Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

1 ქათამი

100 მლ.ნაღები

500 მლ ღვინო

200 გრ.ქამა სოკო

100 გრ.ხახვი

50 გრ.კარაქი

50 მლ ზეთი

4-5 ღერი ოხრახურში

 

გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავდოთ  ნახევარი კარაქი ,დავალაგოთ 

გარეცხილი ქათმის საშუალო ზომის  ნაჭრები და შევწვათ.

 

პარალელურად მოვამზადოთ ღვინის სოუსი.ხახვი და სოკო დავჭრათ წვრილად 

და ერთად მოვშუშოთ  დარჩენილ კარაქში.სოკო,როგორც კი მოიშუშება,

დავასხათ ღვინო,ავადუღოთ.შემდეგ დავუმატოთ ნაღები .

ბოლის მარილითა და პილპილით  შევკაზმოთ.

 

შემწვარი ქათმის თბილი ნაჭრები ჩავაწყოთ ღვინის სოუსში,რომ

ალკოჰოლის არომატი კარგად გაუჯდეს.ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი

 

 

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

3-4 ცალი კალმახი

200 გრ.ფქვილი

500 მლ ზეთი

30 გრ.კამა

 

სოუსისათვის:

2 კგ ბროწეული

100 გრ.ხახვი

500 მლ წითელი,მშრალი ღვინო

3 ლიმონი

20 გრ.სახამებელი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

კალმახი გამოვშიგნოთ,გამოვაცალოთ ფხები,ხერხემალი,გავრეცხოთ.

ფქვილში შევურიოთ მარილი,შიგ ამოვგანგლოთ კალმახი ორივე მხრიდან

 და შევწვათ გაცხელებულ ზეთში.

 

ბროწეულის სოუსის მომზადება:

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში,დავუმატოთ ბროწეულის წვენი და წამოვადუღოთ.

წვენს დავუმატოთ ღვინო,ლიმონის წვენი და შევასქელოთ  წყალში გახსნილი სახამებლით.

სოუსი შევკაზმოთ წიწაკითა და მარილით.

შემწვარ კალმახს მოვასხათ ბროწეულის წვენი და მოვრთოთ ოხრახურშის ფოთლებით,ლიმონის ნაჭრებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

კარაქი 50 გრ

ზეთი 100 მლ

ხვანჭკარა 750 მლ

ფქვილი 1 ს.კ

წყალი 50 მლ

ხახვი 1 ცალი

ნიორი 2 კბილი

სტაფილო 1 ცალი

სოკო 200 გრ

ქინძი 10 გრ

ოხრახურში 10 გრ

შავი პილპილი,მარილი,პაპრიკა გემოვნებით

 

 

 შევკაზმოთ ქათამი პაპრიკა,მარილითა და პილპილით.მოვაყაროთ ფქვილი და შევწვათ ბევრ ზეთში.

ხახვი,ნიორი,სოკო,სტაფილო დავჭრათ უხეშად.

ძაფით შევკრათ   მწვანილის  კონა.

ღრმა ტაფაში გავადნოთ კარაქი.მასში ხახვი,ნიორი,სტაფილო,სოკო ერთდოულად მოვთუშოთ,დავასხათ ხვანჭკარა,ჩავდოთ მწვანილის კონა და წამოვადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ,სოუსიდან მწვანილის კონა ამოვიღოთ ,შევასქელოთ წყალში გახნილი ფქვილით ,მოვაყაროთ მარილი ,პილპილი,პაპრიკა.

ცხელი შემწვარი ქათამი გადაგვაქვს სოუსში და ვაჩერებთ 10-15 წუთი.

ამის შემდეგ ვაკეთებთ სერვირებას.

 

 

 

 

წყარო:იუთუბი,გურმანია,2 მაისი 2015 წელი

 

 

 

400 გრ. სპაგეტი
250 გრ. ბეკონი
40პ გრ.პომიდორი გახეხილი ან ქილის
150 გრ. პარმეზანი
1 ს.კ კარაქი
წითელი წიწაკა ( დაღერღილი)
1 თავი წითელი ხახვი
100-120 გრ თეთრი ღვინო
მარილი

ხახვი კარაქში მივშუშოთ.წიწაკა, ოთკუთხედებად დაჭრილი ბეკონი დაუმატოთ და მოვშუშოთ ერთად.

ღვინო დავასხათ.პომიდორი დავუმატოთ და კარგად მოვშუშოთ .

მარილიან წყალში სპაგეტი მოვხარშოთ.

სპაგეტი ტაფაში ,რომელშიც  სოუსი გვაქვს მომზადებული,გადავიტანოთ, კარგად მოვურიოთ,პარმეზანი მოვაყაროთ.