Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Nino User

Nino User

ინგრედიენტები:

1 კგ ღოროს გული- ღვიძლი,თირკმელი

300 გრ.ღოროს ნაწლავი

4-5 კბილი ნიორი

2 ს.კოვზი ხმელი თესლიანი ქინძი

1 ს.კოვზი ქონდარი

მარილი და პილპილი გემოვნებით

 

ღორის ნაწლავი კარგად ამოვსვაროთ მარილში, მჭადის ფქვილში შიგნითა და გარეთა მხრიდან .ნაწლავები კარგად გავრეცხოთ და

დავჭრათ პატარა ზომებად.

 

ასეთნაირად გასუფთავებული ნაწლავი მოვხარშოთ გულ-ღვიძლთან და თირკმელთან ერთად .მდუღარე წყალი კი ორჯერ გამოვუცვალოთ.

შიგნეულობა   დავჭრათ წვრილად,შევაზავოთ სუნელებლებით.  

 

ნაწლავების ერთი ბოლო გავკვანძოთ,მეორე ბოლო წამოვაგოთ განივრძირიან ძაბრზე(ან სპეციალურ დანადგარზე) და

ამოვავსოთ მომზადებული ღორის შიგანით .შემდეგ ეს ბოლოც გავკვანძოთ.

 

მომზადებული კუპატები მდუღარე წყალში ჩავუშვათ და იქვე ამოვიღოთ.

ასე ვიქცევით იმიტომ,რომ ნაწლავის შიგნით ცარიელი სივრცე შეივსოს.

 

გარედან წავუსვათ ერთად ჩანაყილი წიწაკა ,ნიორი , თესლიანი ქინძი და

დავკიდოთ შესაბოლად.გამოყენების წინ კუპატი შევწვათ და გემრიელად მივირთვათ.

ინგრედიენტები:

1 ვარია

3 ს.კოვზი არაჟანი

200 გრ.ნიგოზი

30-30 გრ.ქინძი,კამა,ოხრახურში

2-3 კბილი ნიორი

2 -3 ს კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი

ბროწეულის მარცვლები

პილპილი,მარილი გემოვნებით

 

ვარია გავრეცხოთ გავასუფთაოდ,შუაზე გავჭრათ,წავუსვათ ორივე მხრიდან არაჟანი,შევწვათ ტაბაკად  ან შამფურზე.

 

  ურწყულის მომზადების წესი:ნიგოზი გავატაროთ ნიორთან ერთად და გამოვხადოთ ზეთი.

გამოწურულ ნიგოზს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,მარილი,წიწაკა,ძმარი,გავხსნათ თბილ წყალში,

ისე რომ მივიღოთ მაწვნის  კონსისტენცია.

 

შემწვარ ვარიას მოვასხათ ურწყული,მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი  მწვანილი.

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ.ძროხოს ხორცი

3-4 თავი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

3 ს.კოვზი ტომატ- პასტა

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

30 გრ ნედლი ქინძი

20 გრ.შაშკვლავი ან მწვანე რეჰანი.

წიწაკა და მარილი გემოვნებით

 

საქონლის  მსუქანი ნაჭრები დავჭრათ ,წყალი დავასხათ იმდენი,რომ დაიფაროს და მოვხარშოთ.

 

ხორცს ცოტა რომ დააკლდება მოხარშვა,ცხიმი მოვხადოთ და ნახარში  გადავწუროთ.

 

მოხდილ ცხიმში ჩავხრაკოთ ხორცი ხახვთან ერთად,დავუმატოთ წყალში გახსნილი ტომატ-პასტა,

ვადუღოთ 5-10 წუთი,დავასხათ  ნახარში და კიდევ ვადუღოთ 15 წუთი.

 

გურული "ცხარე" -ს მომზადებამდე 2-3 წუთით ადრე ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი,სუნელები,

მარილი და წიწაკა.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 მსუქანი  ქათამი

3 სუფრის კოვზი  ნიგოზი

6 მარცვალი დაფქული მიხაკი

3-4  თავი ხახვი

11 ჩ.კოვზი გახეხილი კოჭა

1/2 ჩ.კოვზი შავი დაფქული წიწაკა

1/2  ჩ.კოვზი დარიჩინი

1/2 ჭიქა ძმარი

ოხრახურში და ქინძი 20-20 გრ

მარილი გემოვნებით

 

მსუქანი გათამი გავასუფთაოთ,გავეცხოთ,ასო-ასო დავჭრათ და ჩავაწყოთ ქვაბში.

 

დავაყაროთ დანაყილი ნიგოზი,გახეხილი კოჭა,წვრილად დაჭრილი ხახვი,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,

მიხაკი,დარიჩინი,დაჭრილი  მწვანილები,მოვასხათ საშუალო სიძლიერის  ძმარი,დავახუროთ ქვაბს თავსახური,რომ

არ აორთქლდეს და საშუალო  ცეცხლზე ვშუშოთ.

 

ქათამი და  ხახვი თვითონ გამოუშვებს წვენს და მასში ჩაიხრაკება.დროდადრო მოვურიოთ,რომ ქვაბის ძირში არ ჩაიწვას..

 

 

 <iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D1482753401810426%26id%3D747144492037991&width=500" width="500" height="348" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true"></iframe>

 

 

 

Saturday, 18 November 2017 04:07

ჩაქინძული

ინგრედიენტები:

1 კგ ქათმის ფილე

400 გრ.ხახვი

200 გრ წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

15 გრ.ნიორი

30 გრ.ნედლი ქინძი

200 მლ  თეთრი ღვინო

120 მლ ზეთი შესაწვავად

აჯიკა და მარილი გემოვნებით

 

ქათმის ფილე 1 სმ-ის სისქის გრძელ ნაჭრებად დავჭრათ .

 

წვრილად , გრძლად დავჭრათ  ბულგარული და ხახვი.

 

ღრმა ქვაბში შევწვათ ფილეს ნაჭრები.იგივე ცხიმში შევწვათ ჯერ ხახვი,შემდეგ ბულგარული და ნიორი

 

ავიღოთ ტაფა და ფენა-ფენა ,შემდეგი თანმიმდევრობით , ხორცი,ხახვი,ბულგარული,ნიორი დავალაგოთ.

ფენებს შორის მოვაყაროთ მარილი მოვასხათ ღვინოში გახსნილი აჯიკა,დავუმტოთ ხმელი ქინძი,

დავახუროთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ ალკოჰოლის აორთქლებამდე.

 

კერძი გადმოვიტანოთ კეცზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D1482686561817110%26id%3D747144492037991&width=500" width="500" height="310" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true"></iframe>

 

 

ინგრედიენტები:

200 გრ.კარაქი

3 კვერცხის გული

1 ჭიქა 20% არაჟანი ან მაწონი

2,5  ჭიქა ფქვილი

ცოტა მარილი

1 ჩ.კოვზი სოდა ძმრით

 

გულსართი:

1 ჭიქა ნიგოზი

1 ჭიქა  ქიშმიში

1 ს.კოვზი სახამებელი

300 გრ.შაქარის პუდრა

50 მლ.კონიაკი

3 კვერცხის ცილა

 

ზემოდან წასასმელად:

 

1 კვერცხის გული

1 ს.კოვზი რძე

 

 

ქიშმიში გავრეცხოთ,გავამშრადოთ ქაღალდის ხელასხოცით,ჩავალბოთ კონიაკში.

ნიგოზი გავატაროთ.

 

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი მიქსერით მსუბუქათ ავთქვიფოთ და შემდეგ შევათქვიფოთ

კვერცხის გულები,არაჟანი,სოდა ძმრით.ბოლოს დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.

 

კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისაგან მოვამზადოთ ბეზე და ბოლოს დავამატოთ სახამებელი.

ბეზეს შევურიოთ გატარებული ნიგოზი და ქიშმიში.

 

26 სმ დიამეტრის ფორმას ფსკერზე და გვერდებზე წავუსვათ ცხიმი.

 

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.პირველ და მეორე ფენას წავუსვათ გულსართი,მესამე ფენას ათქვეფილი კვერცხის გულში

შერეული რძე.ბასრი დანა დავასველოთ წყალში და ჩავჭრათ  ფახლავა სასურველი ზომის ნაჭრებად.ბოლომდე არ ჩავჭრათ.

 

გამოვაცხოთ ფახლავა 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი.

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კვერცხი

1 კგ .ფქვილი

2 ს.კოვზი შაქარი

 2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

500 გრ გამდნარი კარაქი

300 მლ წყალი 

 

გულსართი:

500 გრ. გატარებული ნიგოზი

200 გრ. შაქარი

 

 

ვაჟინისათვის:

150 მლ წყალი

300 გრ.შაქარი

1 ცალი ლიმონის წვენი

 

 

 

 

 ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტებისაგან მოვზილოთ ელასტიური ,საშუალო სიმაგრის, ფაფუკი ცომი. იგი დავასვენოთ 15-20 წუთი

და შემდეგ ისევ გადავზილოთ.

 

სანამ ცომი ისვენებს მოვამზადოთ ვაჟინი(სიროფი) და გულსართი.

ნიგოზი გავატაროთ და შევურიოთ  შაქარი.

 

წყლისაგან და შაქრისაგან მოვამზადოთ სიროფი  და ჩავასხათ მასში 1 ცალი ლიმონის წვენი.

 

ცომი(მთლიანი ულუფა) დავყოთ თანაბარ 40-41 ნაწილად,თითოეულს ბურთის ფორმა მივცეთ.

სანამ ერთ ბურთულას  დავამუშავებთ,დანარჩენებს გადავაფაროთ  სველი ტილო.

სახამებელი მოვაყაროთ სამუშაო მაგიდას, თითოეული ბურთულა გავიყვანოთ  და ქაღალდივით   ძალიან თხლად გავაბრტყელოთ .

 ცომის ფირფიტები ერთმანეთზე დავალაგოთ.ფენებს შორის   მოვაყაროთ სახამებელი,გადავაფაროთ სველი ტილო,რომ არ გამოშრეს.

 

თუნუქის ფირფიტას წავუსვათ  გამდნარი კარაქი დავაფინოთ ერთი ფირფიტა,ფუნჯით წავუსვათ თანაბრად  გამდნარი კარაქი,

დავაფინოთ მეორე ფირფიტა,წავუსვათ კარაქი ,ასე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ,ათი ფენის შემდეგ მოვაყროთ შიგთავსი.

 

გავაგრძელოთ ფენების იგივე თანმიმდევრობით დაწყობა.ყოველ მეათე ცხიმწასმულ ცომის ფირფიტაზე მოვაყროთ შიგთავსი.

სულ გამოგვივა 3-ჯერ შიგთავსის მოყრა.ხოლო ბოლო მეათე ცხიმწასმულ ფირფიტას შეგთავსს  არ მოვაყრით.

 

ფახლავა დავჭრათ რომბისებურად სასაურველი ზომის ნაჭრებად.გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში

200 გრადუსზე.ცხობიდან 10 წუთის შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და 160 გრადუსზე გამოვაცხოთ 1 საათი -  საათნახევარი.

 

გამოვიღოთ ფახლავა ღუმელიდან და ცხელ ფახლავას მოვასხათ ცივი სიროფი.

 

 

 რჩევა:

გაბრტყელებული  ცომი ძალიან მალე გამოშრება.თუ მას გამოყენებამდე ვინახავთ,

მაშინ გაბრტყელებულ ფირფიტას ჯერ ცელოფანი დაგაფაროთ,შემდეგ კი სველი პირსახოცი.

 

ბურმე

ბურმეს მომზადების შემთხვევაში,თითოეული ცომის გუნდა გავაბრტყელოთ ძალიან თხლად.

 

 ცომის ფირფიტას მოვასხათ კარაქი მთელ ზედაპირზე და ფუნჯით თანაბრად გავანაწილოთ.

მოვაყაროთ გულსართი,ფრთხილად დავახვიოთ რულეტივით 0,5 დიამეტრის მქონე ჯოხზე.

ცომი ორივე მხრიდან შუისაკენ შევჭმუჭნოთ,ჯოხი გამოვაძროთ .

 

ბურმეს ნაჭრები გამოვაცხოთ და მოვასხათ ცივი სოროფი

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D1477402999012133%26id%3D747144492037991&width=500" width="500" height="281" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true"></iframe>

 

 

 

Friday, 10 November 2017 03:44

რაჭული

ინგრედიენტები:

200-300 გრ ცხიმიანი ბეკონი

ნახ.კილო კარტოფილი

4 პამიდორი

3 თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

1 კონა ოხრახურში

200-250 მლ.წყალი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

ცხიმიანი ლორის ნაჭრები თხლად დავჭრათ და ღრმა ტაფაში ორივე მხრიდან შევწვათ.

დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ ლორთან ერთად .

 

კარტოფილი გავთალოთ,დავჭრათ.პამიდორი გავხეხოთ.

 

კარტოფილი დავაყაროთ ლორს და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი.ბოლოს დავუმატოთ 

გახეხილი პამიდორი,წყალი და დაბალ ცეცხლზე ჩავშუშოთ კარტოფილის მომზადებამდე.

 

კერძის მომზადებამდე 2 წუთით ადრე ჩავამატოთ დაჭრილი მწვანილი,ნიორი,მარილი და წიწაკა.

 

Sunday, 05 November 2017 13:25

კივის მურაბა

ინგრედიენტები:

კივი 1 კგ

შაქარი 1,5 კგ

 

კივი გავთალოთ,4 ნაწილად გავჭრათ,მომინანქრებულ ქვაბში ჩავყაროთ,დავაყაროთ შაქარი და

გავაჩეროთ 15-20 წუთი.

 

ქვაბი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, ,ვადუღოთ სანამ შაქარი კარგად არ გადნება.

ცეცხლზე გავაჩეროთ ადუღებიდან 3-4 წუთი.კივს ხის კოვზით ხშირად  ვურიოთ.

 

შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ და გავაჩეროთ 30 წუთი.იგივე პროცედურა გავიმეოროთ კიდევ ერთხელ.

  30 წუთის შემდეგ მურაბა 5 წუთი ვადუღოთ,ჩავასხათ სტერილურ ქილებში,თავი ჰერმენტულად დავახუროთ,

შევინახოთ გრილ ადგილას.

Saturday, 04 November 2017 17:10

ბისკვიტი თაფლით

ინგრედიენტები:

6 კვერცხი

2 ს.კოვზი თაფლი

6 ს.კოვზი შაქარი

9 ს.კოვზი ფქვილი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი ან ნახ.ჩ.კოვზი სოდა ძმრით

 

 პირველ რიგში გავაცალკავოთ კვერცხის გული და ცილა.

 

მოვამზადოთ ბეზე,  ცალ-ცალკე შევათქვიფოთ კვერცხის გული ,დავუმატოთ თაფლი და გამაფხვიერებელი.

ბოლოს ხის კოვზის დახმარებით  შევათქვიფოთ გაცრილი ფქვილი და ამოვურიოთ ვერტიკალური მიმართულებით.

 

ნამცხვრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი მოვუსვათ ცხიმი ფსკერზე და გვერდებზეც.

 

ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.ბისკვიტი გავაციოთ ფორმაში.

 

გაგრილებული ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად,ფენებს შორის წავუსვათ კრემი.ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.

 

კრემის მომზადება:

1 ქილა მოხარშული შედედებული რძე

200 გრ.ნაღების კარაქი

100 გრ.გატარებული ნიგოზი სურვილისამებრ

 

 

მოხარშული შედედებული რძე ავთქვიფოთ და შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

 

1 ცალი შოკოლადის ფილა გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და  ზემოდან მოვასხათ ბისკვიტს