Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

1 კგ.კეჟერას ფოთოლი

2 კბილი ნიორი

200 გრ.გატარებული ნიგოზი

10-10 გრ.უცხო სუნელი,ხმელი ქინძი,წითელი დაფქული წიწაკა,ყვითელი ყვავილი

10 გრ.სვანური მარილი

1ჩ.კოზი კვაწარახი

მარილი გემოვნებით

 

ფოთოლი გავრეცხოთ,გავარჩიოთ,დავჭრათ,ადუღებულ წყალში მოვხარშოთ.

 

მოხარშული ფოთლები ხელით გავწუროთ ,დავამატოთ კვაწარახი,

შევკაზმოთ  დანაყილი ნიორით,ნიგვზითა და სუნელებით.

 

მივირთვათ მჭადთან ერთად.

 

მჭადის რეცეპტი იხ.აქ 

 http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/18-2016-12-29-17-11-26

 

 

 

Saturday, 23 December 2017 17:10

ხაჭაპური თევზით

ინგრედიენტები ცომისათვის:

450 გრ.ფქვილი 

1 კვერცხი

150 მლ.წყალი

100 მლ.რძე

11 გრ.საფუარი

30 გრ. კარაქი ან მარგარინი

11 გრ.შაქარი

11 გრ.მარილი

მცენარეული ზეთი.

 

გულსართი:

1 კგ.თევზის ფილე

2 თავი ხახვი

2-3 ს.კოვზი ერბო

2 ცალი ლიმონი

მარილი,დაღერღილი წიწაკა,გიცრული გემოვნებით

 

 

საფუარი გავხსნათ თბილ წყალში შაქართან ერთად. დაველოდოთ მასის აქაფებას.

თასში ჩავყაროთ ფქვილი,მარილი.დავასხათ რძე,საფუარიანი წყალი,დავუმატოთ კვერცხი,კარაქი და მოვზილოთ.

ცომს ზეთი გადავუსვათ.

თასს გადავაფაროთ ტილო და  ცომი 1-2 საათი  გავაჩეროთ.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.

 

თევზის ფილე დანით დავკეპოთ,მოვასხათ ლიმონის წვენი,შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სუნელები.

შიგთავსი გავყოთ 3 ნაწილად.

 

ცომის გუნდა  საგლინავით მრგვლად  გავაბრტყელოთ.შუაგულში ჩავუდოთ თევზის  გუნდა,თავი მოვუკრათ და ისევ გავაბრტყელოთ.

 გამოვაცხოთ 250 გრადუსზე  წინასწარ გახურებულ ღუმელში.ზემოდან ცხელს გადავუსვათ ერბო.

ინგრედიენტები ტარტის ძირისათვის:

 1 კვერცხი

180 გრ.კარაქი

50 მლ. ცივი წყალი

400 გრ.ფქვილი

1 გრ.მარილი

 

თათარა

600 მლ ყურძნის წვენი

200 გრ.შაქარი

100 გრ.ყურძნის მარცვლები

ვანილი

 

მინანქარი:

300 გრ.თხილიანი შოკოლადი

10 მლ.ზეთი

5 გრ.როზმარინი

 

 

    თასში ჩავყაროთ ფქვილი,ჩავახეხოთ ცივი კარაქი,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,შუაში გავუკეთოთ ორმო.

ორმოში ჩავასხათ ცივი წგალი,ჩავახალოთ კვერცხი,მოვაყაროთ მარილი და მოვზილოთ ცომი.

 

ცომი გავაბრტყელოთ ,გადავიტანოთ ტარტის ფორმაში და ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ.

გამოვაცხოთ 200 გრადუსზე  წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

 

ყურძნის წვენში გავხსნათ შაქარი,ვანილი , ფქვილი და შემოვდგათ ცეცხლზე,გამუდმებით ვურიოთ,რომ არ მიიკრას.

ვადუღოთ მანამ,სანამ არ გაქრება ფქვილის სუნი და გემო.თათრაში ჩავყაროთ ყურძნის მარცვლები,

 

შოკოლადის ფილა დავტეხოთ,გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,შევურიოთ ზეთი.ზეთი შოკოლადს აძლევს სიპრიალეს და ზედაპირზე

ადვილად მოსასხმელს ხდის .ბოლოს დავუმატოთ როზმარინი.

 

გაგრილებულ ტარტში ჩავასხათ თათარა,მოვასხათ შოკოლადი და მოვრთოთ ყურძნის მარცვლებით.

რჩევა:

ტარტის ცომის მომზადებისას კარაქი და წყალი უნდა იყოს ცივი.ცომი უნდა მოვზილოთ სწრაფად,რომ არ გაგვითბეს .

 

 

 

წყარო:იგადაცემა გურმანია 2015 წელი 15 ნოემბერი.

 

 

 

 

 

 

 

 

Published in ქართული
Monday, 18 December 2017 03:58

გოზინაყი

ინგრედიენტები:

500გრ.თეთრი ნიგოზი

300 მლ.ღია ფერის თაფლი

40 გრ.შაქრის პუდრა

 

ღუმელი გავახუროთ და შემდეგ  ცეცხლი გამოვრთოთ.

თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და შევდოთ გახურებულ ღუმელში.

ნიგოზი ღუმელში გავაჩეროთ გაგრილებამდე და შემდეგ თითოეულ ლებანს ქერქი დანის წვერით მოვაშოროთ.

ნიგოზი დავჭრათ .

 

ღრმა სქელძირიან ტაფაში ჩავასხათ თაფლი,თან გამუდმებით ვურიოთ,მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ.

ასე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ,სანამ წყლიან ჭურჭელში ჩაწვეთებისას თაფლი არ გამაგრდება.

 

თაფლში ჩავყაროთ შაქრის პუდრა,დაჭრილი ნიგოზი,დავდგათ ცეცხლზე,განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით,

სანამ ნიგოზი და თაფლი ერთგვაროვან მასად იქცევა.

 

მზა გოზინაყი გადავიტანოთ სველზედაპირიან ხის დაფაზე და გავაბრტყელოთ სველი კოვზით.

 

გოზინაყი გაცივებამდე დავჭრათ რომბებად,თორემ გაცივების შემდეგ გამაგრდება და დაჭრა გაგვიჭირდება.

 

გოზინაყი ნიგვზის ნაცვლად შეგვიძლია თხილით ან ნუშით მოვამზადოთ.

 

ინგრედიენტები:

1  კგ.ბადრიჯანი

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

ზეთი შესაწვავად

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

ძმარი ან ლიმონის წვენი

წყალი  - იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

 

ბადრიჯანი გავრეცხოთ,დავჭრათ სიგრძეზე 1 სმ-ის სისქის ნაჭრებად.მოვათავსოთ თასში,მოვაყაროთ

მარილი და 15 წუთი დავდგათ,რომ სიმწარე გამოუვიდეს..

დამარილებულ ბადრიჯანს წყალი გადავავლოთ და დავწრიტოთ საწურზე.

 

ბადრიჯანი შევწვათ ზეთში გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან

 

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

 

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

 

გატარებული ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ მინანაქრის  ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი ,ძმარი ან 

ლიმონის   წვენი და ღონივრად ხელისგულით ვზილოთ  თასის ფსკერზე დაახლოებით 20 წუთი .

 

საკმაზს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს ამზადებს ცხელი წყლით.

 

ბადრიჯნის საცივი

 

500 გრ.ბადრიჯანი

250 გრ.ნიგოზი

3 კბილი ნიორი

150 გრ.ხახვი

50 გრ.ქინძი

50 გრ.ოხრახურში

 მზესუმზირის ზეთი შესაწვავად

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 დაფნის ფოთოლი

1 ჩ.კოვზი თეთრი ძმარი ან ბროწეულის წვენი

წითელი წიწაკა დაფქული გემოვნებით

0,5 ჩ . კოვზი ყვითელი ყვავილი

მარილი გემოვნებით

3 ცალი მიხაკი

დარიჩინი სურვილისამებრ

 

ბადრიჯანი გავრეცხოთ,დავჭრათ სიგრძეზე 1 სმ-ის სისქის ნაჭრებად.მოვათავსოთ თასში,მოვაყაროთ

მარილი და 15 წუთი დავდგათ,რომ სიმწარე გამოუვიდეს..

დამარილებულ ბადრიჯანს წყალი გადავავლოთ და დავწრიტოთ საწურზე.

 

თუნუქის ფირფიტაზე  დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი,მოვასხათ ზეთი,დავალაგოთ ფირფიტაზე  ბადრიჯანი და

შევწვათ ღუმელში.

 

ხახვი დავჭრათ , შევწვათ ზეთში.ნიგოზი და ხახვი დავაბლენდეროთ.

ქინძი და ოხრახურში დავჭრათ წვრილად .

 

ნიორი,სუნელები მარილი მწვანილები დავნაყოთ.

 

ალუმინის ქვაბში მოვათავსოთ დაბლენდერებული მასა,დავასხათ  ბროწეულის წვენი და გავთხელოთ გადადუღებული

წყლით სასურველ სისქემდე.ჩავდოთ 1  ცალი დაფნის ფოთოლი და კერძი მივიყვანოთ ადუღებამდე.

 

 

ბადრიჯანთან ერთდ  შეგვიძლია გამოვიყენოთ ყვავილოვანი კომბოსტო,წითელი ბულგარული წიწაკა.

თუ საცივს მოვამზადებთ ყვავილოვანი კომბოსტოთი,მაშინ კომბოსტო დავანაწევროთ და მარილიან წყალში 

მოვხარშოთ.

 

 

 

ინგრდიენტები:

1,5 კგ ყვავილოვანი კომბოსტო

200 გრ.ნიგოზი

4 თავი თეთრი ხახვი

4 კბილი ნიორი

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მარილი გემოვნებით 

1 ს.კოვზი თეთრი ღვინის ძმარი

ნახ კონა ქინძი

ნახ კონა ოხრახურში

 

 

 ნიგოზი გავატაროთ ნიორთან ერთად და შევაზავოთ სუნელებით.

 

ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ,მოვხარშოთ 15 წუთი მარილიან წყალში.

 

რგოლებად დაჭრილი ხახვი ზეთში მოვშუშოთ,დავაყაროთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და ერთად ვშუშოთ კიდევ

10 წუთი.მოშუშვის დროს ჭურჭელს თავსახური არ დავაფაროთ.

 

შევკაზმოთ ყვავილოვანი კომბოსტო საკმაზით,ცეცხლზე გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი და გადმოვდგათ.

 

სულ ესაა.ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით მზად არის.სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

 

 ყვავილოვანი კომბოსტო  მაიონეზის სოუსში

 

 ინგრედიენტები:

1 საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო

150 გრ.არაჟანი

150 გრ.მაიონეზი

8-10 კბილი ნიორი

2 კვერცხი

1 ჩ.კოვზი წითელი დაფქული წიწაკა

1 ჩ.კოვზი შავი პილპილი

1 ჩ .კოვზი ხმელი ქინძი

ზეთი

მარილი

20 გრ.ნედლი ქინძი

150-200 გრ.სიმინდის ფქვილი(წვრილად დაფქული)

 

 

ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ,მოვხარშოთ მარილიან წყალში და დავწუროთ.

 

ჩავყაროთ ყვავილოვანი კომბოსტო ათქვეფილ კვერცხში,დავაყაროთ სიმინდის ფქვილი და ამოვსვაროთ ყოველი მხრიდან.

შევწვათ ყვავილოვანი კომბოსტო ტაფაზე ზეთში,შევეცადოთ არ დაგვეწვას.

 

შემწვარს მოვასხათ ზემოდან მაიონეზის სოუსი.

 

მაიონეზის სოუსის მომზადება

თასში ჩავასხათ მაიონეზი,არაჟანი,ჩავდოთ წვრილად დანაყილი ნიორი,დაჭრილი მწვანილი,მოვაყაროთ სუნელები

და კარგად მოვურიოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 იხვი

100 გრ.ნიგოზი

3-4 კბილი ნიორი

1 ჩ.კოვზი ხმელი  ქინძი

1 კონა ნედლი ქინძი

1 ჩ.კოვზი ზაფრანა

წყალი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 

 ერთად დავნაყოთ ნიორი,ნიგოზი,წიწაკა,მარილი.ზაფრანა,ხმელი ქინძი და გავხსნათ წყალში.

 

გარეცხილი,გასუფთავებული  იხვი დავჭრათ ნაჭრებად,ჩავაწყოთ ქვაბში,დავასხათ ნიგვზიანი მასა,დავახუროთ

თავსახური და დაბალ ცეცხლზე ჩავშუშოთ,ისე რომ წყალი არ ამოშრეს.იხვი თავისივე ცხიმში უნდა ჩაიხარშოს.

 

კერძს სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

ინგრედიენტები:

1 კგ თევზი

1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი

 4-5 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

3 კვერცხის გული

1/3 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

1/2 ჩ.კოვზი ქონდარი

1/2 ჩ.კოვზი ქინძი

1 პატარა კონა ოხრახურში

ძმარი,წიწაკა,მარილი გემოვნებით

 

გარეცხილი , გასუფთავებული თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.

 

ნიგოზს ყვითელ ყვავილთან  და ნიორთან ერთად გამოვხადოთ ზეთი.

 

ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი ,წვრილად დაჭრილი ოხრახურში,წიწაკა,მარილი,ქონდარი.

დანაყილი საკმაზი შევურიოთ ნიგვზიან მასას და ნაზავი გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონში

ბულიონს ცხიმი შეგვიძლია არ მოვხადოთ.

 

თევზის ნიგვზიანი წვენი გადავიტანოთ ცალკე ქვაბში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი,

დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.

 

კვერცხის გული გავთქვიფოთ მიქსერით ფა ჩავასხათ თევზის ნიგვზიან საცივში.

 

შემწვარი თევზი გადავიტანოთ ლანგარზე და მოვასხათ ცხელი საცივი.ზემოდან კი

გავაფორმოთ სურვილისამებრ ან ნიგვზის გამოხდილი ზეთით.

 

 

 

ინგრედიენტები:

1 ვარია

3 ს.კოვზი არაჟანი

200 გრ.ნიგოზი

30-30 გრ.ქინძი,კამა,ოხრახურში

2-3 კბილი ნიორი

2 -3 ს კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი

ბროწეულის მარცვლები

პილპილი,მარილი გემოვნებით

 

ვარია გავრეცხოთ გავასუფთაოდ,შუაზე გავჭრათ,წავუსვათ ორივე მხრიდან არაჟანი,შევწვათ ტაბაკად  ან შამფურზე.

 

  ურწყულის მომზადების წესი:ნიგოზი გავატაროთ ნიორთან ერთად და გამოვხადოთ ზეთი.

გამოწურულ ნიგოზს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,მარილი,წიწაკა,ძმარი,გავხსნათ თბილ წყალში,

ისე რომ მივიღოთ მაწვნის  კონსისტენცია.

 

შემწვარ ვარიას მოვასხათ ურწყული,მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი  მწვანილი.

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ.ძროხოს ხორცი

3-4 თავი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

3 ს.კოვზი ტომატ- პასტა

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

30 გრ ნედლი ქინძი

20 გრ.შაშკვლავი ან მწვანე რეჰანი.

წიწაკა და მარილი გემოვნებით

 

საქონლის  მსუქანი ნაჭრები დავჭრათ ,წყალი დავასხათ იმდენი,რომ დაიფაროს და მოვხარშოთ.

 

ხორცს ცოტა რომ დააკლდება მოხარშვა,ცხიმი მოვხადოთ და ნახარში  გადავწუროთ.

 

მოხდილ ცხიმში ჩავხრაკოთ ხორცი ხახვთან ერთად,დავუმატოთ წყალში გახსნილი ტომატ-პასტა,

ვადუღოთ 5-10 წუთი,დავასხათ  ნახარში და კიდევ ვადუღოთ 15 წუთი.

 

გურული "ცხარე" -ს მომზადებამდე 2-3 წუთით ადრე ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი,სუნელები,

მარილი და წიწაკა.

 

 

 

 

 

 

Page 1 of 6