Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Nino User

Nino User

ინგრედიენტები:

1 კგ უსაფუარო  ფენოვანი ცომი

100 გრ.ნაღების კარაქი

1 კვერცხის გული

გულსართი:

500 გრ. გატარებული ნიგოზი

100 გრ. შაქარი, უმჯობესია შაქრის პუდრა

1 ჩ.კოვზი დაფქული დარიჩინი სურვილისამებრ

0,5 ჩ.კოვზი ილი სურვილისამებრ

ვაჟინისათვის:

200 მლ წყალი

200  გრ.შაქარი

1/2 ჭიქა თაფლი

ფენოვანი ცომის მოზადების კლასიკური რეცეპტი აქ http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/269-2018-01-13-15-40-22

ცომი გავყოთ 5 ნაწილად.

ნიგოზი გავატაროთ დავუმატოთ შაქარი,დარიჩინი და კარდამონი.

შაქრისა და წლისაგან მოვადუღოთ სიროფი და მასში გავხსნათ თაფლი.სიროფი გავაგრილოთ.

26 სმ დიამეტრის  ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი.

ცომის თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ.,გადავიტანოთ ფორმაში.ფენებს შორის ფუნჯით ჯერ წავუსვათ

გამდნარი კარაქი,შემდეგ მოვაყაროთ შიგთვსი.ბოლო ანუ ზედა ფენას წავუსვათ კვერცხის გული.ფახლავა რომბებად დავჭრათ.

გამოვაცხოთ ფახლავა 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-45 წუთი.ცხელ ფახლავას მოვასხათ ცივი სიროფი.

ინგრედიენტები:

ფენოვანი ცომი

კრემი:

1ლიტრი რძე

300გრ.შაქარი

300 გრ.დარბილებული კარაქი

4 კვერცხის გული

50 გრ. ფქვილი

50გრ.სიმინდის სახამებელი

ვანილი

ფენოვანი ცომის რეცეპტი იხ აქ.http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/269-2018-01-13-15-40-22

ფუნჯით წავუსვათ  გათქვეფილი კვერცხი

კრემი:

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.

ინგრედიენტები:

მზა ფენოვანი ცომი

გულსართის 1 ვერსია:

300 მლ.რძე

30 გრ.ფქვილი

30 გრ.სიმინდის სახამებელი

არ შეგეშალოთ კარტოფილის სახამებლის დამატება არ შეიძლება 

3 კვერცხი

75 გრ.შაქარი

10 გრ.კაკაოს ფხვილი

5 გრ.კარაქი

300 მლ.რძე გავაცხელოთ და ჩავყაროთ მასში 50 გრ. შაქარი.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ 25 გრ. შაქართან ერთად.მასსი გავხსნათ სიმინდის სახამებელი,ფქვილი ,

დავუმატოთ 1 ს.კოვზი კაკაო და 150 მლ თბილი რძე.მოვურიოთ ისე,რომ მივიღოთ ერთგცაროვანი 

თხევადი მასა.

მასას დავუმატოთ დარჩენილი რძე და მივიყვანოთ ადუღებამდე.არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ.

გადმოვდგათ ცეცხლიდან და იქვე ჩავაგდოთ კარაქი.

კრემი გავაგრილოთ და შემდექ მიქსერით ამოვიყვანოთ.მივიღებთ საკმაოდ სქელ კრემს,რომელიც

ცხობისას კრუასანებიდან არ გამოჟონავს.

 ალუბლის გულსართი:

200 გრ.ალუბალი

50 გრ.შაქარი

20 გრ.სიმინდის სახამებელი

გარეცხილი ,კურკაგამოცლილი ალუბალი ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში,დავუმატოთ შაქარი,სახამებელი

და წამოვადუღოთ.

თუ ფრომები არ გვაქვს,მაშინ ფენოვანი ნამცხვარი მილების მოსამზადებლად  გამოვიყენოთ კოვზების ტარები.

კრემი:

0,5 ლიტრა რძე

5 კვერცხის გული

ვანილი

150-200 გრ.შაქარი

50 გრ.კარაქი

160 მლ ნაღები

30 გრ. ფქვილი

8 გრ. სიმინდის სახამებელი

250 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი  და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 250  მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ცხელ კრემში ჩავაგდოთ კარაქი და კარგად მოვურიოთ.

კრემი გადავიტანოთ ცალკე თასში და გავაგრილოთ.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მყარ პიკამდე  და კოვზ-კოვზობით შევურიოთ კრემს ხელის ქვემოდან ზემოთ მოძრაობით.

კრემით ამოვავსოთ მილები.

 ტარტალეტკები ფენოვანი ცომით:ფენოვანი ცომი დავჭრათ კვადრატებათ.მოვათავსოთ ტარტალეტკის ფორმებში,

კუთხეები  გადავკეცოთ ,შუაში სიმძიმე ჩავდოთ(სუფთა ბარდის ან ლობიოს მარცვლები და ისე გამოვაცხოთ)

შემდეგ ამოვავსოთ გულსართით ან ჩავდოთ პამიდორი ჩერი.

ფენოვანები ორაგულის გულსართით:

50 გრ.წითელი შებოლილი ორაგული

2 მოხარშული კვერცხი

200 გრ.ყველი

1 კვერცხი

3 ღერი მწვანე ხახვი

მარილი გემოვნებით

ყველი და კვერცხი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ,შევურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და 

შევურიოთ ათქვეფილი კვერცხი. ორაგული დავჭრათ პატარა ნაჭრებად.

ტარტალეტკები ფენოვანი ცომით:ფენოვანი ცომი დავჭრათ კვადრატებათ,მოვათავსოთ ტარტალეტკის ფორმებში,

კუთხეები  გადავკეცოთ ,შუაში გულსართი ჩავუდოთ და გამოვაცხოთ.

ინგრედიენტები:

1/2 ჭიქა მაწონი

1/2 ჭიქა არაჟანი

100 გრ.კარაქი

4 კვერცის გული

600-700 გრ. ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა

მარილი გემოვნებით

ფქვილი გავცრათ.შევურიოთ მარილი.

კვერცხის გული ავთქვიფოთ,ჩავუმატოთ არაჟანი,მაწონი(სოდა წინასწარ გავხცნათ არაჟანში).

შემდეგ დავუმატოთ გაზზე გამდნარი კარაქი,ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ 1-2 საათი.

ამოსული ცომი გავყოთ ნაწილებად და გამოვაცხოთ ღვეზელები ან ღუმელში ხაჭაპური

ინგრედიენტები:

1/2 ჭიქა მაწონი

1/2 ჭიქა არაჟანი

100 გრ.კარაქი

4 კვერცის გული

600-700 გრ. ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა

მარილი გემოვნებით

ზემოდან მოსასმელად:

1 კვერცხი

1 ჩ.კოვზი არაჟანი

გულსართი:

1 კგ.ყველი

მარილი გემოვნებით

4 კვერცხის ცილა

ფქვილი გავცრათ.შევურიოთ მარილი.

კვერცხის გული ავთქვიფოთ,ჩავუმატოთ არაჟანი,მაწონი(სოდა წინასწარ გავხცნათ არაჟანში).

შემდეგ დავუმატოთ გაზზე გამდნარი კარაქი,ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ 1-2 საათი.

ამოსული ცომი გავყოთ 2 ნაწილად.ერთი ნაწილი უფრო დიდზე გავაბრტყელოთ.

თუნუქის ფირფიტაზე გადავიტანოთ პატარა ფენა , გადავანაწილოთ გულსართი ,გადავაფაროთ მეორე ფენა და გვერდები

შემოვუხვიოთ.

ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი არაჟნით.გამოვაცხოთ 190-200 გრადუსზე 15-20 წუთი.

ინგრედიენტები:

400 მლ.თბილი წყალი

3 ს.კოვზი ზეთი

3 ს.კოვზი ღვინის ძმარი

0,5  ს.კოვზი შაქარი

მარილი

1 ს.კოვზი საფუარი

400 გრ.კარაქი ან მარგარინი

ფქვილი რამდენსაც შეიზელს

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი,შაქარი,ჩავასხათ ზეთი,ძმარი,ჩავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

მოზელვის პერიოდში ჩავამატოთ მარილი.

ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდოთ ასაფუებლად.ამოფუებული ცომი გავაბრტყელოტ მაქსიმალურად დიდზე,

მთელ ზედაპირზე თანაბრად წავუსვათ დარბილებული კარაქი ან მარგარინი,დავახვიოთ რულეტივით,ჩავდოთ პარკში

და შევდოთ მაცივარში 2 საათი.

ახევარფენოვანი ცომი არაჟნით.მე-2 ვერსია

ინგრდიენტები:

0,5 ჭიქა არაჟანი

1/2 ჩ.კოვზი სოდა ან 1 კოვზი გამაფხვიერებელი

150 გრ.მარგარინი

 მარილი დანის წვერით

2 კვერცხი

3,5 ჭიქა ფქვილი

ცივი მარგარინი ჩავახეხოთ ფქვილში და ხელის თითებით ავაფხვიეროთ.

სოდა გავხსნათ არაჟანში.

ფქვილს დავუმატოთ კვერცხი,არაჟანი,მარილი  და მოვზილოთ სწრაფად ცომი.

ცომი შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში 2 საათი.

ინგრედიენტები:

1ჭიქა ძალიან ცივი წყალი

ცოტა მარილი

1 ს.კოვზი ზეთი

1 ს.კოვზი ძმარი

1 ს.კოვზი სპირტი

350 გრ.მარგარინი

3 ჭიქა ფქვილი

 ფქვილში ჩავახეხოთ  გაყინული მარგარინი მსხვილი სახეხით.ფქვილის გორას შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება.

წყალში გავხნათ ძმარი,მარილი,სპირტი,არაყი და ჩავასხათ ფქვილის ორმოში.

ცომი მოვზილოთ ძალიან სწრაფად,რომ არ გაგვითბეს პროდუქტები .ცომი უნდა მოვაგროვოთ და არ მოვზილოთ.

გავჭრათ ცომი შუაზედა ცალ-ცალკე შევახვიოთ პარკში.შევდოთ მაცივარში 2 საათი.ცომში შესამჩნები იქნება მარგარინის მარცვლები.

2 საათის შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ ,მივცეთ ოთხკუთხედის ფორმა და გადავკეცოთ 4-ად,შემდეგ ისე შევდოთ მაცივარში 2 საათი.

ასე მოვიქცევით კიდევ  ერთხელ და შემდეგ გამოვაცხობთ სასურველი ფორმის ნაჭრებს.

ფენოვანი ცომი ცხვება 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

თავდაპირველად  გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე,როგორც კი ცომი ამოფუვდება,ტემპერატურას დავუწიოთ და

ვაცადოთ გამოცხობა.

ინგრდიენტები:

0,5 ჭიქა არაჟანი

1/2 ჩ.კოვზი სოდა ან 1 კოვზი გამაფხვიერებელი

150 გრ.მარგარინი

 მარილი დანის წვერით

2 კვერცხი

3,5 ჭიქა ფქვილი

2 ს.კოვზი კაკაო

1/3 ს.კოვზი შაქარი

შოკოლადის კრემი:

1 ლიტრა რძე

80 გრ.შოკოლადი

3 კვერცხის გული

ვანილი

200 გრ.შაქარი

6 ს.კოვზი კაკაო

2 ს.კოვზი ფქვილი

1 ს.კოვზი სიმინდის სახამებელი

ცივი მარგარინი ჩავახეხოთ ფქვილში და ხელის თითებით ავაფხვიეროთ.

სოდა გავხსნათ არაჟანში.

ფქვილს დავუმატოთ კვერცხი,არაჟანი,მარილი,შაქარი,კაკაო  და მოვზილოთ სწრაფად ცომი.

ცომისაგან მოვამზადოთ 12 ბურთულა.ბურთულები დავდოთ  სინზე, გადავაფაროთ პარკი და შევინახოთ მაცივარში 2 საათი.

მაცივრიდან გამოვიღოთ თითო-თითო ბურთულა,გავაბრტყელოთ,21 დიამეტრის ფორმის ძირი  ან გადმობრუნებული თასი დავდოთ და 

დანით ირგვლივ შემოვჭრათ.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ გაბრტყელებული ცომი,ჩანგლით დავჩხვლიტოთ და

გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე 8-10 წუთი.

კრემის მომზადება

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი,კაკაო  და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ცხელ კრემში ჩავაგდოთ კარაქი და დატეხილი შოკოლადი.კარგად მოვურიოთ.

ჩამოჭრილი გვერდებიც გამოვაცხოთ

ფირფიტებს შორის,ზემოდან და გვერდებზე ნამცხვარს წავუსვათ კრემი და

ზემოდან  და გვერდებზე მოვაყაროთ ნაფჩხვენები.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი კრემის ნაცვლად ყოველ მეოთხე ფირფიტას უცხებს 

შავი მოცხარის კრემსს.

400 გრ.შავი მოცხარი

ნახ.ჭიქა წყალი

2 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

40 გრ.კარაქი და ვანილი

მოცხარი დავაბლენდეროთ და გავატაროთ საცერში.დავუმატოთ წყალი და

შემოვდგათ ცეცხლზე,გამუდმებით ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად,ჯერ შევურიოთ 4-5 სუფრის კოვზი მოცხარის პიურე,კარგად მოვურიოთ,

შემდეგ შევურიოთ დარჩენილი პიურე.შემოვდგათ ცეცხლზე,გამუდმებით ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.

კრემი გადმოვიტანოთ ცალკე თასში,ცხელშივე ჩავაგდოთ კარაქი და გავაგრილოთ.

ინგრედიენტები:

280 მლ თბილი წყალი

20 გრ.ნედლი საფუარი ან 1 ს.კოვზი მშრალი საფუარი

380 გრ.გაცრილი ფქვილი

50 გრ.მარგარინი

1სავსე  ჩ.კოვზი მარილი

3 ს.კოვზი შაქარი

 350 გრ.მარგარინი შესაზელად

კრემი:

300 მლ.რძე

30 გრ.ფქვილი

30 გრ.სიმინდის სახამებელი

არ შეგეშალოთ კარტოფილის სახამებლის დამატება არ შეიძლება 

3 კვერცხი

75 გრ.შაქარი

10 გრ.კაკაოს ფხვილი

5გრ.კარაქი

50 გრ.მარგარინი გავადნოთ და გავაგრილოთ.

საფუარი და შაქარი გავხსნათ  თბილ წყალში, ჩავასხათ გაგრილებული მარგარინი ,ჩავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

მოზელვის პერიოდში ჩავუმატოთ მარილი .

თასს გადავაფაროთ ტილო და დავდოთ 1-2 საათი ასაფუებლად.

აფუებული ცომი გადავზილოთ,ჯვრისებურად ჩავსეროთ,გადავშალოთ ,შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში ნახ,საათი.

ცომი მაცივარში კიდევ აფუვდება.

ოთახის ტემპარატურაზე დარბილებული მარგარინი დავდოთ პერგამენტის ქაღალდზე შუაში ,დავაფაროთ ქაღალდის  მეორე 

ნახევარი,მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა და შევდოთ მაცივარში 20 წუთი საყინულესთან ახლოს.

ცომი გავაბრტყელოთ,დავადოთ  მარგარინი ირიბულად   და შევახვიოთ ისე როგორც ეს არის ნაჩვენები სურათი 1-ზე.

გადმოვატრიალოთ და გავაბტყელოთ ისევ მართკუთხედის ფორმაზე.ცომი გადავკეცოთ ჯერ 3- ად,შემდეგ კი 2-ად(სურ.2 )

და შევდოთ საყინულეში  15 წუთი.ასეთივე პროცედურას გავიმეორებთ კიდევ 4-ჯერ.ბოლოს მაცივარში გავაჩეროთ მინიმუმ 2 საათი

მოვამზადოთ კრემი:

300 მლ.რძე გავაცხელოთ და ჩავყაროთ მასში 50 გრ. შაქარი.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ 25 გრ. შაქართან ერთად.მასსი გავხსნათ სიმინდის სახამებელი,ფქვილი ,

დავუმატოთ 1 ს.კოვზი კაკაო და 150 მლ თბილი რძე.მოვურიოთ ისე,რომ მივიღოთ ერთგცაროვანი 

თხევადი მასა.

მასას დავუმატოთ დარჩენილი რძე და მივიყვანოთ ადუღებამდე.არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ.

გადმოვდგათ ცეცხლიდან და იქვე ჩავაგდოთ კარაქი.

კრემი გავაგრილოთ და შემდექ მიქსერით ამოვიყვანოთ.მივიღებთ საკმაოდ სქელ კრემს,რომელიც

ცხობისას კრუასანებიდან არ გამოჟონავს.

კრუასანები დავალაგოთ თუნუქის ფირფიტაზე,გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 1 საათი,რომ ამოვიდეს.

შემდეგ თითოეულს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთი.

Page 1 of 26