-06-03-05-38-18

 

ცომი დავყოთ 16 ნაწილად. თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ ზონრებად ,სიგრძე დავალაგოთ ალუბლები,მოვაყაროთ შაქარი

გემოვნებით და კიდეები შევაწებოთ.

 

ფორმაში( დიამეტრი20-22სმ) ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ძირზე და გვერებზე ცხიმი და ჩავალაგოთ ცომი

ალუბლებით.წინასწარ  200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი  4 ასეთი ფირფიტა გამოვაცხოთ.

 

 ფირფიტები ერთმანეთში დავალაგოთ.ფენებს შორის წავუსვათ კრემი და ზემოდან,გვერდებზე

მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები.ტორტი მოვრთოთ ჩვენი გემოვნებით.

 

 

 

ბლინის ცომი მაწვნით 

2,5 ჭიქა ფქვილი

3 კვერცხი

1 ჭიქა მაწონი ან კეფირი

3 ს.კოვზი ზეთი

0,5 ჩ.კოვზი სოდა

0.5 ჩაის კოვზი მარილი

 გამოვაცხოთ 16 სმ დიამეტრის ბლინები.

 

 კვერცხი ავთქვიფოთ,დავასხათ მაწონი(მასში გახსნილი გვაქვს სოდა),ჩავყაროთ მარილი,

ჩავასხათ ზეთი და მიქსერით შევათქვიფოთ ფქვილი.ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი.

 

ტაფა კარგად გავაცხელოთ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე   ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,

შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი დავასხათ. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და  ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

 

ქათმის ხორცისა და სოკოს გულსართი:

 

500 გრ.ქათმის ფილე

500 გრ.სოკო

200 გრ.მაიონეზი ან არაჟანი

1 ხახვი

200 გრ.ყველი

მწვანილი.ძალიან უხდება ტარხუნა

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

ქათმის ფილე მოვხარშოთ  და დავძენძოთ.

 

 სოკო ცალკე მოვშუშოთ ხახვთან ერთად ზეთში.

 

ყველი გავხეხოთ.

 

ხოკო,ქათმის ფილე , ყველი,მაიონეზი,წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი,წიწაკა ერთმანეთში შევურიოთ.

 

ავიღოთ 16 სმ დიამეტრის ფორმა,მოვუსვათ ზეთი გვერდებზე და ძირზე .ღვეზელი ავაწყოთ ისე,

როგორც ეს სურათზე არის ნაჩვენები.

ღვეზელი გამოვაცხოთ  წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთი.