Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

300 გრ.მოხარშული ძეხვი

1 კვერცხი ზემოდან წასასმელად

 

ძეხვი დავჭრათ ძალიან თხლად ან დააჭრევინეთ  ყიდვისას მაღაზიებში.

 

შემდეგ მოვამზადოთ ცომისა და ძეხვისაგან ყვავილები ისე,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები

 

  

 

 

 ზემოდან გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 200 გრადუსზე  გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-30 წუთი.

 

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

300 გრ.მოხარშული ძეხვი

1 კვერცხი ზემოდან წასასმელად

კეჩუბი

ღვეზელებს გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და წინასწარ  გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე გამოვაცხოთ

15-20 წუთი,შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ კიდევ 20 წუთი.

 ღვეზელებს გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და წინასწარ  გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე გამოვაცხოთ

15-20 წუთი,შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ კიდევ 20 წუთი.

Published in ღვეზელი

ინგრედიენტები

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

სიროფი

2 ჭიქა წყალი

1 ს.კოვზი კონიაკი

ვანილი

 5 ს.კოვზი შაქარი

 

გულსართი 

4-5 ცალი წითელი ვაშლი

 

გარეცხილ ვაშლს გული გამოვუღოთ,დავჭრათ თხელ რგოლებად.თითოეული რგოლი გავჭრათ შუაზე.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისაგან მოვამზადოთ სიროფი,ჩავაწყოთ ვაშლის თხელი  ფირფიტები

და 1-2 წუთი წამოვადუღოთ.

 

ფირფიტები ამოვიღოთ სიროფიდან და საწურზე  დავწრიტოთ.

 

მოვამზადოთ ვარდები ისე,როგორც ეს სურათზე არის ნაჩვენები.

 

ფენოვანი ცომის'' ვარდები'' ჩავაწყოთ ცხიმწასმულ მაფინის ფორმებში და გამოვაცხოთ 

200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 25-30 წუთი..

ფენოვანი ნამცხვარი ბოლომდე გავაციოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა

Published in ღვეზელი
Wednesday, 27 December 2017 04:47

სალათი " ძაღლი"

ინგრედიენტები 4 პორციისათვის:

  • შებოლილი ქათმის ფილე— 300 გრ.
  • კარტოფილი– 6 — 7 ცალი
  • სტაფილო – 4 — 5 ცალი.
  • კვერცხი – 3 — 5 ცალი
  • მდნარი ყველი — 1 ცალი.
  • სოკოს მარინადი — 150 გრ
  • მაიონეზი– 100 — 150 გრ
  • მარილი
  • შავი დაფქული წიწაკა
  • მიხაკი(მოსართავად) — 6 ცალი
  • მოხარშული ძეხვი
  • კამა

მომზადება:

მოვხარშოთ კანიანად  კარტოფილი ,სტაფილო და კვერცხი.

კარტოფილი გავფცქვნათ და გავხეხოთ.

ასევე ცალ-ცალკე ჭურჭელში გავხეხოთ სტაფილო , კვერცხის ცილა და

გული.

შებოლილ ქათამს კანი მოვაცილოთ და დავჭრათ პატარა ნაწილებად.

სოკო დავწუროთ და დავჭრათ. 2-3 ცალი დავიტოვოთ გასაფორმებლად.

მდნარი ყველი ჯერ გავყინოთ,შემდეგ კი მსხვილად გავხეხოთ.

ავაწყოთ სალათი შემდეგი თანმიმდევრობით ფენებად

1 .კარტოფილ,ზემოდან მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ  მარილი

2 .შებოლილი ქათმის ხორცი

3.სოკო

4.ყველი,ზემოდან მოვასხათ მაიონეზი

5. სტაფილო

6.კარტოფილი,ზემოდან წავუსვათ მაიონეზი.

. 

სახის კონტურები გამოვიყვანოთ კვერცხის გულით,ხოლო ყურებზე  და

ცხვირზე მოვაყაროთ კვერცხის ცილა.,თვალების,წარბების

გასაკეთებლად გამოვიყენოთ სოკო,ენისათვის კი ძეხვის  ნაჭერი.

სალათი ძაღლი მზადაა და შევინახოთ მაცივარში

ინგრედიენტები:

4 კარტოფილი

5 კვერცხი

3 მჟავე კიტრი

1 ნედლი კიტრი

2  დიდი ზომის მჟავე მწვანე ვაშლი (სურვილისამებრ)

600 გრ.ქათმის ფილე ან ძეხვი ''დოქტორსკი"

1 პატარა ქილა დაკონსერვებული ბარდა

3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო

200 გრ. მაიონეზი

1 პატარა კონა კამა ,მწვანე ხახვი ნახ. კონა

მარილი,დაფქული შავი წიწაკა

 

კარტოფილი და სტაფილო კარგად გავრეცხოთ, ბოსტნეული ქერქიანად მოვხარშოთ,კარგად გავაცივოთ და ქერქი მოვაცილოთ .

 

კვერცხი და ქათმის ფილე მოვხარშოთ.

 

ვაშლი გავთალოთ ,გამოვუღოთ გული .მჟავე ვაშლი სალათს ძალიან უხდება.შესაძლებელია ,რომ ეს ინგრედიენტი საერთოდ არ გამოვიყენოთ.  .

 

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი პატარა წომის კუბებად დავჭრათ და  ერთმანეთში შევურიოთ.

 

ინგრედიენტები გადავიტანოთ დიდი ზომის თასში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,ბარდა და მაიონეზი მოვასხათ.

თასში ყველა ინგრედიენი კარგად შევურიოთ,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და გავაფორმოთ ჩვენი გემოვნებით.

 

 

\"\"

ინგრედიენტები:

 

800-900 გრ გაცრილი ფქვილი

1ჩ.კოვზი საფუარი

1ჩ.კოვზი მარილი

5 გრ.შაქარი

30-40 გრ.ზეთი

თბილი წყალი

 

თასში მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ,ავაფხვიეროთ, ზეთი მოვასხათ და თბილ წყალში მაგარი ცომი მოვზილოთ.

 

ცომს ზემოდან ზეთიანი ხელი გადავუსვათ.თასს ტილო გადავაფაროთ და ცომი 15-20 წუთი სითბოში დავაყოვნოთ.

 

ამოსული ცომი გადავზილოთ და 150 გრამიან გუნდებად დავყოთ

 

ინგრედიენტები პიცა პეპერონისათვის:

150 გრ.პიცის ცომი

ძეხვი პეპერონი(იყიდება სუპერმარკეტებში)

7 გრ.წითელი ხახვი

150 გრ,მოცარელა ან ნაკლებ მარილიანი სულგუნი

40 გრ.პომიდვრის სოუსი

ორეგანო

მწარე წიწაკა

 

ცომი გავაბრტყელოთ,პომიდვრის სოუსი წავუსვათ, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოვაყაროთ,პეპერონი სურვილისამებრ დავალაგოთ,

მსხვილ სახეხზე გახეხილი სულგუნი,მწარე წიწაკა,ორეგანო მოვაყაროთ  და წინასწარ გახურებულ ღუმელში 250 გრადუსზე გამოვაცხოთ.

 

რჩევა:

ამ ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ პიცა მარგარიტა,ფუნგი,კაპრიჩიოზა,კვადრო.იგი  მაცივარში 3-4 დღე ინახება.