Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

5 ცალი მწყერი

100 მლ ზეთი

50 გრ.კარაქი

მარილი გემოვნებით

აჯიკა სურვილისამებრ

 

გასუფთავებული მწერი გავრეცხოთ,გავაშროთ,მოვაყაროთ მარილი  და წავუსვათ აჯიკა(სურვილისამებრ).

 

გავაცხელოთ ტაფა,დავასხათ ზეთი,დავაწყოთ მწყერი.

 

თითოეულ მწყერს დავადოთ 10 გრ.კარაქი და შევწვათ ორივე მხრიდან.

 

ინგრედიენტები:

1 კგ.არტალა

4-5 კბილი ნიორი

1 ცალი სტაფილო

2 ს.კოვზი ბრინჯი

1 დაფნის ფოთოლი

4-5 კარტოფილი

1 კონა ნიახური

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

არტალა ეს არის ძროხის ტვინიანი ძვალი ხორცთან ერთად ანუ ძროხის ბარკლის ქვედა ნაწილი,წვივები.

 

არატალა გავრეცხოთ თბილ წყალში,მოვათავსოთ ქვაბში,დავასხათ წყალი და 3-4 საათი ვხარშოთ.

პირველი ნახარში გადავაქციოთ.ხარშვისას ქვაბში ჩავდოთ სხვადასხვა მწვანილების კონა(ბულეტი) და დაფნის ფოთოლი.

 

ხორცი გავანთავისუფლოთ ძვლებისაგან და წვრილად დავჭრათ.წვენიდან ამოვიღოთ მწვანილების კონა,დაფნის ფოთოლი.

ბულიონში ჩავდოთ ოთხად ბაჭრილი კატროფილი,რგოლებად დაჭრილი სტაფილი,ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი

და მოვხარშოთ.ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიახური, ნიორი ,მარილი და წიწაკა გემოვნებით.

 

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი არტალის წვნიანს ამზადებს მაკარონით და ბულიონში უმატებს პამიდორს.მაკარონს

პამიდორი ძალიან უხდება.

 

შესაძლებელია ,რომ არტალას არც კარტოფილი  და არც სტაფილო არ დავუმატოთ.მოზრდილები ხშირ შემთხვევაში მიირთმევენ

არტალის ბულიონს ნიორთან ერთად.ბულიონს აუცილებლად უნდა დავუმატოთ ნიახური.მოგეწონა რეცეპტი?გთხოვთ,გაუზიარეთ

მეგობრებს.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ ძროხის  ხორცი

1 კგ .კარტოფილი

5 წვნიანი დიდი ზომის პომიდორი

2 წითელი მწარე წიწაკა

5 კბილი ნიორი

15 გრ.ქინძი

15 გრ.ოხრახურში

10 გრ.რეჰანი

2 დაფნის ფოთოლი

5 ს.კოვზი ზეთი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

გარეცხილი ხორცი დავჭრათ ნაჭრებად.ჩავაწყოთ ქვაბში,დავასხათ წყალი,

ჩავდოთ დაფნის ფოთოლი , წითელი წიწაკა და მოვხარშოთ.

 

პერიოდულად ქაფი მოვაშოროთ.ბულიონი გავაგრილოთ და გადავწუროთ.

 

ცალკე ტაფაზე ხარშვის დროს წარმოქმნილ ცხიმში ხორცის ნაჭრებთან ერთად 

მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი,დავასხათ,კანგაცლილი,გახეხილი პამიდორი,

დავასხათ ცოტა ხორცის ნახარში, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი,ტაფას თავზე

დავახუროთ და მოვხარშოთ. კერძი მივიყვანოთ მზადყოფნამდე.

 

ბოლოს დავუმატოთ დაწრილი ნიორი, მწვანილები,მარილი და წიწაკა.ცეცხლზე გავაჩეროთ

3 წუთი და გადმოვდგათ.

 

 

სოუსი ღორის ხორცით

 

1 კგ ღორის   ხორცი

1 კგ .კარტოფილი

3 წითელი ბულგარული

5 დიდი ზომის წვნიანი პომიდორი

2 წითელი მწარე წიწაკა

5 კბილი ნიორი

15 გრ.ოხრახურში

2 დაფნის ფოთოლი

5 ს.კოვზი ზეთი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 

 ღორის ხორცი გავრეცხოთ,ნაჭრებად დავჭრათ,დავასხათ 300 მლ წყალი

 და თავდახურულ ჭურჭელში მაღალ ცეცხლზე მოვხარშოთ.ბულიონს ხშირად მოვურიოთ.

 

წვენი , თითქმის რომ  ამოშრება,ისევ დავასხათ წყალი და მოვხარშოთ თავდახურულ ჭურჭელში

მაღალ ცეცხლზე.ასე გავიმეორებთ კიდევ 2-ჯერ.ამ წესით მოხარშული ღორის ხორცი

გამოდის ძალიან რბილი.

 

ღორის ხორცს დავუმატოთ დაფნის ფოთოლი,ხახვი,ზეთი და საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ 5 წუთი

ხორცთან ერთად.

 

დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი,დავასხათ ადუღებული 1 ლიტრა წყალი და

გავაგრძელოთ კერძის მომზადება კარტოფილის მოხარშვამდე.

 

კერძში ჩავამატოთ კანგაცლილი კუბებად დაჭრილი პომიდორი და გავაგრძელოთ 

მომზადება თავდახურულ ჭურჭელში საშუალო ცეცხლზე 10 წუთი.

 

.

სოუსს  დავუმატოთ დაჭრილი ბულგარული,სუნელი,მარილი და წიწაკა.კიდევ გავაგრძელოთ

10 წუთი კერძის მომზადება.ბოლოს ჩავამატოთ წვრილად  დაჭრილი წიწაკა და მწვანილი

და  იქვე ცეცხლიდან გადმოვდგათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Wednesday, 09 August 2017 03:02

კუჭმაჭი

ინგრედიენტები:

300 გრ ფრინველის გული

300 გრ .ფრინველის კუჭი

300 გრ.ფრინველის ღვიძლი

2 თავი ხახვი

4 კბილი ნიორი

1 ცალი წითელი წიწაკა

6 გრ.კოწახური

6 გრ.უვხო სუნელი

3 გრ ყვითელი ყვავილი

ქონდარი გემოვნებით

ხმელი მწვანე ბაზილიკი გემოვნებით

120 მლ წითელი მშრალი ღვინო

ნახ.ჩ.კოვზი მარცვალი შავი წიწაკა

1 ჩ.კოვზი ქინძის მარცვლები

100 მლ.ზეთი

12 გრ .მარილი ან  გემოვნებით

3 გრ.დაფქული შავი წიწაკა

 

გახურებულ ტაფაზე დავასხათ 2 ს.კოვზი ზეთი.

 

ფრინველის გული გავჭრათ შუაზე,ხოლო კუჭი და ღვიძლი გავყოთ 4 ნაწილად.

 

დავყაროთ გახურებულ ტაფაზე გულები ,  კუჭები და საშუალო ცეცხლზე შევწვათ.

 

 დაახლოებით 5 წუთის შემდეგ  ცხელშივე მოვაყაროთ  მარილი გემოვნებით,შავი დაფქული

წიწაკა , მოვასხათ 60 მლ.ღვინო და  დაველოდოთ, სანამ ალკოჰოლი აორთქლდება.

 

ცეცხლს ძალიან დავუწიოთ და ვშუშოთ დაახლოებით30 წუთი,სანამ კუჭები კარგად არ შეიწვება.

 

ხახვი დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. მეორე ტაფაზე დავასხათ 60 მლ.ზეთი და  მოვშუშოთ ხახვი.

დავაყაროთ ღვიძლები და შევწვათ.

 

  ნიორი,წიწაკა,კოწახური,ქინძის ,შავი წიწაკის მარცვლები,მარილი დავნაყოთ და მიღებული 

მასა გავხსნათ 60 მლ .ღვინოში.

 

ფრინველის შიგნეული ერთმანეთში შევურიოთ,შევკაზმოთ დანაყილი მასით,დავუმატოთ

ხმელი ბაზილიკი(შეგვიძლია არც დავუმატოთ),უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი,ქონდარი

და 5 წუთი გავჩეროთ საშუალო ცეცხლზე.

 

კუჭმაჭი მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით,წითელი ხახვითა და ქინძით.

 

 

იმგრედიენტები:

1,5 კგ ხბოს ხორცი

400 - 500 მლ. ზეთი

მეგრული აჯიკა

2 კგ. კარტოფილი

1 ულუფაზე 1 ცალი კიტრი 

1 კონა ქინძი

ხახვი,წიწაკა გემოვნებით

 

ხბოს ნეკნები  სიგრძეზე ჩავჭრათ (თითო ნეკნზე) და შევწვათ ზეთიან ტაფაზე.

 

ნეკნები გადავიტანოთ ღრმა ტაფაში.მეგრული აჯიკა წყლით გავათხელოთ(ძალიან თხელი არ უნდა მოგვივიდეს) და

მოვასხათ  ნეკნებს , შევდგათ ჰაერღყუმელში ცოტა ხნით.

 

გარეცხილი,გათლილი კარტოფილი გრძლად დავჭრათ და ზეთში შევწვათ ტაფაზე.

 

აჯიკიანი ნეკნები გადავიტანოთ ქოთნებში.

თითო ქოთანში მოვათავსოთ დაახლოებით 6 ცალი.ზემოდან გადავანაწილოთ ჯერ დაჭრილი

კარტოფილი,შემდეგ კი კიტრი.მოვაყაროთ ხახვი,ქინძი,წიწაკა.