Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Nino User

Nino User

ინგრედიენტები:

1 კგ ძვლიანი ხორცი

2 კონა მჟაუნა

2 თავი ხახვი

4 კარტოფილი

2 სტაფილო

2- 3 ს.კოვზი შვრია

ქინძი,კამა,ოხრახურში,მწვანე ხახვი

მარილი გემოვნებით

არაჟანი

 

 

 

 ხორცი მოვხარშოთ ,გავაცალოთ ძვალი,დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.

 

ცალკე ქვაბში ჩავყაროთ ხორცი,წვრილად დაჭრილი ხახვი ,გახეხილი სტაფილო ,დავასხათ

1-2 ს.კოვზი ზეთი და ერთად მოვშუშოთ. დავასხათ ბულიონი,ჩავყაოთ 4-ად გაჭრილი კარტოფილი

და ვხარშოთ 5 წუთი.

 

კერძს დავუმატოთ  წვილად დაჭრილი მჟაუნა და ვხარშოთ 15 წუთი'' სიმჟავის" გამოსვლამდე.შემდეგ

დავუმატოთ მარილი.

 

კერძის მომზადებამდე 2-3 წუთით  ადრე ჩავყაროთ შვრია,წვრილად დაწრილი მწვანილები.

წვნიანი დიდხანს არ ვხარშოთ,რომ მწვანილებმა ფერი არ შეიცვალოს.

უგემრიელესი წვნიანი მივირთვათ არაჟანთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

200 მლ.მაწონი

3 კვერცხი

200 გრ.შაქარი

500 გრ.ფქვილი

100 გრ.ცუკატი

60 გრ.თეთრი ქიშმიში

60 გრ.შავი ქიშმიში

 

ცომის ხაშისათვის( ოპარა):

 

2 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი საფუარი

175 მლ.წყალი

 

  სანელებლები:

ჯავზი

კოჭა

კარდამონი

დარიჩინი

მიხაკი

 

ბერძნული პასკა არის ძალიან გემრიელი, ნაკლებ ცხიმიანი და ცოტა  მშრალი,რადგანაც მაწონზე არის მომზადებული.

 

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და შაქარი,გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი და გავაჩეროთ თბილ ადგილას 10 წუთი.

 

ამოსულ მასას შევურიოთ 250 გრ.ფქვილი,მაწონი,შაქარი,კვერცხი და გავაჩეროთ თბილ ადგილას 40 წუთი.

 

40 წუთის შემდეგ ვუმატებთ 250 გრ.ფქვილს,სანელებლებს და ცუკატებს,ქიშმიშს, თასს მოვახვიოთ პლასტიკი 

და დავტოვოთ თბილ ადგილას 30 წუთი.

 

პასკის ცომი გადავიტანოთ ქაღალდის ფორმებში,დავასვენოთ 10-15 წუთი,გამოვაცხოთ 170 გრადუსზე

წინასწარ გახურებულ ღუმელში 45-55 წუთი.

 

750 გრამიანი პასკის გამოცხობას ჭირდება 55 წუთი.ღუმელი უნდა ჩავრთოთ მარტო ქვედა წვაზე.

 

 

ინგრედიენტები:

550 გრ.ფქვილი

20 გრ.საფუარი

180 მლ.რძე

200 გრ.შაქარი

200 გრ.ნაღების კარაქი

 6 კვერცხის გული

200 გრ.ქიშმიში

30 მლ.კონიაკი

1 ლიმონის ცედრა

1 ფორთოხლის ცედრა

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

სანელებლები დარიჩინი,კოჭა,კარდამონი

 

2 ს.კოვზ  შაქარს დავუმატოთ 20 გრ.საფუარი და გავხსნათ თბილ რძეში, გავაჩეროთ 10 წუთი

თბილ ადგილას.

 

ქიშმიში დავალბოთ კონიაკში.

 

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად,შევათქვიფოთ კუბებად დაჭრილი ,ოთახის ტემპერატურაზე 

დარბილებული კარაქი,შევურიოთ ლიმონის,ფორთოხლის ცედრა,ვანილი,სანელებლები.

 

მიღებული მასა  გადავიტანოთ  ხაშში(ოპარა),დავუმატოთ ფქვილი,ქიშმიში კონიაკთან ერთად.

 

გადმოვიტანოთ ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ვზილოთ 10-12 წუთი.

 

კულიჩის ცომი გადავიტანოთ ქვაბში,დავაფაროთ ხელსახოვი,გავაჩეროთ თბილ ადგილას 2-3  საათი.

 

ცომი გავყოთ 2 ნაწილად,გადავიტანოთ ქაღალდის ფორმაში და გავაჩეროთ კიდევ 2-3 საათი.

 

კულიჩის ცომი ფორმებში ამოვა,ზემოდან დანით ჯვარი გავუკეთოთ , ფუნჯით გადავუსვათ გამდნარი კარაქი,

 გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი.

 

ზემოდან შეგვიძლია გავაფორმოთ თეთრი მინანქრით.

 

 

 

ინგრედიენტები:

 

150 მლ.რძე

1 ს.კოვზი შაქარი

2 ჩ.კოვზი საფუარი

150 გრ.ფქვილი

 

 თბილ რძეში გავხსნათ შაქარი და საფუარი,გავაჩეროთ 15 წუთი თბილ ადგილას.

შემდეგ შევურიოთ ფქვილი,მივიღებთ თხევად მასას და გავაჩეროთ თბილად  რამდენიმე საათი,

სანამ მასა არ გაორმაგდება.

 

 3 კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი - მოგლი.

 

3 კვერცხის ცილა კი შევინახოთ მაცივარში.

 

საფუარიან მასას შევურიოთ გოგლი მოგლი,ნელ-ნელა  შევურიოთ   150 გრ.ფქვილი, 1 შეკვრა შაქრიანი ვანილი .

 

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მწიკ მარილთან ერთად  და ულუფებად შევურიოთ ცომს.შემდეგ დავუმატოთ

ნახევარი ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა წვენთან ერთად და 1 ჩ. კოვზი კონიაკი.

 

თასს გადავაფაროთ ტილო,დავდოთ თბილ ადგილას 4 საათი.ცომს შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული 

100 გრ.კარაქი  და  შევურიოთ კონიაკში დარბილებული 70 გრ.შავი ქიშმიში,70 გრ.ცუკატები ,

1/4 ჩ.კოვზი დარიჩინი,1/4 ჩ.კოვზი ილი,1/4 ჩ.კოვზი კარდამონი.

 

ქაღალდის ფორმებს წავუსვათ ზეთი,ჩავდოთ პასკის ცომი 1/3 ზე,დავაცადოთ  ცომს ამოსვლა  და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე

წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი.

 

რჩევა:ცუკატებსა და ქიშმიშს წინა ღამით დავასხათ  2 ს.კ  თბილ წყალსა და კონიაკის ნაზავი.

ცომი უნდა იყოს თხელი და საფუარი გავუკეთოთ ცოტა,რომ კულიჩი გამოგვივიდეს გემრიელი,ჰაეროვანი და ნოტიო.

 

 

 

ინგრედიენტები:

ბისკვიტი

6 კვერცხის  გული

1,5 ჭიქა შაქარი

1ჩ.კოვზი სოდა ძმრით

 250 გრ.რბილი მარგარინი

1 ს.კოვზი მაიონეზი

3 ჭიქა ფქვილი

ვანილი

 

კრემი:

200 გრ.კარაქი

1 ქილა მოხარშული შედედებული რძე

3 ს.კოვზი მიწის თხილი

 

 

მინანქარი

150 გრ. შოკოლადი

3 ს.კოვზი რძე

 

 

 

6 კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქართან ერთად,სევათქვიფოტ მაიონეზი,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,

დავუმატოთ სოდა ძმრით,ვანილი,ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

 

ცომი გავყოთ 3 ნაწილად  , გუნდები შევახვიოთ პლასტიკში შევალაგოთ ,30 წუთი შევალაგოთ მაცივარში.

 

6 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მყარ პიკამდე,შევათქვიფოთ 3 ს.კოვზი შაქარი.

 

კრემი:

 კარაქი ავთქვიფოთ მოხარშულ შედედებულ რძესთან ერთად,დავუმატოთ ვანილი,დატეხილი მიწის თხილი.

 

ტუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქარალდი.

ცომის თითეული გუნდა გავაბრტყელოთ თუნუქის ფირფიტაზე,წავუსვათ ბეზეს მესამედი.ასე გავაკეთოთ სამივე 

შემთხვევაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე  ცომის შეფერადებამდე.

 

მინანქარი ; შოკოლადის ფილა დავტეხოთ,გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,შევურიოთ რძე.

 

სამივე ფენას წავუსვათ კრემი და ზემოდან გადავასხათ მინანქარი.

 

 

 

 

 

 

Tuesday, 27 March 2018 16:25

ტორტი პანჩო

ინგრედიენტები:

6 კვერცხი

1,5 ჭიქა შაქარი

1,5  ჭიქა ფქვილი

1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

300 მლ.შედედებული რძე

2 კოვზი კაკაო

 

კრემი

800 გრ.არაჟანი(სქელი,მაღალი ცხიმიანობის)

1,5 შაქარის პუდრა

1 ჭიქა ნიგოზი

1 ქილა ანანასის კონსერვი ან ალუბლის ჩირი

 

მინანქარი

1 ფილა შოკოლადი

50 გრ.კარაქი

 

 

ფქვილი გავცრათ,შევურიოთ გამაფხვიერებელი .

 

 კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ.გოგლიმოგლს შევურიოთ შედედებული რძე,

ხის კოვზით შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები და  ულუფებად შევურიოთ ცალკე

ათქვეფილი კვერცხის ცილა.

 

ცომი გავყოთ 2 ნაწილად,ერთ ნაწილს შევურიოთ კაკაოს ფხვნილი.

 

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ  ძირზე და გვერდებზე ცხიმი,ჩავასხათ ცომის,

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.ვაცხობთ ერთ  თეთრს   და მეორეს კაკაოს  ფირფიტას.

 

 

კრემი: არაჟანი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად,1/4 გადავდოთ.

 

თეთრი ფირფიტა გავყოთ 2 ნაწილად .ერთი ნაწილი და კაკაოს  ბისკვიტი დავჭრათ კუბებად.

 

კუბებად დაჭრილი შავი და თეთრი ბისკვიტის ნაჭრები  ჩავყაროთ კრემში,დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი ანა-

ნასი და ნიგოზი.

 

თეთრი ბისკვიტის მეორე ნაწილი  დავდოთ სინზე,დავალაგოთ  კრემშიამოსვრილი ბისკვიტები ფენა-ფენა,ისე რომ მივცეთ გორაკის ფორმა.

 

ზემოდან გადავუსვათ  გადადებული არაჟნის კრემი და შევდოთ მაცივარში 8 საათი.

 

რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ფენა-ფენა ალაგებს ბისკვიტებს და ფენებს შორის მოასხამს კრემს,მოაყრის ნიგოზსა და და ანანასს.

 

 

ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანაქარი და 2 საათი კვლავ შევდოთ მაცივარში .

Sunday, 25 March 2018 04:28

სალათი "ცეზარი"

ინგრედიენტები:

სალათი

499 გრ.ქათმის ფილე

1 შეკვრა სალათის ფურცელი

400 გრ.პამიდორი ჩერი

100 გრ.ყველი

1/2 ბატონი პური

2 კბილი ნიორი

3 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

დანის წვერი შაქარი

მარილი

 

2 კბილი ნიორი დავჭყლიტოთ . შევურიოთ 2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი   და 

2 ს.კოვზ სოიოს სოუსი.,მოვაყაროთ მარილი და მასში მოვათავსოთ ქათმის ფილე.

 

 სოუსი

2 კვერცხი

60 მლ ზეითუნის ზეთი

2 კბილი ნიორი

2 ჩ.კოვზი მდოგვი

3 ს.კოვზი ლიმონის წვენი

50 გრ.ყველი პარმეზანი

მარილი

3 ანჩოუსი

 მზა ინგლისური ,იგივე 

 ვუსტერსული  სოუსი(1 ჩ.კოვზი)

 

 

სოუსი ცეზარის მოსამზადებლად, აუცილებელია ,კვერცხი იყოს ოთახის ტემპერატურის.

კლასიკურ რეცეპტში უმატებენ ანჩოუს და ვუსტერსკის სოუსს,თუ არ გვაქვს,

მოვამზადოთ ამ ინგრედიენტების  გარეშე.

 

2 კვერცხი 1 წუთი ჩავდოთ მდუღარე წყალში,ამოვიღოთ 10 წუთი გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.

 ნიორი გავატაროთ,პარმეზანი წვრილ სახეხზე გავხეხოთ.

 

 ბლენდერის ჭიქაში ჩავდოთ კვერცხის გული ,ანჩოუსი,ნიორი,მდოგვი მოვაყაროთ მარილი,ჩავასხათ  ლიმონის წვენი,

დავაბლენდეროთ.

 

შემდეგ ჩავყაროთ გახეხილი პარმეზანი.

დავასხათ ზეითუნის ზეთი,ვუსტერსული სოუსი  და 2-3 წუთი დავაბლენდეროთ.

სოუსი "ცეზარი "მზად არის.

 

თეთრი პური კუბებად  დავჭრათ.

 

1 ს.კოვზ ლიმონის წვენში გავხსნათ დანის წვერით შაქარი და მოვასხუროთ პურის ნაჭრებს.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავყაროთ პურის კუბები და შევდოთ ღუმელში

180 გრადუსზე 10-15 წუთი.

 

ზეითუნის ზეთში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი,დავასხათ ტაფაზე და 10 -15 წამის შემდეგ დავაყრით

პურის კრუტონებს,მოვურევთ ხის კოვზით და გადავიტანთ ცალკე თეფშზე.

კრუტონებს გაუჯდებათ ნივრისა და ზეითუნის ზეთის არომატი.

 

 

 ფილე ამოვიღოთ მარინადიდან,შევამშრალოთ,მოვაყაროთ მარილი.

ტაფაზე დავასხათ ზეთი,3-3 წუთი ორივე მხრიდან შევწვათ ქათმის ფილე.

დავჭრათ გრძელ ნაჭრებად.

 

ფოლგაზე დავდოთ 10 გრ.კარაქი,დავდოთ ქათმის ფილე,მოვაყაროთ მარილი,შევახვიოთ,ისე როგორც ვარენიკი,

მოვათავსოთ ღუმელის ტაფაზე და 150 გრადუსზე შევწვათ 20 წუთი.

 

სალათის ფურცლები მოვათავსოთ 20 წუთი წყალში, დავტეხოთ, მოვასხათ სოუსი ცეზარი.

 

1 საშუალო ზომის თეფშზე ავაწყოთ 1 პორცია სალათი.

 

თეფშის შუაში დავდოთ სალათის ფურცლები,მოვაყაროთ 5-8 კრუტონი,დავდოთ 5 ნაჭერი ფილე.

სურვილისამებრ ირგვლივ მოვუწყოთ პამიდორი ჩერი ან ყველი პარმეზანის 5 თხელი ფირფიტა.

 

 

 

 

ინგრედიენეტები:

6 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

1 ჩ.კოვზი ლიმონის ცედრა

1 ჩ.კოვზი უნალექო ყავა

2 ს.კოვზი ცხელი წყალი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1/2 ჭიქა ფქვილი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

 

 ყავა გავხსნათ ცხელ წყალში.

 

ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი და მარილი.

 

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ,ლიმონის წვენთან და ცედრასთან ერთად,შევათქვიფოთ ფქვილი,ყავა და 

შევურიოთ ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა.

 

22 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი,ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ

180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20 წუთი.

 

გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ 3-4 ნაწილად და ფენებს წავუსვათ ყავის მინანქარი.

 

ყავის მინანქარი:

 

1/2 ჭიქა შაქარი

1/4 ჭიქა მაგარი ყავა( 1/4 ჭიქა  წყალი+1 ს.კოვზი უნალექო ყავა)

1/4 ჭიქა ყავის ლიქიორი

155 გრ.კარაქი

3 კვერცხის გული

 

 მაგარ ყავაში გავხსნათ შაქარი,ჩავასხათ ლიქიორი და მოვადუღოთ სქელი სიროფი.

ცხელი სიროფი წვეთ-წვეთობით ჩავასხათ  კვერცხის გულებში და თან ვთქვიფოთ მიქსერით.

 

ცალკე ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი გათეთრებამდე და  ნელ-ნელა შევათწვიფოთ

კვერცხის გულისა და ყავის მასა.

 

 ტორტ მოკოს ყავის მინანქარი წავუსვათ გვერდებზე,ზემოდან და მოვრთოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:


500 გრ.საქონლის ხორცი( უძვლო)

150 გრ.ლორი

100 გრ.ღორის ხორცის ქონი

1 კგ ღორის ხორცი ( მკერდი)

2 პამიდორი

2 სტაფილო

2 ხახვი

150 მლ.მშრალი ღვინო

3 წითელი ბულგარული

7 კარტოფილი

3 ტოტი ოხრახურში

3 ტოტი კამა

5 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

6 გრ.წიწაკა

6 გრ.ხმელი ქინძი

1,5 ლ წყალი

 

დიდი ზომის თუჯის ქვაბში ჩავყაროთ კუბებად დაჭრილი ღორის ხორცის ქონი,

ლორი და ცეცხლზე გავადნოთ,დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.

შემდეგ მოვაყაროთ წიწაკა,ხმელი ქინძი.

 

ხორცი დავჭრათ 2 სმ-ის სისქის  ნაჭრებად, ჩავყაროთ თუჯის ქვაბში ,რომ შეწითლდება,დავასხათ წყალი,

მოვაყაროთ მარილი,დავახუროთ ქვაბს თავსახური და  ვხარშოთ 40 წუთი.

 

კერძს დავუმატოთ დაჭრილი რგოლებად სტაფილო, ბულგარული და 4-ად გათლილი,გაყოფილი კარტოფილი .

დავახუროთ ქვაბს თავსახური და 15 წუთის შემდეგ კი  ჩავყაროთ კუბებად დაჭრილი პამიდორი ,

დავასხათ ღვინო.კერძის მომზადება გავაგრძელოთ 10-15 წუთი თავდახურულ ჭურჭელში.

მზა ბოგრაჩის მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.

 

ინგრედიენტები:

 

500 გრ.ფქვილი

225 მლ წყალი

1 პატარა თავი ხახვი( საიდუმლო ინგრედიენტი)

1 ჩ.კოვზი

 

გულსართი:

 

175გრ საქონლისა და 125 გრ.ღორის ხორცის შერეული ფარში

1 თავი ხახვი

1/4 ჩ.კოვზი ძირა

1/4 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

2 ჩ.კოვზი მარილი

წიწაკა გემოვნებით

 

 

 

2 ხახვი გავხეხოთ და 1ს.კოვზი წვენი გამოვწუროთ.

 

გაცრილ ფქვილს მოვაყაროთ მარილი,დავასხათ წყალი და 1 ს.კოვზი ხახვის წვენი.

მოვზილოთ ცომი.ხახვი წვენი ჩებურეკს აძლევს კარგ ოქროსფერს და კანი

ხდება კნატუნა.

 

ცომი შევახვიოთ საკვების შესაფუთ პარკში და გავაჩეროთ 

2 საათი ოთახის  ტემპერატურაზე.

 

ფარშს დავუმატოთ გახეხილი ხახვი,სანელებლები.

 

ცომი დავყოთ 50 გრამიან გუნდებად. ფქვილიან ზედაპირზე ისე გავაბრტყელოთ,

რომ მიიღოს მგვრალი ფორმა.

 

ცომის თითოეულ ფირფიტაზე მოვათვსოთ ფარში, გადავკეცოთ და კიდეები

შემოვაჭრათ ან ჩანგლის კბილებით დავაწვეთ.

 

ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი იმდენი,რომ ჩებურეკი დაიფაროს,შევწვათ 

ორივე მხრიდან.