Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Sunday, 10 December 2017 08:17

დედლის საცივი

ინგრედიენტები:

1 ც.დედალი

500 გრ.ნიგოზი

20 გრ.ნიორი

100 გრ.ხახვი

1 დაფნის ფოთოლი

3-4 მარცვალი ბაჰარი

20 გრ ქინძი

1-1 ჩ.კოვზი ზაფრანა,უცხო სუნელი,ხმელი ქინძი

დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

მიხალ - დარიჩინი სურვილისამებრ

50 გრ.კარაქი ძმარი სურვილისამებრ

 

გარეცხილი, გასუფთავებული ქათამი მოვხარშოთ.ნახარში გადავწუროთ  და გავაგრილოთ.

 

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ კარაქში( კარაქი აძლევს გემრიელ არომატს) და გავაგრილოთ.

მოშუშვისას ყურადღებით ვიყოთ ხახვი არ დაგვეწვას.

 

ნიგოზი,ნიორი,მარილი გავატაროთ ნიგვზის საფქვავში, დავუმატოთ სუნელები და მოვზილოთ ხელით,

სანამ ნიგოზი ზეთს არ გამოიღებს.ზეთი გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში.

 

ცალკე დავნაყოთ ქინძი და დოლბანდში გავწუროთ.

 

ნიგვზიან მასას დავასხათ ნახარში, ქინძის წვენი ,დავუმატოთ ხახვი,დავაბლენდეროთ,დავდგათ ნელ ცეცხლზე,

გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით და როგორც კი წამოდუღდება ,გადმოვდგათ.

 

გაციებულ საცივს დავუმატოთ 1-2 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი ან ბროწეულის წვენი

 

მოხარშული დედალი დავჭრათ,მოვასხათ საცივის წვენი,გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით და შევდოთ მაცივარში.

 

რჩევა:

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ხახვს შუშავს ქათმის ნახარშში.ჩვენი აზრით,კარაქში მოშუშილი ხახვით 

მომზადებული საცივი ბევრად გემრიელია.

 

თუ გვინდა საცივი თეთრი გამოვიდეს ყვითელი ყვავილი ცოტა გავუკეთოთ.ძმარი ან საერთოდ არ დავუმატოთ

ან ( ძმარი ნიგოზთან რეაქციაში შედის და  კერძს ამუქებს) ჩავამატოთ გაგრილებულ წვენში.

 

 

 

 

ინგრედიენტები:

5 ცალი მწყერი

100 მლ ზეთი

50 გრ.კარაქი

მარილი გემოვნებით

აჯიკა სურვილისამებრ

 

გასუფთავებული მწერი გავრეცხოთ,გავაშროთ,მოვაყაროთ მარილი  და წავუსვათ აჯიკა(სურვილისამებრ).

 

გავაცხელოთ ტაფა,დავასხათ ზეთი,დავაწყოთ მწყერი.

 

თითოეულ მწყერს დავადოთ 10 გრ.კარაქი და შევწვათ ორივე მხრიდან.

 

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D1486576101428156%26id%3D747144492037991&width=500" width="500" height="281" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true"></iframe>

 

ინგრედიენტები:

10 კვერცხი

150 გრ.ნიგოზი

20 მლ.ძმარი

20 გრ.ქინძი

50 გრ.ბროწეულის მარცვლები

მარილი და პილპილი გემოვნებით

 

 

მოხარშული კვერცხი გავჭრათ შუაზე და გული გამოვუღოთ.

 

ცალკე თეფშზე ჩანგლით დავსრისოთ კვერცხის გული და მასში შევურიოთ 

გატარებული ნიგოზი,ძმარი და წვრილად დაჭრილი ქინძი.დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები,

მარილი დაპილპილი.

 

ნიგვზიან მასას მივცეთ ბურთულის  ფორმა და ჩავდოთ კვერცხის ცილებში.

 

შიგთავსი შეგვიძლია მაიონეზითაც მოვამზადოთ.მოხარშული კვერცხის გულები დავსრისოთ  ჩანგლით,

შევურიოთ მაიონეზი,უცხო სუნელი , ხმელი ქინძი.მარილი და პილპილი გემოვნებით დავუმატოთ.

უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი სქელი მასა.

 

შეკაზმულ შიგთავსს მივცეთ ბურთულების ფორმა,ჩავდოთ ლვერცხის დაჭრილ ცილებში და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ .კიტრი

100 გრ.ნიახური

100 გრ.ოხრახურში

50 გრ.კამა

50 გრ.ნიორი

 

მარინადისათვის

2 ლიტრი წყალი

30 გრ.მარილი

4-9 გრ.წიწაკა

5 გრ.ბაჰრი

4 ცალი დაფნის ფოთოლი 

 

 

გარეცხილი კიტრი,გაფცქვნილი ნიორი,დაჭრილი მწვანილი ფენა-ფენა ემალის ჭურჭელში ჩავაწყოთ.

 

წყალში ჩავყაროთ მარილი,წიწაკა,ბაჰარი,დაფნის ფოთლები და წამოვადუღოთ.

 

მიღებული სითხე მოვასხათ კიტრს ისე,რომ მთლიანად დაიფაროს,მჭიდროდ დავახუროთ თავზე და 

დავდგათ გრილ ადგილას 6-7 დღე.

 

 

იმავე წესით მოვამზადოთ კიტრის მწნილი შესანახად ზამთრისათვის.ასეთ შემთხვევაში ქორფა,შუშა,გრძელი,წვრილი

კიტრი გავრეცხოთ და გავაჩეროთ ცივ წყალში 30 წუთი.

 

გარეცხილ ქილებში ფენა-ფენა ჩავაწყოთ კიტრი,ნიორი,ნიახური,კამა,დავასხათ  ადუღებული  წყალი,დავახუროთ თავსახური  

და ვაცადოთ სითხეს გაციება.

 

სითხე გადავაქციოთ,ხელახლა ადუღებული რეცეპტის მიხედვით შეკაზმული  წყალი დავასხათ  და მოვხუფოთ.

მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ,გაუზიარეთ მეგობრებს

 

 

 

 

 

 

 

Tuesday, 25 July 2017 02:18

სოკო კეცზე

ინგრედიენტები:

1 კგ ქამა სოკო

500 გრ.სულგუნი

ზეთი

მარილი გემოვნებით

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

გავრეცხოთ სოკო,მოვაცილოთ ფეხები,დავალაგოთ კეცზე ზურგებით ერთ ფენად,

მოვაყაროთ მარილი,მოვასხათ ზეთი და 250 გრადუსზე ჰაერღუმელში გამოვაცხოთ 5 წუთი.

 

სოკო ოდნავ რომ მოიბრაწება ქუდები შევავსოთ  კუბებად დაჭრილი სოკოთი და კვლავ შევდგათ

ღუმელში დაახლოებით 2 წუთი.

 

სულგუნი რომ მოიბრაწება,კერძი მზად არის და მაშინვე სუფრაზე მივიტანოთ .

 

შესაძლებელია სოკო იგივე წესით შევწვათ სქელძირიან ტაფაზე.

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ ბატკნის ან ხბოს ხორცი

1 ჭიქა ღვინო

30 გრ.ნიორი

400 გრ.ბადრიჯანი

300 გრ.კარტოფილი

300 გრ.პამიდორი

30 გრ.ნიახური

30 გრ.ქინძი

30 გრ.ქონდარი

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მოვამზადოთ ცხვრის ხორცის მარინადი.

თასში ჩავაწყოთ გარეცხილი ცხვრის ხორცი ნაჭრები.ხორცს მოვასხათ ღვინო,ზეთი და მოვაყროთ გარჩეული  ნივრის კბილები.

თასს თავზე დავაფაროთ და გავაჩეროთ რამდენიმე საათი.

გახურებულ ტაფაზე  ზეთში შევწვათ რგოლებად დაჭრილი ბადრიჯანი.

იმავე ტაფაზე ზეთში შევწვათ წვრილად დაწრილი ხახვი და ნიორი

პარალელურად გავახუროთ მეორე ტაფა ზეთში შევწვათ ბატკნის ხორცი.მობრაწულს ზემოდან მოვასხათ ცოტაოდენი ღვინო და 3-4 წუთი ვშუშოთ(ალკოჰოლი აორთქლდება).

ბატკნის ხორცს გადავურიოთ ზეთში შემწვარი წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.ხორცს მოვაყაროთ მარილი , წიწაკა ად ცეცხლიდან გადმოვდგათ.

კარტოფილი ოდნავ მოვხარშოთ.

პამიდორი ალყა - ალყად დავჭრათ.

ქოთნის ძირში ჩავაწროთ დაჭრილი კარტოფილი ,ზემოდან მოვაწყოთ ჯერ ბადრიჯანი,,შემდეგ ცხვრის ხორცი,ბოლოს პამიდორი.

ფენა-ფენა მოვაყაროთ დაჭრილი ნიახური,ქინძი,ქონდარი,დარჩენილი ნიორი,პილპილი და მარილი გემოვნებით.

თავზე გადავაფაროთ ფოლგა და 180 გრაუდსზე გამოვაცხოთ ღუმელში.