Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:


500 გრ.საქონლის ხორცი( უძვლო)

150 გრ.ლორი

100 გრ.ღორის ხორცის ქონი

1 კგ ღორის ხორცი ( მკერდი)

2 პამიდორი

2 სტაფილო

2 ხახვი

150 მლ.მშრალი ღვინო

3 წითელი ბულგარული

7 კარტოფილი

3 ტოტი ოხრახურში

3 ტოტი კამა

5 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

6 გრ.წიწაკა

6 გრ.ხმელი ქინძი

1,5 ლ წყალი

 

დიდი ზომის თუჯის ქვაბში ჩავყაროთ კუბებად დაჭრილი ღორის ხორცის ქონი,

ლორი და ცეცხლზე გავადნოთ,დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.

შემდეგ მოვაყაროთ წიწაკა,ხმელი ქინძი.

 

ხორცი დავჭრათ 2 სმ-ის სისქის  ნაჭრებად, ჩავყაროთ თუჯის ქვაბში ,რომ შეწითლდება,დავასხათ წყალი,

მოვაყაროთ მარილი,დავახუროთ ქვაბს თავსახური და  ვხარშოთ 40 წუთი.

 

კერძს დავუმატოთ დაჭრილი რგოლებად სტაფილო, ბულგარული და 4-ად გათლილი,გაყოფილი კარტოფილი .

დავახუროთ ქვაბს თავსახური და 15 წუთის შემდეგ კი  ჩავყაროთ კუბებად დაჭრილი პამიდორი ,

დავასხათ ღვინო.კერძის მომზადება გავაგრძელოთ 10-15 წუთი თავდახურულ ჭურჭელში.

მზა ბოგრაჩის მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.

 

ინგრედიენტები:

 

500 გრ.ფქვილი

225 მლ წყალი

1 პატარა თავი ხახვი( საიდუმლო ინგრედიენტი)

1 ჩ.კოვზი

 

გულსართი:

 

175გრ საქონლისა და 125 გრ.ღორის ხორცის შერეული ფარში

1 თავი ხახვი

1/4 ჩ.კოვზი ძირა

1/4 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

2 ჩ.კოვზი მარილი

წიწაკა გემოვნებით

 

 

 

2 ხახვი გავხეხოთ და 1ს.კოვზი წვენი გამოვწუროთ.

 

გაცრილ ფქვილს მოვაყაროთ მარილი,დავასხათ წყალი და 1 ს.კოვზი ხახვის წვენი.

მოვზილოთ ცომი.ხახვი წვენი ჩებურეკს აძლევს კარგ ოქროსფერს და კანი

ხდება კნატუნა.

 

ცომი შევახვიოთ საკვების შესაფუთ პარკში და გავაჩეროთ 

2 საათი ოთახის  ტემპერატურაზე.

 

ფარშს დავუმატოთ გახეხილი ხახვი,სანელებლები.

 

ცომი დავყოთ 50 გრამიან გუნდებად. ფქვილიან ზედაპირზე ისე გავაბრტყელოთ,

რომ მიიღოს მგვრალი ფორმა.

 

ცომის თითოეულ ფირფიტაზე მოვათვსოთ ფარში, გადავკეცოთ და კიდეები

შემოვაჭრათ ან ჩანგლის კბილებით დავაწვეთ.

 

ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი იმდენი,რომ ჩებურეკი დაიფაროს,შევწვათ 

ორივე მხრიდან.

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

800 გრ.საქონლის ხორცი(უცხიმო)

1/3 ჩ.კ მარილი

1/3 ჩ.კ შავი დაფქული წიწაკა

 

 გულსართი

3 კვერცხი

5 ტოტი მწვანე ხახვი

5 ტოტი კამა

 

 

150 გრ.მაგარი ყველის ფირფიტები

 

სოუსი

1 კვერცხი

2 ს.კოვზი არაჟანი

1/3 ჩ.კოვზი მშრალი ნიორი

1/3 ჩ.კოვზი ბაზილიკი

 

 სოუსის მოსამზადბლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში შევურიოთ.

 

 კვერცხი მოვხარშოთ ,დავწრათ წვრილად,შევურიოთ მწვანილი და სოუსი.

 

ხორცი გავრეცხოთ,გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით

ხორცი ჩავჭრათ შუაში ნახევრამდე( ძირი არ ჩავუჭრათ),გადავხსნათ

შემდეგ ჩავჭრათ მარჯვნი და მარცხნივ , წიგნივით გადავშალოთ.

 

ხორცი დავბეგვოთ და ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი,შავი დაფქული წიწაკა.

მასზე დავალაგოთ ყველის ფირფიტები,ზემოდან  თანაბრდ გადავანაწილოთ გულსართი,

გადავახვიოთ რულეტივით,შევკრათ ძაფით.

 

რულეტი ზეთიან ტაფაზე 1 წუთი შევწვათ ორივე მხრიდან,შევახვიოთ ფოლგაში

და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.

500 გრ.საქონლის ხორცი(უძვლო)

2 თავი ხახვი

2 სტაფილო

1 ს.კოვზი თაფლი

35 გრ.სახამებელი

1 დიდი წითელი ბულგარული წიწაკა

2-3 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

2 ს.კოვზი სოიოს სოუსი

ზეთი

 

 ხორცი დავჭრათ გრძელ და წვრილ ნაჭრებად.

 

მარინადისათვის სოიოს სოუსში შევურიოთ თაფლი.

 

ხორცის ნაჭრები ამოვსვაროთ სახამებელში და დავამარინადოთ.

 

 ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად,სტაფილო და ბულგარული კი წვრილად და გრძლად.

ნიორი გავხეხოთ.

 

ვოკში ჩავასხათ ზეთი და გავახუროთ,ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები,შევწვათ.

 შემწვარი ხორცი თეფშზე გადმოვიტანოთ.

 

იმავე ტაფაში ზეთში მოვშუშოთ ბოსტნეული შემდეგი თანმიმდევრობით: ნიორი,ხახვი,სტაფილო ბულგარული.

 

შემდეგ მოშუშულ ბოსტნეულს შევურიოთ შემწვარი ხორცი ,მოვაყაროთ სანელებლები და ცეცხლზე გავაჩეროთ 1-2 წუთი.

 

ინგრედიენტები:

800 გრ.ძროხის ძვლიანი  ხორცი 

6-7 კარტოფილი

1-2 ს.კოვზი ტომატ - პასტა

1 თავი ხახვი

2  - კბილი ნიორი

3-4 ს.კოვზი ბრინჯი

2 სტაფილო

1 დაფნის ფოთოლი

 კამა,ოხრახურში გემოვნებით

მარილი,პილპილი გემოვნებით

 

 

ძროხის ხორცი დავჭრათ,დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.

 

როცა ხორცი მოიხარშება,ჩავამატოთ მსხვიდად დაჭრილი კარტოფილი ,1 სტაფილო 

და გარეცხილი ბრინჯი.ბოსტნეული და ბრინჯი მოვხარშოთ ბულიონში.

 

ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ხახვი გახეხილ სტაფილოსთან და ნიორთან ერთად ,დავუმატოთ

ტომატ - პასტა და ცოტა ხანი კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე.

 

მოშუშული ბოსტნეულიც ჩავამატოთ  ბულიონში,დავუმატოთ მარილი,წიწაკა,მწვანილები.

წამოვადუღოთ და წვნიანი მზადაა.

 

 

ინგრედიენტები:

500 გრ. საქონლის ან ცხვრის ხორცი

500 გრ.ბრინჯი

150 გრ.ცხიმი ან 120 მლ.ზეთი

1 თავი ნიორი

1 სტაფილო

მარილი,წითელი დაფქული წიწაკა,ძირა გემოვნებით

 

 

 ყაზანში ან თუჯის ქვაბში  ჩავასხათ   ზეთი  და მოვხრაკოთ ხახთან ერთად  კუბებად დაჭრილი ხორცი.

 

ხორცი,რომ დარბილდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ სტაფილოს ფერშეცვლამდე.

 

ხორცს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,ძირა ,დავასხათ 5 ჭიქა წყალი,ჩავდოთ 1 თავი ნიორი და წამოვადუღოთ.

შემდეგ  ჩავყაროთ ბრინჯი და დაველოდოთ სითხის დაშრობას.მომზადების პერიოდში ერთხელ ამოვურიოთ.

სულ ესაა.გემრიელად მიირთვით.

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ კარტოფილი

800 გრ. საქონლის  ან ღორის ხორცის ფარში

5-6 კვერცხი

2 თავი ხახვი

300 გრ.ყველი

 400 გრ.მაიონეზი

150 გრ.ზეითუნის ზეთი

მარილი,პილპილი გემოვნებით

 

 

1. მოხარშული კარტოფილი ჩავახეხოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.

 

2. მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი, მოვასხათ ზეთი.

 

3.ცალკე ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავაყაროთ საქონლის ხორცის ფარში და მოვშუშოთ.

  ხორცთან ერთად მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

 

4.კარტოფილის ფენას თანაბრად მოვაყაროთ ხორცი.

 

5.შემდეგ ჯერ დავახეხოთ მოხარშული კვერცხი,ბოლოს ყველი.

 

6. მოვასხათ მაიონეზი და შევდოთ გაზქურაში 40 წუთი.

 

ინგრედიენტები:

1 კგ.ღორის ხორცი

3 პამიდორი

3 ხახვი

მაიონეზი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

ღორის ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და დავბეგვოთ.

 

ხორცის ნაჭრებს ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

 

ღუმელის ტაფაზე დავალავოთ ხორცის ნაჭრები,მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი,დავალაგოთ პამიდვრის ნაჭრები,

მოვასხათ მაიონეზი,მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევწვათ ღუმელში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 

45 წუთი.

ინგრედიენტები:

650 გრ.ფქვილი

3 კვერცხი

250 მლ წყალი

200 გრ.კარაქი

0,5 ჩ კოვზი მარილი

11-1 ჩ.კოვზი თეთრი და შავი სეზამის მარცვლები

 

გულსართი:

500 გრ.ძროხის რბილი  ხორცი

100 გრ. ცხიმი

300 გრ.ხახვი

1 ჩ.კოვზი ძირა

1/4 ჩ.კოვზი შავი დაფქული წიწაკა

1/4 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 ჩ.კოვზი მარილი

 

 

 

 

თასში ჩავდოთ  50 გრ.კარაქი,დავასხათ ცხელი წყალი( 37-40 გრდუსი),ჩავასხათ გათქვეფილი კვერცხი.

 

3 ჭიქა ფქვილში შევურიოთ მარილი (მეოთხე ჭიქა ფქვილი დაგვჭირდება ფქვილის დასამატებლად  და მაგიდაზე მოსაყრელად)

და  დავასხათ სითხე.მოვზილოთ  ცომი. მეოთხე ჭიქაიდან   ფქვილი  თვალზომით დავყაროთ მაგიდაზე და ცომის მოზელვა 

გავაგრძელოთ.მივიღებთ დამყოლ,რბილ,ელასტიურ ცომს.

ცომი შემახვიოთ პარკში და დავასვენოთ. ამასობაში გავადნოთ კარაქი.

 

 ხორცი დავკეპოთ ,შევურიოთ  გატარებული  ცხიმი,წვრილად დაჭრილი ხახვი და სუნელები.

 

ცომისაგან მოვამზადოთ 3 გუნდა,თითოეული გავაბრტყელოთ 2 სმ-ის სისქეზე( მაგიდაზე მოვაყაროთ 1 ჩ.კოვზი კარტოფილის  სახამებელი),

თითოეულს წავუსვათ გამდნარი კარაქი,გავაჩეროთ 5 წუთი  და სამივე ფენა ერთმანეთზე დავალაგოთ,გადავახვიოთ რულეტივით და  დავყოთ ნაწილად .

შევდოთ საყინულეში 15 წუთი.

 

 

თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ და  ჩავდოთ გულსართი ,შევახვიოთ  სამკუთხედებად

 

 სამსა გამოვაცხოთ 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.გამოცხობამდე 15 წუთით

ადრე წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ სეზამი.

 

 

 

Wednesday, 27 December 2017 04:47

სალათი " ძაღლი"

ინგრედიენტები 4 პორციისათვის:

  • შებოლილი ქათმის ფილე— 300 გრ.
  • კარტოფილი– 6 — 7 ცალი
  • სტაფილო – 4 — 5 ცალი.
  • კვერცხი – 3 — 5 ცალი
  • მდნარი ყველი — 1 ცალი.
  • სოკოს მარინადი — 150 გრ
  • მაიონეზი– 100 — 150 გრ
  • მარილი
  • შავი დაფქული წიწაკა
  • მიხაკი(მოსართავად) — 6 ცალი
  • მოხარშული ძეხვი
  • კამა

მომზადება:

მოვხარშოთ კანიანად  კარტოფილი ,სტაფილო და კვერცხი.

კარტოფილი გავფცქვნათ და გავხეხოთ.

ასევე ცალ-ცალკე ჭურჭელში გავხეხოთ სტაფილო , კვერცხის ცილა და

გული.

შებოლილ ქათამს კანი მოვაცილოთ და დავჭრათ პატარა ნაწილებად.

სოკო დავწუროთ და დავჭრათ. 2-3 ცალი დავიტოვოთ გასაფორმებლად.

მდნარი ყველი ჯერ გავყინოთ,შემდეგ კი მსხვილად გავხეხოთ.

ავაწყოთ სალათი შემდეგი თანმიმდევრობით ფენებად

1 .კარტოფილ,ზემოდან მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ  მარილი

2 .შებოლილი ქათმის ხორცი

3.სოკო

4.ყველი,ზემოდან მოვასხათ მაიონეზი

5. სტაფილო

6.კარტოფილი,ზემოდან წავუსვათ მაიონეზი.

. 

სახის კონტურები გამოვიყვანოთ კვერცხის გულით,ხოლო ყურებზე  და

ცხვირზე მოვაყაროთ კვერცხის ცილა.,თვალების,წარბების

გასაკეთებლად გამოვიყენოთ სოკო,ენისათვის კი ძეხვის  ნაჭერი.

სალათი ძაღლი მზადაა და შევინახოთ მაცივარში

Page 1 of 4