Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

 რეცეპტის ავტორია რუსეთში მოღვაწე მზარეული ალექსანდრე შველიძე

ინგრედიენტები:

500 გრ.ცხვრის ხორცი

500 გრ.ქამა სოკო

1 კგ.პამიდორი

300 გრ სულგუნი

1 წითელი ბულგარული

1 კონა ქინძი

1 კონა ოხრახურში

ნახ კონა რეჰანი

1 დიდი ზომის ხახვი

1-2 კბილი ნიორი

ნიახურის ღეროები

ზეთი შესაწვავად

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 

გარეცხილი ცხვრის ხორცი და სოკო დავჭრათ.

 

გახურებულ ტაფასზე დავასხათ ზეთი,დავაწყოთ ხორცი,სოკოს ნაჭრები,დავახუროთ 

თავსახური და საშუალო ცეცხლზე შევწვათ.დროდადრო ამოურიოთ.

 

ბულკარული და ხახვი გრძლად ,.ნიორი  კი წვრილად დავჭრათ.

მეორე ტაფაც გავახუროთ ,მოვასხათ ზეთი და ერთდროულად ჩავთუშოთ ხახვი,ბულგარული და ნიორი.

როგორც კი მოითუშება  დავაწყოთ ზემოდან ცხვრის ხორცი და სოკო.შევეცადოთ წვენი არ შევურიოთ.

ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.კერძი შევაზავოთ სვანური მარილით,მარილითა

და ყვითელი ყვავილით.

 

კეცზე ირგვლივ მოვაწყოთ ალყა-ალყა დაჭრილი პამიდორი,შუაში ჩავდოთ კერძი,მოვაყაროთ ზემოდან

გახეხილი სულგუნი,გავაფორმოთ ბულგარული წიწაკით და 250 გრადუსზე 10 წუთი შევწვათ წინასწარ

გახურებულ ღუმელში

   

 

 

 

 

 

 

წყარო :იუთყბი,გადაცემა республика вкуса,2014 წელი

 

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

1 კგ ძროხის  ხორცი

1 კგ .კარტოფილი

5 წვნიანი დიდი ზომის პომიდორი

2 წითელი მწარე წიწაკა

5 კბილი ნიორი

15 გრ.ქინძი

15 გრ.ოხრახურში

10 გრ.რეჰანი

2 დაფნის ფოთოლი

5 ს.კოვზი ზეთი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

გარეცხილი ხორცი დავჭრათ ნაჭრებად.ჩავაწყოთ ქვაბში,დავასხათ წყალი,

ჩავდოთ დაფნის ფოთოლი , წითელი წიწაკა და მოვხარშოთ.

 

პერიოდულად ქაფი მოვაშოროთ.ბულიონი გავაგრილოთ და გადავწუროთ.

 

ცალკე ტაფაზე ხარშვის დროს წარმოქმნილ ცხიმში ხორცის ნაჭრებთან ერთად 

მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი,დავასხათ,კანგაცლილი,გახეხილი პამიდორი,

დავასხათ ცოტა ხორცის ნახარში, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი,ტაფას თავზე

დავახუროთ და მოვხარშოთ. კერძი მივიყვანოთ მზადყოფნამდე.

 

ბოლოს დავუმატოთ დაწრილი ნიორი, მწვანილები,მარილი და წიწაკა.ცეცხლზე გავაჩეროთ

3 წუთი და გადმოვდგათ.

 

 

სოუსი ღორის ხორცით

 

1 კგ ღორის   ხორცი

1 კგ .კარტოფილი

3 წითელი ბულგარული

5 დიდი ზომის წვნიანი პომიდორი

2 წითელი მწარე წიწაკა

5 კბილი ნიორი

15 გრ.ოხრახურში

2 დაფნის ფოთოლი

5 ს.კოვზი ზეთი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 

 ღორის ხორცი გავრეცხოთ,ნაჭრებად დავჭრათ,დავასხათ 300 მლ წყალი

 და თავდახურულ ჭურჭელში მაღალ ცეცხლზე მოვხარშოთ.ბულიონს ხშირად მოვურიოთ.

 

წვენი , თითქმის რომ  ამოშრება,ისევ დავასხათ წყალი და მოვხარშოთ თავდახურულ ჭურჭელში

მაღალ ცეცხლზე.ასე გავიმეორებთ კიდევ 2-ჯერ.ამ წესით მოხარშული ღორის ხორცი

გამოდის ძალიან რბილი.

 

ღორის ხორცს დავუმატოთ დაფნის ფოთოლი,ხახვი,ზეთი და საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ 5 წუთი

ხორცთან ერთად.

 

დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი,დავასხათ ადუღებული 1 ლიტრა წყალი და

გავაგრძელოთ კერძის მომზადება კარტოფილის მოხარშვამდე.

 

კერძში ჩავამატოთ კანგაცლილი კუბებად დაჭრილი პომიდორი და გავაგრძელოთ 

მომზადება თავდახურულ ჭურჭელში საშუალო ცეცხლზე 10 წუთი.

 

.

სოუსს  დავუმატოთ დაჭრილი ბულგარული,სუნელი,მარილი და წიწაკა.კიდევ გავაგრძელოთ

10 წუთი კერძის მომზადება.ბოლოს ჩავამატოთ წვრილად  დაჭრილი წიწაკა და მწვანილი

და  იქვე ცეცხლიდან გადმოვდგათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ გატარებული ძროხის ხორცის ბარკლის მჭლე ნაწილი

1/2 კგ გატარებული ფერთხი (მუცლის ნაჭერი)

ხ1 კგ ხახვი

10 კგ.ნიორი

3 კვერცხი

50 მლ ზეთი

მარილი,პილპილი გემოვნებით

 

 საქონლის ,ღორის ხორცი,ხახვი,ნიორი  გავატაროთ  ხორცსაკეპში.

შევაზავოთ მარილით,პილპილით.დავუმატოთ კვერცხი და კარგად მოვზილოთ.

ფარში კვლავ გავატაროთ ხორცსაკეპში.

ხორცს შევინახავთ 3-4 საათი მაცივარში და კიდევ გავატარებთ მესამედ ხორცსაკეპში.

მოვამზადოთ ფარშის ბურთები,ამოვსვაროთ ფქვილში და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ბლომად ზეთში.

ერთი მხრიდან შემწვარი კატლეტები გადავაბრუნოთ,დავაფაროთ ტაფას თავსახური,,მოვასხათ ცოტა წყალი,ცეცხლს დავუწიოთ.

კატლეტები მზადაა.

 

 

 

 

 

წყარო:იუთუბი,გადაცემა გურმანია 16 მაისი 2015 წელი.

 

 

 

Sunday, 18 June 2017 05:28

ხაშლამა

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი 2 კგ(გულ-მკერდის ნაწილი)

ხახვი 100 გრ

სტაფილო 1 ც

დაფნის ფოთოლი 3 ც

ნიახური 100 გრ

ბაჰარი 15 გრ

ნიორი 50 გრ

მარილი გემოვნებით

 

1.გარეცხილი საქონლის ხორცი დავჭრათ ნეკნებიანად  და ჩავყაროთ იმხელა ქვაბში,რომ ხორცით ნახევრამდე შეივსოს.

2.ქვაბი შევავსოთ წყლით.დავუმატოთ ოთხად გაჭრილი ხახვის თავი,სტაფილო,დაფნის ფოთოლი,ნიახური,ბაჰარი

3.ეს ყველაფერი ერთად ავადუღოთ,სანამ ხორცი არ მოიხარშება.დროდადრო ნახარშს ქაფი მოვხადოთ.

4 მოხარშული ხორცი ქაფქირით ამოვიღოთ  და სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

შეგვიძლია ხაშლამის წვენი ჩვენი გემოვნებით შევკაზმოთ მარილითა და ნივრით.

 

 

ინგრედიენტები:

200 გრ ღორის გულ-ღვიძლი

50 გრ.კალმახი სოკო

150 გრ.ბეკონი

1 ხახვი

მარილი,პილპილი გემოვნებით

ბადექონი

 

სერვირება

კახური შოთი

ხახვი

 

1.გულ-ღვიძლი დავჭრათ სქელ ნაჭრებად შამფურზე ასაგებად.

2 მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ ხახვი,კალმახი სოკო

3. შამფურის მთელ სიგრძეზე თანმიმდევრობით წამოვაგოთ ღვიძლი ,ხახვი,გული,სოკო და ა,შ.მოვაყაროთ მარილი.

4.ბეკონის ნაჭრები ერთმანეთზე დავალაგოთ,მოვათავსოთ კიდეზე შამფური და ბოლოდან დავიწყოთ გადახვევა.შამფური მთელ სიგრძეზე შევახვიოთ.

5.ბეკონში შეხვეული მწვადი გადავახვიოთ ბადექონში.

6.ჯიგრის(ღორის გულ-ღვიძლის) მწვადი შევწვათ მაყალში,ხშირად ვატრიალოთ,რომ ბადექონი არ დაიწვას.

7 ბეკონი და ბადექონი გამოუშვებს ცხიმს,რომელიც მთლიანად ჩავა მწვადში.

8.კახური ლავაში ჩავჭრათ,მოვათავსოთ შიგნით მწვადი,მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:იუთუბი,გადაცემა გურმანია 2015 წ.

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

ბატკნის და საქონლის ხორცი გატარებული 200 გრ

ტომატის საწებელი 1 ს.კ.

პამიდორი 2 ც

ქინძი 1/3 კონა

ხახვი 1/2

ნიორი 3 კბილი

ზეთი 100 მლ

მარილი,პილპილი გემოვნებით

 

ისპანახი სოუსი:

ისპანახი 1/3 კ

პიტნა 10 გრ

ზეითუნის ზეთი 30 მლ

მარილი,პილპილი 2-2 გრ

სპაგეტი 150 გრ.

 

ფარში შევაზავოთ მწვანილით,ნივრით,სუნელებით ,მარილითა და წიწაკით.მისგან დავამზადოთ პატარა ხორცის ბურთები და შევწვათ   ზეთში გახურებულ ტაფაზე.

ხორცის ბურთულებს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 1 კბილი ნიორი,ვშუშოთ . ბოლოს დავუმატოთ გახეხილი პამიდორი,ტომატ - პასტა.ვადუღოთ 3 წუთი.

ბოზბაშის სოუსს მოვაყაროთ ცოცხალი წვრილად დაჭრილი ქინძი.

 

ისპახანის სოუსუს მომზადება:

ისპანახი დავჭრათ უხეშად და ტაფაზე გამდნარ კარაქში მოვწალოთ.მოვაყაროთ წიწაკა, მარილი.ისპახანი დაახლოებით 2 წუტში მოიწალება ,ფერს შეიცვლის.

ბლენდერში გადავიტანოთ ისპახანი,ნიორის 1 კბილი,ჩავასხათ ზეითუნის ზეთი(მასის ერთგვაროვნობის გასახდენად).

 

მოხარშულ სპაგეტს მოვასხათ ისპახანის სოუსი  და კარგად ამოვურიოთ.ზემოდან დავალაგოთ ბოზბაშის ბურთულები და მოვასხათ სოუსი.

 

 

წყარო: გყრმანია,9 მაისი 2015 წელი.

 

 

 

 

 

 

Published in ქართული

ინგრედიენტები;

1 კგ.ძროხის ხორცი

5 თავი ხახვი

30 გრ.კარაქი

150 გრ.მშრალი წითელი ღვინო

5 სუფრის კოვზი პამიდვრის წვენი 

400 გრ.პამიდორი

30 გრ.ოხრახურში

2.ჩ.კოვზი  ხმელი ქინძი

2 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი 

1 ს.კოვზი ყვითელი ყვავილი

აჯიკა/გემოვნებით

80 გრ.გატარებული ნიგოზი

მცენარეული ზეთი

 

ძროხის ხორცი დავჭრათ მოგრძო პატარა ნაჭრებად.მოვასხათ ზეთი,მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა და 1 საათი გავაჩეროთ.

 გახურებულ ტაფაზე   ძროხის ხორცის ნაჭრები  ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დაშორებით დავალაგოთ და შევწვათ ორივე მხრიდან.

ცალკე ღრმა ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში კუბებად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ.

ხახვს მოვასხათ ღვინო და ტაფაზე გადავიტანოთ შემწვარი ხორცის ნაჭრები.

ცეცხლს დავუწიოთ ,ღვინის სუნის გაქრობას დაველოდოთ .კერძს დავუმატოთ პამიდვრის წვენი და გახეხილი პამიდორი.

კერძი დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი მოვშუშოთ და შემდეგ დავუმატოთ სუნელები,მარილი,აჯიკა .ხარჩოს  სულ ბოლოს კი დავამატოთ გატარებული ნიგოზი.კერძი გასქელდება.

ხარშოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახურში,ცეცხლზე 1 წუთი გავაჩეროთ და გადმოვდგათ.

 

 

 

 

ინგრედიენტები;

1 კგ.დეკეული

500 მლ.თეთრი ღვინო

100 გრ.ალუჩა

2 კონა ტარხუნა

1 კონა ქინძი

1 კონა ოხრახურში

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

დეკეულის ხორცი გადავჭრათ შუაზე  და გადავშალოთ წიგნივით.დავბეგვოთ ორივე მხრიდან და ზედმეტი ნაწილები მოვაჭრათ.

მწვანილები დავჭრათ,თასში ჩავყაროთ,მოვასხათ ცოტა ღვინო,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და კარგად შევურიოთ.

ხორცზე  მთელ ზედაპირზე გადავანაწილოთ მწვანილი,კიდეზე ერთ მწკრივად დავალაგოთ ალუჩა და გადავახვიოთ რულეტივით. რულეტი შევკრათ გასტრონომიული ძაფით.

დეკეულის ხორცი  გრილზე ან ტაფაზე  შევწვათ ყველა  მხრიდან. რულეტის შეწვა დავასრულოთ  ღუმელში.

სანამ ხორცი დაიბრაწება,ღუმელის ტაფაზე დავასხათ  ღვინო,გადავიტანოთ ჩაქაფულის რულეტი და  200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50

წუთი შევწვათ.

  

 

 

 

წყარო:იუთუბი.გადაცემა გურმანია

Published in ქართული

ინგრედიენტები:

წიწილა

500 გრ.მაყვალი

3-4 კბილი ნიორი

1/4 ჩ.კოვზი დაფქული ქინძი

1 პატარა კონა ნედლი ქინძი

1/2 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

მარილი,წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით

ქინძი

 

დაჭყლეტილი,მწიფე მაყვალი გავატაროთ საცერში.დავუმატოთ დანაყილი ნიორი,მარილი,ნედლი ქინძი,სუნელები.სოუს უნდა ქონდეს ერთდროულად ტკბილ-მწარე გემო.

წიწილა შევწვათ კეცზე ან ტაფაში.დავჭრათ ნაწილებად და მოვასხათ მაწვლის საწებელი.

 

საქონლის ჩალაღაჯი(სტრიპლოინი)

20 გრ.ზეთი 

მარილი,პილპილი გემოვნებით

ბროწეულის სოუსი:

1 ცალი დიდი ზომის ბროწეული

1 კბილი ნიორი

20 მლ შავი ბალზამიკო

1/4 თავი ხახვი

1 ს/კ შაქარი

მარილი ,პილპილი გემოვნებით

სტაფილოს პიურე:

2 ცალი სტაფილი

30 მლ.ნაღები

პილპილი,მარილი გემოვნებით

 

კარგად მოხარშული სტაფილო მოვათავსოთ თასში,ნაღები დავასხათ,მარილი,პილპილი მოვაყაროთ და ჩავწყლიტოთ.

ტაფაზე ბროწეულის მარცვლები,წვრილად დაჭრილი ხახვი,ორად გაჭრილი ნივრის კბილი  მოვათავსოთ ,ბალზამიკო მოვასხათ,მარილი,პილპილი მოვაყაროთ და სოუსი ვადუღოთ ცოტა ხნით

დაბალ ცეცხლზე.

საქონლის ჩალაღაჯს ორივე მხრიდან მარილი და პილპილი  მოვაყაროთ .

 ტაფაზე ზეთი დავასხათ და კარგად გავახუროთ.სტრიპლოინი ორივე მხრიდან 3-3 წუთი შევწვათ და შემდეგ გამოვაცხოთ ღუმელში.

თეფშზე გადავიტანოთ სტაფილოს პიურე და სტრიპლოინი.მოვასხათ პროწეულის სოუსი.გემრიელად მიირთვით.

 

 

 

წყარო: იუთუბი,გადაცემა გურმანია,26 მაისი 2015 წელი

 

 

 

 

Page 1 of 2