Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Nino User

Nino User

ინგრედიენტები:

1 ქათამი

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

1 ს.კოვზი ბროწეულის წვენი ან ლიმონის წვენი

წყალი  ან ბულიონი - იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

 

გასუფთავებულ ქათამს მოვაყაროთ მარილი და ღუმელში შევწვათ.

 

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

 

გატარებული ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ მინანქრის  ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი ,

ლიმონის  ან  ბროწეულის წვენი და ღონივრად ვზილოთ ხელისგულით თასის ფსკერზე დაახლოებით 20 წუთი.

 

საკმაზს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

 

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს ამზადებს ცხელი წყლით ან ბულიონით.

 

შემწვარი ქათამი დავჭრათ,მოვასხათ ბაჟე  და ნიგვზის ზეთი.

 

ბევრი დიასახლისისათვის რთულია ნიგვზისათვის ზეთის გამოხდა,მაშინ ნიგოზი ნიორთან,სუნელებთან ერთად დავაბლენდეროთ.

ზეთი კი შემდეგნაირად  მოვამზადოთ.ტაფაზე დავასხათ ზეთი და ტომატ- პასტა მოვხრაკოთ.განუწყვეტლივ ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას

.ტომატ- პასტა გავწუროთ  და ზეთი მოვასხათ ბაჟეს.

 

 

 

ინგრედიენტები:

500 გრ.ლოქო ან თეთრი ორაგული

დაფნის ფოთოლი

20 გრ.კამა

2-3 ცალი ბაჰარი

1 კბილი ნიორი

100 მლ ძმარი

წყალი

მარილი

 

ღრმა ტაფაში გავაცხელოთ წყალი . შიგნით მოვათავსოთ დაფნის ფოთოლი,მარილი კამა.

თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.ლოქო  ტაფაში ჩავაწყოთ მოსახარშად.

სოუსისათვის წვრილად დავჭრათ ქინძი,ნიორი . მარილი,წიწაკა მოვაყაროთ. სოუსს დავასხათ ძმარი და მოურიოთ.

თევზი გადმოვიტანოთ ფორმაში. თევზის ნახარში გავატაროთ საცერში და სოუსს შევურიოთ.

ლოქოს დავასხათ მომზადებული ქინძმარი,3-4 საათი გავაჩეროთ და შემდეგ მივირთვათ.

 

 

 

 

ინგრედიენტები:

4 მოხარშული კვერცხი(დიდი ზომის)

4 კბილი ნიორი

200 გრ.მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი

400 გრ.მოხარშული წითელი თევზი

1 სუფრის კოვზი გატარებული ნიგოზი ან ნუში

4 სუფრის კოვზი მაიონეზი

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და ბურთულები გავაკეთოთ.

თეფშზე დავაფინოთ სალათის ფურცლები და ბურთულები  დავალაგოთ

 

 

 

ინგრედიენტები:

კალმახი

2-3 კბილი ნიორი

1/2 მწვანე მწარე წიწაკა

ზეითუნის ზეთი

მწვანილი

მარილი

ლიმონი

ბროწეულის მარცვლები

 

პასტისათვის:

ნიგოზი

2 კბილი ნიორი

ხმელი სუნელი

წყალი

 

 

მოვამზადოთ ნიგვზის პასტა:ნიგოზი , ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში.ნარევს  შევურიოთ ხმელი სუნელი,წყალი დავუმატოთ და მივცეთ პასტის კონსისტენცია.

კალმახი გავასუფთავოთ,გამოვშიგნოთ,გავრეცხოთ,გავამშრალოთ.კალმახს შიგნითა ზედაპირზე  მოვაყარო მარილი და წავუსვათ ნიგვზის პასტა.

თევზის მუცელი   ამოვავსოთ ქინძის ტოტებით,ნივრითა და წიწაკით, ბროწეულის მარცვლები მოვაყაროთ, მოვასხათ ლიმონის წვენი.

ზემოდან თევზი  დავსეროთ ,მოვაპკუროთ ლიმონის წვენი,მოვასხათ ზეითუნის ზეთი .

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ზეთი.

გადავიტანოთ კალმახი ღუმელის ტაფაზე,შევწვათ 15 წუთი 200 გრადუსზე.

შემწვარ თევზა მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.

 

   

 

 

 

წყარო :იუთუბი,ავტორი შეფ-მზარეული რევაზ თეიმურაზოვი.http://www.aif.ru/food/master/chesnok.

 

ინრედიენტები:

700 გრ.ხორცის ფარში

1 ჭიქა თეთრი ღვინო

1 კონა ტარხუნა

1 კონა ქინძი

ნახ.კონა მწვანე ხახვი

1 ლიტრა ზეთი

4 კვერცხი

საფანელი

ფქვილი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

ფარში შევურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები,მარილი,წიწაკა.1 კვერცხი დავუმატოთ,რომ შეწვისას ფარში არ დაიშალოს.

მოვამზადოთ ფარშის ბურთულები.ყოველი ბურთულას შუაში მოვაქციოთ ერთი ტყემალი.

ღუმელის ტაფას წავუსვათ კარაქი,დავასხათ 1 ჭიქა თეთრი ღვინო,დავალაგოთ ჩაქაფულის ბურთები,ალუმინის ფირფიტა გადავაფაროთ.ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე ღვინო აორთქლდება და

გაუჯდება ჩაქაფულის ბურთულებს.ფარშის ბურთები 200 გრადუსზე ღუმელში  შევწვათ .

ქვაბში ჩავასხათ ზეთი და ავადუღოთ.

კვერცხი გავთქვიფოთ ცოტა რძესთან ერთად,მოვაყაროთ მარილი.

ბურთები ამოვავლოთ თანმიმდევრობით ფქვილში,კვერცხში,საფანელში.იგივე  მეორედაც იგივე გავიმეოროთ.

ჩავყაროთ ადუღებულ ზეტში და შევწვათ.ჩაქაფულის ბურთები მზად არის.

 

 

 

 

1 ცალი ბისკვიტი

მოხარშული კრემი ან თქვენთვის სასურველი კრემი

თეთრი,ვარდისფერი,შავი შაქრის მასტიკა

ხის ჩხირები

 

შაქრის მასტიკისაგან გავაკეთოთ ბაჭიას ყურები.

    

 

საკონდიტრო ტომარაში ჩავდოთ კრემი. ტორტი გვერდებზე და ზემოდან გავაფორმოთ ისე,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

    

 

     

  

ინგრედიენტები:

500 გრ.ფქვილი

250 გრ.კარაქი ან მარგარინი

440 გრ.შაქარი

4 კვერცხი

250 მლ.რძე

ვანილი

ნახ.ჩ.კოვზი სოდა
------------------
3 ს.კოვზი კაკაო
2 ს კოვზი შაქარი

ფორმას  წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ ფქვილი.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

კარაქი შაქართან ერთად მიქსერით ავთქვიფოთ, ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი. დავამატოთ ჯერ რძე,შემდეგ  ფქვილი. მოვზილოთ თხელი ცომი.

ცომი გავყოთ 2 ნაწილად.

1 ნაწილს დავუმატოთ 3 ს.კოვზი კაკაო და 2.ს.კოვზი შაქარი.

პირველად  ყავისფერი კექსი 170 გრადუსზე 45 წუთი გამოვაცხოთ

კექსი დავჭრათ თხელ ფირფიტებად და თითოეულიდან ამოვჭრათ ორცხობილის ფორმებით ბაჭიები.

ბისკვიტის ბაჭიები ჩავაწყოთ ფორმაში მჭიდროდ ,როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე  ჩანს,დავასხათ თეთრი ცომი და 170 გრადუსზე 45 წუთი გამოვაცხოთ.

 

 

 

 

ინგრედიენტები;

1 კგ.დეკეული

500 მლ.თეთრი ღვინო

100 გრ.ალუჩა

2 კონა ტარხუნა

1 კონა ქინძი

1 კონა ოხრახურში

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

დეკეულის ხორცი გადავჭრათ შუაზე  და გადავშალოთ წიგნივით.დავბეგვოთ ორივე მხრიდან და ზედმეტი ნაწილები მოვაჭრათ.

მწვანილები დავჭრათ,თასში ჩავყაროთ,მოვასხათ ცოტა ღვინო,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და კარგად შევურიოთ.

ხორცზე  მთელ ზედაპირზე გადავანაწილოთ მწვანილი,კიდეზე ერთ მწკრივად დავალაგოთ ალუჩა და გადავახვიოთ რულეტივით. რულეტი შევკრათ გასტრონომიული ძაფით.

დეკეულის ხორცი  გრილზე ან ტაფაზე  შევწვათ ყველა  მხრიდან. რულეტის შეწვა დავასრულოთ  ღუმელში.

სანამ ხორცი დაიბრაწება,ღუმელის ტაფაზე დავასხათ  ღვინო,გადავიტანოთ ჩაქაფულის რულეტი და  200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50

წუთი შევწვათ.

  

 

 

 

წყარო:იუთუბი.გადაცემა გურმანია

ინგრედიენტები:

7 კვერცხი

200 გრ.შაქარი

120 გრ.ფქვილი

75 გრ.სახამებელი

ვანილი

ინგრედიენტები კრემისათვის;

600 მლ.რძე

180 გრ.შაქრის პუდრა

250 გრ.კარაქი

100 გრ.თეთრი შოკოლადი

5 ს.კოვზი ფქვილი

ვანილი

1 ქილა ანანასის კონსერვი

 

ბისკვიტის მომზადება:

საცხობ ფორმაში გვერდებზე და ძირში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხის ცილა მიქსერით ავთქვიფოთ მყარ პიკამდე,ნელ-ნელა შევურიოთ შაქარი და მოვამზადოთ ბეზე.ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული.

ხის ნიჩბით კვერცხის ცილაში შევურიოთ ჯერ გათქვეფილი კვერცხის გული ,შემდეგ მშრალი ინგედიენტები.ცომი გადავიტანოთ ფორმაში.

ბისკვიტი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი.გამომცხვარი ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემის მომზადება:

რძე გავყოთ ორ ნაწილად.ერთ ნაწილში გავხსნათ ფქვილი,მეორე კი წამოვადუღოთ.ცხელ რძეში ჩავასხათ ფქვილიანი ცივი რძე .განუწყვეტლივ ვურიოთ და მოვადუღოთ გასქელებამდე..

მასა გადმოვიღოთ ცეცხლიდან,სწრაფად ჩავყაროთ გახეხილი თეთრი შოკოლადი ,მოვურიოთ  და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე.

ნაღების კარაქი ცალკე ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად და შევათქვიფოთ მოხარშული  კრემი.

ტორტის ბისკვიტის ფენები დავნამოთ ანანასის კონსერვის წვენით.ფენებს შორის წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ანანასი და მოვრთოთ ზემოდან იგივე კრემით.

 

 

 

 

 

 

 

 

ამ კექს სააღდგომო სუფრაზე შეხვდებით.მის გამოსაცხობად სპეციალური ბატკნის ფორმის ყალიბი არის საჭირო.

ინგრედიენტები:

2 კვერცხი

2 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა არაჟანი

100 გრ.კარაქი

1 5 ს.კოვზი ზეთი

1,5 ჭიქა შაქარი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი 

1/4 ჭიქა ქიშმიში

ვანილი

 

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ. 

ქიშმიში გავრეცხოთ და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოვით.

მიქსერით გოგლი მოგლი მოვამზადოთ,შევათქვიდოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და არაჟანი.მიღებულ მასას შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები,ქიშმიში.

ყალიბს წავუსვათ კარაქი,მოვაყაროთ საფანელი,ჩავასხათ ცომი,დავაფაროთ მეორე ნაწილი და შევდგათ გამოსაცხობად 180 გრადუსზე  60  წუთი.

20-25  წუთის შემდეგ ფორმა გადავაბრუნოთ და კვლავ გამოვაცხოთ კიდევ 35-40  წუთი .

მზა სააღდგომო კექს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.ბატკანს შევაბათ წითელი ლენტი.