Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

 

ინგრედიენტები 1 პორციისათვის:

1 ფუნთუშა

1 ივერცხი

10 გრ.ლორი

10 გრ.მჟავე კიტრი

20 გრ.კარაქი

რძე

მარილი, შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მწვანილი 

 

 

 ფუნთუშას მოვაჭრათ თავი ,გამოვუღოთ გული და დავასველოთ რძით.

 

ფუნთუშის ფორმის ძირზე დავდოთ კარაქი,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ლორი და მჟავე კიტრი,

ზემოდან დავახალოთ კვერცხი.მოვაყაროთ მარილი და შავი დაფქული წიწაკა.

 

ფუნთუშა გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 5 წუთი,შემდეგ ღუმელს  დავუწიოთ 180 გრადუსამდე 

და გამოვაცხოთ 10 წუთი.

 

 

 

 

ინგრედიენტები:

800 გრ.საქონლის ხორცი(უცხიმო)

1/3 ჩ.კ მარილი

1/3 ჩ.კ შავი დაფქული წიწაკა

 

 გულსართი

3 კვერცხი

5 ტოტი მწვანე ხახვი

5 ტოტი კამა

 

 

150 გრ.მაგარი ყველის ფირფიტები

 

სოუსი

1 კვერცხი

2 ს.კოვზი არაჟანი

1/3 ჩ.კოვზი მშრალი ნიორი

1/3 ჩ.კოვზი ბაზილიკი

 

 სოუსის მოსამზადბლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში შევურიოთ.

 

 კვერცხი მოვხარშოთ ,დავწრათ წვრილად,შევურიოთ მწვანილი და სოუსი.

 

ხორცი გავრეცხოთ,გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით

ხორცი ჩავჭრათ შუაში ნახევრამდე( ძირი არ ჩავუჭრათ),გადავხსნათ

შემდეგ ჩავჭრათ მარჯვნი და მარცხნივ , წიგნივით გადავშალოთ.

 

ხორცი დავბეგვოთ და ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი,შავი დაფქული წიწაკა.

მასზე დავალაგოთ ყველის ფირფიტები,ზემოდან  თანაბრდ გადავანაწილოთ გულსართი,

გადავახვიოთ რულეტივით,შევკრათ ძაფით.

 

რულეტი ზეთიან ტაფაზე 1 წუთი შევწვათ ორივე მხრიდან,შევახვიოთ ფოლგაში

და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.

ინგრედიენტები:

1 კგ კარტოფილი

800 გრ. საქონლის  ან ღორის ხორცის ფარში

5-6 კვერცხი

2 თავი ხახვი

300 გრ.ყველი

 400 გრ.მაიონეზი

150 გრ.ზეითუნის ზეთი

მარილი,პილპილი გემოვნებით

 

 

1. მოხარშული კარტოფილი ჩავახეხოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.

 

2. მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი, მოვასხათ ზეთი.

 

3.ცალკე ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავაყაროთ საქონლის ხორცის ფარში და მოვშუშოთ.

  ხორცთან ერთად მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

 

4.კარტოფილის ფენას თანაბრად მოვაყაროთ ხორცი.

 

5.შემდეგ ჯერ დავახეხოთ მოხარშული კვერცხი,ბოლოს ყველი.

 

6. მოვასხათ მაიონეზი და შევდოთ გაზქურაში 40 წუთი.

 

ინგრედიენტები:

300 გრ.ქათმის ფილე

2 ნაჭერი თეთრი პური ( 50 გრ)

1  პატარა თავი ხახვი

1/2 ჭიქა რძე

1 კვერცხი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ყველი  სულგუნი 70 გრ

 

 

 ქათმის ფილე,რძეში დამბალი და გაწურული პური,ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში.

შევურიოთ კვერცხი,მარილი,წიწაკა.

 

ყველი დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.

 

ფარშში შევახვიოთ ყველი,მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ საფანელში და შევწვათ 5-5 წუთი

ორივე მხრიდან ტაფაზე ზეთში. შემდეგ ტაფას თავსახური დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე

გავაგრძელოთ კატლეტების მომზადება .

 

 

 მე-2 ვერსია

 

1 კგ შერეული ხორცის ფარში

200 გრ.ყველი სულგუნი

1/2 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

5 გრ.ქინძი

მარილი გემოვნებით

 

 

 

 ფარში გავატაროთ ორჯერ,დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი,ქინძი,

გახეხილი ნიორი,ძირა,მარილი .

 

ფარშში შევახვიოთ ყველი,მივცეთ კატლეტის ფორმა, ტაფაზე გახურებულ ზეთში შევწვათ 3-3 წუთი 

ორივე  მხრიდან ტაფაზე, ცეცხლს დავუწიოთ  ,მოვასხათ  ცოტა წყალი,დავახუროთ  თავზე და

შევწვათ.

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 შეკვრა ფენოვანი ცომი

500 გრ.სოსისები 

300 გრ.ყველი

კეჩუბი მოსასხმელად

1 კვერცხი

 

  

 

 

 

Published in ღვეზელი

ინგრედიენტები:

500 გრ. ხის სოკო

1 კონა ტარხუნა

1 კონა  ქინძი

1 კონა მწვანე ხახვი

1-2  კბილი ნიორი

1-2 მწვანე მწარე წიწაკა 

3-4 კვერცხი

150-200 გრ .იმერული ყველი

ან სულგუნი

80 გრ.  კარაქი

1 ს.კოვზი ზეთი

მარილი გემოვნეთით

 

 

სოკო და  მწვანე ხახვი  დავჭრათ .

გახურებულ ღრმა ტაფის ძირში ზეთი მოვასხათ,ჩავაგდოთ კარაქი,დავყაროთ სოკო და ხახვი.

ტაფას თავზე დავახუროთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

 

წვრილად დაჭრილი მწვანილი,წიწაკა,ნიორი მოვაყაროთ ხახვთან ერთად ჩათუშულ სოკოს

 და კიდევ გავაგრძელოთ ჩათუშვა 2-3 წუთი.

 

მოვასხათ ზემოდან ათქვეფილი კვერცხი და თავდახურულ ჭურჭელში გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე

1 წუთი.

 

ბილოს ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი ყველის ნაჭრები და თავდახურულ ტაფაში

დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 2-3 წუთი.მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ ,გაუზიარეთ 

მეგობრებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბორანოს ტრადიციული რეცეპტი -აჭარული სამზარეულო

ინგრედიენტები:

200 გრ.აჭარული დაწნული (ჩეჩილი ყველი}.

100 გრ.კარაქი

ცხელი  წყალი

 

ყველი დავჭრათ ძალიან წვრილად , დავასხათ ადუღებული წყალი,დავალბოთ და ბოლოს გადავწუროთ.

კარაქი გავადნოთ ტაფაზე და ცოტა ხნით მოვბრაწოთ.

კარაქი ,როგორც კი ფერს შეიცვლის (არ უნდა დაგვეწვას) და მოყავისფრო გახდება,მოვასხათ ყველს .კერძი 5 წუთი გავაჩეროთ.

ბორანო მზადაა.მივირთვათ გემრიელად.

 

 

ბორანო პურში - თანამედროვე ქართული სამზარეულო 

1 პური

150 გრ.სულგუნი

150 გრ.მოცარელა

2 კბილი ნიორი

60 გრ.კარაქი

1/4 კონა მწვანე ხახვი

ცოტა ქინძი

ცოტა პიტნა

 

ყველი გავხეხოთ,შევაზილოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,შევურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი,მწვანილი.

პური დავსეროთ ჯერ სიგრძეზე,შემდეგ სიგანეზე.ბოლომდე არ უნდა ჩავჭრათ.

პურის ყველა უჯრედი ამოვავსოთ შიგთავსით და გამოვაცხოთ 15-20 წუთი 180 გრადუსზე.

 

 

 

 

წყარო: იუთუბი ,გურმანია 25 ივნისი 2015 წელი

 

 

 

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

შერეული ფარში 1 კგ

ბარდა 100 გრ

კაპერსი 20 გრ

სიმინდის მარინადი 50 გრ

ლუდი 100 მლ

წითელი ბულგარულ;ი 1 ცალი

ხახვი 1/2 თავი

მწვანე ხახვი 1/2 კონა

პილპილი 2 გრ

დარიჩინი 2 გრ

სვანური მარილი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

 

თაშმიჯაბი:

კარტოფილი 3 ცალი

ჭყინტი ყველი 300 გრ

 

 

 თავდაპირველად მოვამზადოთ თ.აშმიჯაბი.მომზადების წესი იხ. აქ

 http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/161-2017-07-09-13-21-35

 

შერეულ ფარშს( საქონლის და ღორის ხორცი) დავუმატოთ,ბარდა,კაპერსი,უხეშად დაჭილი  სიმინდის ნარინადი,

კუბებად დაჭრილი ბულგარული,ხახვი,მწვანე ხახვი და შევაზავოთ სუნელებით.

ბოლოს დავუმატოთ ლუდი და კარგად მოვურიოთ.

 

საცხობ ფორმაში პირველ ფენად თანაბრად გადავანაწილოთ შეკაზმული ფარში და ზემოდან 

მეორე ფენად მოვათავსოთ თაშმიჯაბი.

ვაცხობთ 170 გრადუსზე 40 წუთი.

 

 

 

 

 

წყარო: გურმანია  26 აპრილი 2015 წელი

 

 

Published in ქართული
Sunday, 02 July 2017 06:35

აჩმა

ინგრედიენტები:

5-6 ცალი კვერცხი

250 ლ. წყალი

1 კგ უმარლესი ხარისხის ფქვილი

 

შიგთავსისათვის:

500-500 გრ იმერული და ჭყინტი ყველი

100 გრ.კარაქი

 

წასასმელად:

50 მლ .რძე

3 ცალი კვერცხი

50 გრ.კარაქი

 

 

თასში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი,დავუმატოთ კვერცხი და წყალი,მოვზილოთ მაგარი ცომი .

 

მოზელილი ცომი გავყოთ 5 ნაწილად.ცომის ერთი ნაწილი უნდა იყოს შედარებით დიდი.

ფართოპირიან თასში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ მარილი და წამოვადუღოთ.

 

ცომის თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ საცხობი ფორმის  ზომაზე.

გაბრტყელებული ცომი გადავახვიოთ ხის საბრტყელებელზე და პირიქითა მოძრაობით ჩავუშვათ მდუღარე წყალში.

 

ვხარშოთ 2 წუთი,ამოვიღოთ და ჩავდოთ ქვაბის გვერდზე მოთავსებულ ფართოპირიან,ცივი წყლით სავსე თასში.

ცომი,რომ გაცივდება,შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით,გადავიტანოთ საცხობ ფორმაში.

 

მოხარშულ ცომს მოვაყაროთ გახეხილი ყველი,მოვახეხეოთ კარაქის მეოთხედი,ზემოდან დავაფინოთ მეორე მოხარშული ფირფიტა და

ისევ მოვაყაროთ ყველი,მოვახეხოთ კარაქი .ასე გავიმეორებთ,სანამ ბოლოს ყველაზე დიდ ფენას არ გადავაფარებთ.ნაპირები ჩავუკეცოთ.

 

ზედა ფენაზე გადავუსვათ რძეში გახსნილი კვერცხის გული და დავჭრათ.

 

აჩმა შევდგათ ჰაერღუმელში და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ.ცხელ აჩმას ზემოდან წავუსვათ კარაქი.

 

თუ აჩმა მეორე დღისთვის დაგრჩათ,მაშინ  აჩმა ძალიან გემრიელია არაჟნით

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

500 გრ.კარტოფილი

150 გრ.ფქვილი

1 პატარა კვერცხი

1 ს.კ.მარილი

მოცარელა ან სულგუნი 600 გრ

პარმეზანი ან იმერული ყველი 500 გრ

4-5 ღერი ოხრახურში.

 

მუნდირში მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭყლიტოთ.

პიურეს დავუმატოთ კვერცხი,მარილი,ფქვილი და მოვზილოთ კარტოფილის ცომი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.თითოეული გავაბრტყელოთ გრძლად,დავჭრათ პატარა ნაწილებად და ზემოდან ჩავწყლიტოთ ჩანგლით .

 

      

კარტოფილის ცომის ნიოკები მოვხარშოთ ადუღებულ წყალში.

ტაფაზე გავადნოთ კარაქი,შევწვათ  ნიოკები და მოვაყაროთ გახეხილი ყველი,წვრილად დაჭრილი ოხრახურში , ცეცხლზე გავაცეროთ 1-2 წუთი და გადმოვდგათ.

 

მე-2 ვერსია

შესაძლებელია ნიოკი არ მოვხარშოთ გახეხილ ყველში შევურიოთ 3 გრ ორეგანო.

გამოსაცხობ ფორმის ძირში მოვაყაროთ გახეხილი ყველი,ზემოდან ჯერ  ნიოკი  არათანაბრად დავალაგოთ,შემდეგ  ყველი, ისევ ნიოკი და ასე დავალაგებთ ფენებად.

ნიოკი გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 20-25 წუთი.

 

 

 

Page 1 of 2