Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

500 გრ.წიტელი ბულგარული

400 გრ.ნიგოზი

1 ლ. ზეთი

30 გრ.ნიორი

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 ჩ.კოვზი დაღერღილი წიწაკა

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

20 გრ.ქინძი

მარილი გემოვნებით

ბროწეულის მარცვლები

ძმარი სურვილისამებრ

 

გაცხელებულ ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი,ჩავყაროთ გარეცხილი,თესებგამოცლილი ბულგარული,

ჩავთუთქოთ მანამდე,სანამ კარგად არ დაიბრაწება.მოთუთქული წიწაკები სინზე გადავიტანოთ დასაწრეტად.

 

შიგთავსის მოსამზადებლად ნიორი,ნიგოზი გავატაროთ ხორცაკეპში,შევკაზმოთ ,შევურიოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი.

 

ნიგვზის შიგთავსი ჩავდოთ მოთუთქულ წიწაკებში და გავაფორმოთ ოხრახურშით,კიტრითა და ბროწეულის მარცვლებით.

ინგრედიენტები:

1 კგ მწვანე ლობიო

400 გრ.ნიგოზი 

30 გრ.ნიორი

200-300 გრ.ხახვი

500 გრ.მწვანე ბულგარული წიწაკა

100 გრ.ქინძი

100მლ ზეთი

100 მლ ძმარი

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მწვანე ლობიო გავრეცხოთ,მოვაცალოთ ბოლოები და მოვთუთქოთ მდუღარე წყალში.

 

მოთუთქულ ლობიოს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ,გავწუროთ,დავჭრათ 

 

ნიგოზი  და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში,ხახვი რგოლებად დავჭრათ,ბულგარული წიწაკა კი დავჭრატ

ჰრძლად და წვრილ ნაჭრებად.

 

ბულგარული,ხახვი,ნიორი ჩავტუთქოთ ვახურებულ ზეთში ტაფაზე ,გავაგრილოთ და დავუმატოთ

ნიგოზი,ძმარი,პილპილი,მარილი,დაჭრილი ქინძი.

 

მიღებული საკმაზი შევურიოთ მწვანე ლობიოს.

 

სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებითა და სალათის ფოთლებით.

 

 

ინგრებიენტები:

 1 საშუალო ზომის ,თეთრი, თხელფურცელა კომბოსტო

500 გრ.ნიგოზი

30 გრ.ნიორი

1/2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/2 ჩ.კოვზი დაღერღილი წიწაკა

1/2 ჩ/კპვზი ხმელი ქინძი

20 გრ.ცოცხალი ქონძი

ძმარი სულვილისამენრ

1 ცალი ბროწეული

ოხრახურში სურვილისამებრ

მარილი გემოვნებით

 

კომბოსტოს ფოთლენი მოვთუთქოთ ადუღებულ წყალში.ნელ-ნელა მოვაცილოთ მოთუთქული ფოთლები და 

გავშალოთ სინზე,გავაგრილოთ და მსუბუქად გავწუროთ.

 

შიგთავსის მოსამზადებლად ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ხორცაკეპ მანქანაში,შევურიოთ სუნელები,მარილი,წიწაკა

დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

 

 

 კომბოსტოს მოთუთქულ ფურცლებს ავათალოთ  სქელი  და მაგარი ნაწილები,დავალაგო გვერდიგვერდ,სქლად

წავუსვათ ნიგვზიანი საკმაზი და გადავახვიოთ რულეტისებურად.

 

კომბოსტოს რულეტი დავჭრათ რგოლებად და გავაფორმოთ ოხრახურშით,ბროწეულის მარცვლებით.

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ.მოხარშული პრასი

150 გრ.გატარებული ნიგოზი

3-4 კბილი ნიორი

2 ს.კოვზი ღვინისძმარი

1 კონა ქინძი

1 კონა ოხრახურში

მოვარშული პრასი დავკეპოთ.

მწვანილი დავჭრათ ძალიან წვრილად.

ნიგოზი გავატაროთ.ნიორი დავჭყლიტოთ.

პრასს დავაყაროთ ნიგოზი,ნიორი,მწვანილები,მოვასხათ ძმარი,მარილი წიწაკა მოვაყაროთ და შევკაზმოთ.

 

 

 

Saturday, 11 February 2017 06:45

ეკალა იმერულად

ინგრედიენტები:

1 კგ.მოხარშული ეკალა

150 გრ,გატარებული ნიგოზი

2-3 კბილი ნიორი

4-5 ღერი ომბალო

1 კონა ქინძი

1 კონა ოხრახურში

2 ს.კოვზი ძმარი

მარილი ,წიწაკა. გემოვნებით

 

მოხარშული ეკალა კარგად დავკეპოთ.

ნიგოზი,ნიორი, მარილი დავნაყოთ.

გარეცხილი მწვანილი წვრილად დავჭრათ.

ეკალა შევკაზმოთ მწვანილებით,ნიგოზით,ნიორით.მოვასხათ ძმარი,მარილი,წიწაკა მოვაყაროთ და ხელით მოვურიოთ.