Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

1 კგ.ბურვაკის ხორცი

200 გრ.ნიგოზი

10 გრ.ნიორი

30 გრ.წითელი აჯიკა

ძმარი,მარილი,უცხო სუნელი,ხმელი ქინძი გემოვნებით

 

 ბურვაკის ხორცი მარილიან წყალში მოვხარშოთ,გავაციოთ,მოვაშოროთ ძვლები და 

 დავჭრათ.

 

ნიგოზი და ნიორი გავატართ ხორცსაკეპში ,დავუმატოთ აჯიკა,ხმელი ქინძი,უცხო სუნელი,

მარილი ,ძმარი.თუ საკმაზი მშრალი გამოგვივა, დავამატოთ ცოტა გადადუღებული წყალი .

 

საკმაზი ორივე მხრიდან წავუსვათ მოხარშული ბურვაკიხ ხორცს.

 

მე-2 ვერსია:

1 კგ.ბურვაკის ხორცი

30-40 გრ.ცოცხალი ქინძი

10 გრ.ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 

 

 ბურვაკის ხორცი მარილიან წყალში მოვხარშოთ,გავაციოთ,მოვაშოროთ ძვლები და 

 დავჭრათ.

 

ქინძი დანიორი დავნაყოთ,დავუმატოთ მარილი,წიწაკა დაწავუსვათ ორივე მხრიდან 

მოხარშული ბურვაკის ხორცს.

 

 

 

Sunday, 08 October 2017 09:17

სალათი"თბილისი"

ინგრედიენტები:

200 გრ.მოხარშული წითელი ლობიო

200-300 გრ.ღორის ხორცი

1 წითელი ხახვი

1 წითელი ბულგარული წიწაკა

2-3 კბილი ნიორი

1 კონა ქინძი

1 ს.კოვზი ძმარი

4-5 ს.კოვზი  ზეითუნის ხეთი

ნახ.ჩ კოვზი უცხო სუნელი

მარილი, პილპილი გემოვნებით

 

 

ღორის ხორცი მოვხარშოთ და დავჭრათ კუბებად.

 

ხახვი დავჭრათ  ხახვი ნახევარრგოლებად,ბულგარული კუბებად,ქინძი კი წვრილად დავჭრათ,ნიორი დავნაყოთ.

 

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,მოვაყაროთ გემოვნებით მარილი,პილპილი და 

მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ძმარი.

 

თუ ხახვს  მძაფრი გემო აქვს ,მაშინ ნახევარი საათი მოვათავსოთ ცხელ წყალში და შემდგომ გავწუროთ.

 

 

 

 წყარო : http://recepti.kz/

ინგრედიენტები:

1000 გრ.ლობიო

300-400 გრ.ღორის  ან ბატკნის ხორცი 

1-2 კბილი ნიორი

1-2 თავი ხახვი

1 პატარა კონა  ქინძი

1 პატარა.კონა ოხრახურში

პიტნა გემოვნებით

მარილი,სავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

 

 

 

 პარკი ლობიო  გავრეცხოთ,4 ნაწილად გავტეხოთ  და მოვხარშოთ.

ლობიოს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ და გავწუროთ.

 

ღრმა ტაფაში ნაჭრებად დაჭრილი ღორის ხორცი შევწვათ,სანამ ბოლომდე წყალს დაიშრობს

დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თავდახურულ ჭურჭელში ვშუშოთ.

 

კერძს შემდეგ დავუმატოთ ლობიო და გავაგრძელოთ შუშვა 5-10 წუთი.

ბოლოს ჩავამატოთ ნიორი,მარილი და წიწაკა გემოვნებით,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი

მწვანილი და ცეცხლზე გავაჩეროთ 1-2 წუთი.მოგეწონა რეცეპტი?გთხოვთ,გაუზიაროთ მეგობრებს.

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ. ღორის ხორცი

50 გრ.ხახვი

2 ც. დაფნის ფოთოლი

რამოდენიმე მარცვალი ბაჰარი

მარილი,პილპილი გემოვნებით

წითელი მშრალი ღვინო გემოვნებით

ან ძმარი.

 

ინგრედიენტები სოუსისათვის :

4 საშუალო  ზომის წვნიანი პამიდორი

2 ხახვი 

2 ს.კოვზი კარაქი 

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

მარილი,დაღერღილი წიწაკა გემოვნებით.

 

 

თავდაპირველად მოვამზადოთ ბასთურმა და შევწვათ მწვადი .

 

გასუფთავებული და გარეცხილი ხორცი დავჭრათ 50-50 გრიან ნაჭრებად.

ღრმა თასში მოვათავსოთ ხორცი,დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი,ბაჰარი,დაფნის ფოთოლი,

დავასხათ იმდენი ღვინო,რომ ხორცი არ დაიფაროს.

 

გავაჩეროთ მაცივარში 6-7 საათი და დროდადრო ამოვურიოთ.

ჩაბასტურმებული ხორცს მოვაყაროთ მარილი ,წიწაკა და შევწვათ ტაფაში საშუალო ცეცხლზე.

ხორცი შეგვიძლია წამოვაგოთ შამფურზე ან წალამზე და შევწვათ მაყალზე .

 

პამიდორი გავფცქვათ და  კუბებად დავჭრათ. ხახვი კი  წვრილად და გრძლად  .

ტაფა-ქვაბში გავადნოთ კარაქი  და მასში  ხახვი ოდნავ მოვშუშოთ.შემდეგ დავუმატოთ მწვადის ნაჭრები,

დავაყაროთ წვრილად დაჭრილი პომიდორი და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ 5-10 წუთი.

 

ბოლოს კერძი შევკაზმოთ ,ცეცხლზე გავაჩეროთ 1 წუთი და გადმოვდგათ.

მოვრთოთ მწვანილის ფოთლებით.

 

 

 

Published in ქართული
Saturday, 15 July 2017 10:20

მწვადი

ინგრედიენტები:

1 კგ. ღორის ხორცი

50 გრ.ხახვი

2 ც. დაფნის ფოთოლი

რამოდენიმე მარცვალი ბაჰარი

მარილი,პილპილი გემოვნებით

წითელი მშრალი ღვინო გემოვნებით

ან ძმარი.

 

 

 გასუფთავებული და გარეცხილი ხორცი დავჭრათ 50-50 გრიან ნაჭრებად.

 

ღრმა თასში მოვათავსოთ ხორცი,დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი,ბაჰარი,დაფნის ფოთოლი,

დავასხათ იმდენი ღვინო,რომ ხორცი არ დაიფაროს.

 

გავაჩეროთ მაცივარში 6-7 საათი და დროდადრო ამოვურიოთ.

 

ჩაბასტურმებული ხორცს მოვაყაროთ მარილი ,წიწაკა და შევწვათ ტაფაში საშუალო ცეცხლზე.

ხორცი შეგვიძლია წამოვაგოთ შამფურზე ან წალამზე და შევწვათ მაყალზე .

 

რჩევა:

მწვადი შეგვიძლია ბატკნის ან ხბოს ხორცითაც მოვამზადოთ.

ჩაბასთურმებისას კი გამოვიყენოთ მაწონი ან მაიონეზი.

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ პურის ფქვილი

1 ჩ.კოვზი საფუარი

500 მლ რძე ან წყალი

1 კვერცხი

1ჩ,კ მარილი

1ჩ.კ. შაქარი

50 მლ. მცენარეული ზეთი

 

 

900 გრ.ცხიმიანი ღორის ხორცი

300 გრ.საქონლის ხორცი

2-3 თავი ხახვი

4-5 კბილი ნიორი

1/2 ჩ.კ  ხმელი ქინძი

1/2 ჩ.კ უცხო სუნელი

1/4 ჩ.კ.ძირა

1/4 ჩ.კ  კვლიავი

1/2 ჩ.კ.დაფქული წითელი წიწაკა

მარილი,აჯიკა გემოვნებით

100 მლ ზეთი ზემოდან წასასმელად

 

 

 ხორცი დავჭრათ ძალიან პატარა ზომის ნაჭრებად,ჩავყაროთ თასში,შევკაზმოთ.

თასს თავზე დავახუროთ,შევდოთ მაცივარში და ხორცი დავამარინადოთ.

 

 რძე,საფუარი და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ.ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება.

შიგნით ჩავყაროთ მარილი,ჩავასხათ საფუარიანი მასა,ჩავაგდოთ კვერცხი და მოვზილოთ ერთგვაროვანი მასა.

თასს თავზე დავახუროთ და ცომი გავაჩეროთ ასაფუებლად.

აფუებული ცომი 2-ჯერ გადავზილოთ 15 წუთის შუალედით ზეთიანი ხელებით.

 

ცომი დავყოთ 300 გრამიან გუნდებად,გავაბრტყელოთ მრგვლად,შუაგულში მოვათავსოთ ფარში,

მოვუკრათ პირი და გავაბრტყელოთ ხაჭაპურივით.

 

გაბრტყელებული კუბდარი 220 გრადუსზე გამოვაცხოთ ღუმელში.

გამოცხობის შემდეგ ზემოდან წაუსვათ ზეთი.

 

რჩევა:

შესაძლებელიაავიღოთ 900 გრ საქონლის ხორცი და 300 გრ .საქონლის გულ-ღვიძლით შევავსოთ.

კუბდარის შიგთავსად შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე კალმახი ან ნებისმიერი თევზი.

1 კგ თევზის ფილე დავწრათ კუბებად,შევურიოთ 2-3 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი,1 კონა ქინძი,

მოვასხათ ზეთი , შევკაზმოთ აჯიკით  და მარილით.

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი 600 გრ

ანანასი 120 გრ

წითელი ბულგარული 2 ცალი

ნიორი 2 კბილი

ხახვი 1/2 თავი

მწვანე ხახვი 1 კონა

ოხრახურში 1 კონა

ჯინჯერი 10 გრ

მარილი 2 გრ

პაპრიკა 2 გრ

ზეთი 50 მლ

 

სოიოს გლაზური

სოიოს სოუსი 150 მლ

ყავისფერი შაქარი  50 მრ.

 

სერვირება

მოხარშული ბრინჯის ლაფშა 150 გრ

კოტლეტი

მწვანე ხახვი 5 გრ.

 

 ანანასი,ბულგარული ,ხახვი დავჭრათ წვრილად და შევურიოთ ფარშს.

ფარშში ჩავახეხოთ ნიორი,ჯინჯერი და შევკაზმოთ მარილითა და პაპრიკით.

მოვამზადოთ ფარშის ბურთები და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

 

სანამ კოტლეტი შეიწვება მოვამზადოთ სოიოს სოუსი:

 ცალკე ღრმა ტაფაზე დავასხათ სოიოს სოუსი,ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ.შაქარი გადნება და მასა გასქელდება.

 

 თეფშზე დავდოთ წინასწარ მოხარშული ბრინჯის ლაფშა ,კოტლეტები,მოვაყაროთ მწვანე ხახვი და მოვასხათ სოიოს გლაზური.

რჩევა:

კატლეტის ფარშს შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილიო მწვანე ხახვი და ოხრახურში.

 

ღორის ხორცის შიგთავსი:

500 გრ.მჭადის ფქვილი

200 მლ წყალი

200 გრ.ღორის ხორცი

50 გრ. ღორის ქონი

1/2 კონა ქინძი

2 კბილი ახალი ნიორი

2 გრ.დაღერღილი წიწაკა

2 გრ.ხმელი ქინძი

1 ცალი ლიმონი,ქინძი რეჰანი  გასაფორმებლად

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მჭადის ფქვილით მოვზილოთ ცომი და დავყოთ გუნდებად.

კეცი კარგად გავახუროთ.

ღორის ხორცი და ქონი დავკეპოთ წვრილად.შევაზავოთ წვრილად დაჭრილი  ნიორით,მწვანილებით,სანელებლებით.

გახურებულ  კეცში ნეშო ჩავაფინოთ.პირველ ფენად მჭადის ცომის სქელი ფენა  მოვათავსოთ,შუაში ღორის შიგთავსი მოვაქციოთ და ბოლოს ისევ მჭადის ცომის თხელი ფენა

გადავანაწილოთ.ცომზე ზემოდან ნეშოს ფოთლები  დავალაგოთ , მეორე გახურებული კეცი დავახუროთ და გამოვაცხოთ ნაკვერცხალში.

 

 

 

წყარო :იუთუბი; გურმანია 23 მაისი, 2015 წ.

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

500 გრ.ღორის ხორცი

500 გრ.კარტოფილი

100 გრ.ხახვი

ზეთი შესაწვავათ

2-3 კბილი ნიორი

მწვანილი(კამა და რეჰანი)

სვანური მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

ღორის ხორცი  საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ და ტაფაზე  შევწვათ. დავამატოთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და

 ხორცთან ერთად შევწვათ. შემდეგ დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი,ცეცხლს დავუწიოთ და ვშუშოთ.

ბოლოს  დაჭრილი ნიორი,მწვანილი დავამატოთ,კარგად ამოვურიოთ,შევაზავოთ სვანური მარილითა და

წიწაკით.

 

კერძი დავტოვოთ ცეცხლზე 2-3 წუთი,გადავიტანოთ გახურებულ კეცზე,გავაფორმოთ  ხახვითა  და ბროწეულის მარცვლებით.