ინგრედიენტები :
500 გრ.ძროხის ხორცი
1 ხახვი
100 გრ.სოკო
100 მლ.წითელი ღვინო
300 გრ.კომბოსტო
50 მლ.სოიოს სოუსი
30 გრ.თაფლი
30 გრ.სეზამის მარცვლები
50 მლ.ზეთი
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
ხორცი დავჭრათ წვრილად და გრძლად.
გავახუროთ ტაფა დავასხათ სოიოს სოუსი,ზეთი და შევწვათ ხორცი მაღალ ტემპერატურაზე 10 წუთი. როცა სითხე დაშრება ,დავაყაროთ გრძლად დაჭრილი ხახვი,დავასხათ ღვინო და ვთუშოთ 4 წუთი.
შემდეგ დავუმატოთ ცალკე მოშუშული ,გრძლად დაჭრილი სოკო.
კერძს ცეცხლი დავუწიოთ საშუალოზე,დავუმატოთ გრძლად დაჭრილი კომბოსტო, ვშუშოთ კიდევ 30 წუთი,გადმოვდგათ ცეცხლიდან,დავუმატოთ თაფლი და სეზამის მარცვლები.
ძროხის ხორცი იაპონურად მზადაა.
0