Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

1 კგ პურის ფქვილი

1 ჩ.კოვზი საფუარი

500 მლ რძე ან წყალი

1 კვერცხი

1ჩ,კ მარილი

1ჩ.კ. შაქარი

50 მლ. მცენარეული ზეთი

 

 

900 გრ.ცხიმიანი ღორის ხორცი

300 გრ.საქონლის ხორცი

2-3 თავი ხახვი

4-5 კბილი ნიორი

1/2 ჩ.კ  ხმელი ქინძი

1/2 ჩ.კ უცხო სუნელი

1/4 ჩ.კ.ძირა

1/4 ჩ.კ  კვლიავი

1/2 ჩ.კ.დაფქული წითელი წიწაკა

მარილი,აჯიკა გემოვნებით

100 მლ ზეთი ზემოდან წასასმელად

 

 

 ხორცი დავჭრათ ძალიან პატარა ზომის ნაჭრებად,ჩავყაროთ თასში,შევკაზმოთ.

თასს თავზე დავახუროთ,შევდოთ მაცივარში და ხორცი დავამარინადოთ.

 

 რძე,საფუარი და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ.ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება.

შიგნით ჩავყაროთ მარილი,ჩავასხათ საფუარიანი მასა,ჩავაგდოთ კვერცხი და მოვზილოთ ერთგვაროვანი მასა.

თასს თავზე დავახუროთ და ცომი გავაჩეროთ ასაფუებლად.

აფუებული ცომი 2-ჯერ გადავზილოთ 15 წუთის შუალედით ზეთიანი ხელებით.

 

ცომი დავყოთ 300 გრამიან გუნდებად,გავაბრტყელოთ მრგვლად,შუაგულში მოვათავსოთ ფარში,

მოვუკრათ პირი და გავაბრტყელოთ ხაჭაპურივით.

 

გაბრტყელებული კუბდარი 220 გრადუსზე გამოვაცხოთ ღუმელში.

გამოცხობის შემდეგ ზემოდან წაუსვათ ზეთი.

 

რჩევა:

შესაძლებელიაავიღოთ 900 გრ საქონლის ხორცი და 300 გრ .საქონლის გულ-ღვიძლით შევავსოთ.

კუბდარის შიგთავსად შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე კალმახი ან ნებისმიერი თევზი.

1 კგ თევზის ფილე დავწრათ კუბებად,შევურიოთ 2-3 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი,1 კონა ქინძი,

მოვასხათ ზეთი , შევკაზმოთ აჯიკით  და მარილით.

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

600 გრ.ხბოს გულ -ღვიძლი

5-5 გრ ქონდარი,პილპილი,მარილი

100 გრ.კარაქი

1/2 კონა ხახვი

1 კბილი ნიორი

1 დაფნის ფოთოლი

1/2 კონა ქინძი

 გახურებულ ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში  წვრილად დაჭრილი  ხახვი  და ნიორი მოვშუშოთ .

ტაფაში ჩავყაროთ  დაჭრილი გულ-ღვიძლი,სუნელები,დაფნის ფოთოლი,წვრილად დაჭრილი ქინძი,მარილი,წიწაკა.კერძი  ვშუშოთ მომზადებამდე.

ბლენდერში ჩავასხათ 80 მლ ღვინო.მასში  გადავიტანოთ გულ-ღვიძლი და დავაბლენდეროთ.

ფორმაში გადავიტანოთ პატე,ჩავტკეპნოთ და შევდოთ მავივარში რამდენიმე საათით.

ინგრედიენტები:

500 გრ.ფქვილი

50 გრ.არაჟანი

2 კვერცხი

2 გრ.მარილი

ნახ.ჩ.კოვზი სოდა

 

შიგთავსი;

150 გრ ღანძილი

80 გრ.ბეკონი

1/2 თავი ხახვი

მარილი,პილპილი გემოვნებით

 

ერთმანეთს კარგად  შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

მშრალი ინგრედიენტების ნარევს დავუმატოთ კვერცხი,კარაქი,არაჟანი დამოვზილოთ ნაზი ცომი და ცოტა ხნით დავასვენოთ.

ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი.ბეკონს მოვაშოროთ უხეში კანი და დავჭრათ წვრილად.

გახურებულ ტაფაზე მოვბრაწოთ ბეკონი(ბეკონი გამოუშვებს ცხიმს),დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.

ბეკონი,წვრილად დაჭრილი ღანძილი ,ხახვი შევურიოთ ერთმანეთს და შევაზავოთ მარილით,პილპილით.

 

გაბრტყელებული ცომისგან ამოვჭრათ მგვრალი ფორმები.თითოეულის შუაგულში დავდოთ 1 კოვზი შიგთავსი და კიდეენი შევუკრათ.

ღვეზელები 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელსი გამოვაცხოთ 15 წუთი.

გამოცხობამდე რამდენი წუთით ადრე გადაუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული.

 

 

 წყარო:იუთუბი,გადაცემა გურმანია 2015 წელი

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

250 მლ. კეფირი

1 კვერცხის გული

50 მლ. არაჟანი

1 ს.კოვზი შაქარი

1 ჩაის კოვზი მარილი

1ჩ.კოვზი სოდა

400 გრ.ფქვილი

35 მლ.ზეთი

ინგრედიენტები მსხლის გულსართისათვის:

მსხალი – 300 გრ.
ნაღების კარაქი-20 გრ.
შაქარი-10 გრ.
შაქრიანი ვანილი ერთი შეკვრა

კეფირი შევათბოთ ცეცხლზე .თბილ კეფირს დავუმარტოთ კვერცხის გული,არაჟანი, სოდა,ზეთი,მარილი,შაქარი,ფქვილი  და მოვზილოთ ნაზი ფაფუკი ცომი.

ცომი დავასვენოთ და დავყოთ გუნდებად.

თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ,ჩავდოთ გულსართი,მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

მსხლის   გულსართის მომზადება:

ნაღების კარაქში ჩავთუშოთ კუბებად დაჭრილი მსხალი.დავაყაროთ შაქარი და ვანილის შაქარი.ტაფას თავი დავახუროთ და საშუალო ცეცხლზე ჩავთუშოთ.

Published in ღვეზელი

\"\"

ინგრედიენტები:

 

800-900 გრ გაცრილი ფქვილი

1ჩ.კოვზი საფუარი

1ჩ.კოვზი მარილი

5 გრ.შაქარი

30-40 გრ.ზეთი

თბილი წყალი

 

თასში მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ,ავაფხვიეროთ, ზეთი მოვასხათ და თბილ წყალში მაგარი ცომი მოვზილოთ.

 

ცომს ზემოდან ზეთიანი ხელი გადავუსვათ.თასს ტილო გადავაფაროთ და ცომი 15-20 წუთი სითბოში დავაყოვნოთ.

 

ამოსული ცომი გადავზილოთ და 150 გრამიან გუნდებად დავყოთ

 

ინგრედიენტები პიცა პეპერონისათვის:

150 გრ.პიცის ცომი

ძეხვი პეპერონი(იყიდება სუპერმარკეტებში)

7 გრ.წითელი ხახვი

150 გრ,მოცარელა ან ნაკლებ მარილიანი სულგუნი

40 გრ.პომიდვრის სოუსი

ორეგანო

მწარე წიწაკა

 

ცომი გავაბრტყელოთ,პომიდვრის სოუსი წავუსვათ, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოვაყაროთ,პეპერონი სურვილისამებრ დავალაგოთ,

მსხვილ სახეხზე გახეხილი სულგუნი,მწარე წიწაკა,ორეგანო მოვაყაროთ  და წინასწარ გახურებულ ღუმელში 250 გრადუსზე გამოვაცხოთ.

 

რჩევა:

ამ ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ პიცა მარგარიტა,ფუნგი,კაპრიჩიოზა,კვადრო.იგი  მაცივარში 3-4 დღე ინახება.

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები ცომისათვის:

1/2 ლ. მაწონი

1 ჩ.კოვზი სოდა

1 კილო ფქვილი

250 გრ.მარგარინი ან კარაქი

5 კვერცხი

1 ჩ.კოვზი მარილი ცომისათვის

გულსართისათვის:

1 კგ.ყველი და 7-8 მოხარშული კვერცხი

 

თასში ჩავყაროთ ფქვილი, მარგარინი ჩავახეხოთ,ავაფხვიეროთ ,შუაში გავაკეთოთ ორმო.

მაწონში  სოდა გავხსნათ.

მაწონი  ფქვილის  ორმოში ჩავასხათ, მარილი,3 მთლიანი კვერცხი, 2 კვერცხის ცილა დავუმატოთ და  ცომი მოვზილოთ.

150 გრამიანი გუნდები გავაკეთოთ.

 კვერცხი მოვხარშოთ,ცივი წყალი გადავავლოთ,გავფცქვნათ ,შუაზე გავჭრათ.

ინერული ყველი გავხეხოთ,მოვზილოთ.

გავშალოთ ცომის გუნდა,შუაში ჩავდოთ 100 -120 გრ.ყველი,კვერცხი დავალაგოთ ,თავი მოვუკრათ,მივცეთ ნახევარმთვარის ფორმა.

ღვეზელს გადავუსვათ კვერცხი,180 გრადუსზე გამოვაცხოთ.