Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

500 მლ.რძე

1 ჭიქა ფქვილი

2 კვერცხი

2 ს.კოვზი გამდნარი კარაქი

მწიკვი მარილი

 

შიგთავსი:

300 გრ ხაჭო

200 გრ სულგუნი

1/2 ჩ.კოვზი ხმელი ან ცოცხალი პიტნა

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

1/2 ჩ.კოვზი მწვანე  რეჰანი(ბაზილიკი) სურვილისამებრ

მარილი გემოვნებით

 

 

 კვერცხი ავთქვიფოთ 250 მლ რძეში,შევათქვიფოთ ფქვილი,დავუმატოთ მწიკვი მარილი.

მიღებული მასა გავათხელოთ დარჩენილი რძით და დავუმატოთ ცეცხლზე გამდნარი კარაქი.

თხევადი ცომი გავაჩეროთ 25 წუთი.

 

ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე   ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,

შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და  ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ერთი მხრიდან.

 

სულგუნი გავხეხოთ ან ძალიან წვრილად დავჭრათ.

ხაჭო,პიტნა,ყველი,მარილი, წიწაკა,ბაზილიკი შევურიოთ ერთმანეთს.შიგთავსი მზადაა.

 

შიგთავსი ბლინების შემწვარ ზედაპირზე მოვათავსოთ, შევახვიოთ და შევწვათ ორივე მხრიდან ტაფაზე.

 ბლინები მივირთვათ არაჟანთან ერთად.

მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ, გაუზიაროთ მეგობრებს.

Published in ქართული
Tuesday, 25 July 2017 02:18

სოკო კეცზე

ინგრედიენტები:

1 კგ ქამა სოკო

500 გრ.სულგუნი

ზეთი

მარილი გემოვნებით

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

გავრეცხოთ სოკო,მოვაცილოთ ფეხები,დავალაგოთ კეცზე ზურგებით ერთ ფენად,

მოვაყაროთ მარილი,მოვასხათ ზეთი და 250 გრადუსზე ჰაერღუმელში გამოვაცხოთ 5 წუთი.

 

სოკო ოდნავ რომ მოიბრაწება ქუდები შევავსოთ  კუბებად დაჭრილი სოკოთი და კვლავ შევდგათ

ღუმელში დაახლოებით 2 წუთი.

 

სულგუნი რომ მოიბრაწება,კერძი მზად არის და მაშინვე სუფრაზე მივიტანოთ .

 

შესაძლებელია სოკო იგივე წესით შევწვათ სქელძირიან ტაფაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბორანოს ტრადიციული რეცეპტი -აჭარული სამზარეულო

ინგრედიენტები:

200 გრ.აჭარული დაწნული (ჩეჩილი ყველი}.

100 გრ.კარაქი

ცხელი  წყალი

 

ყველი დავჭრათ ძალიან წვრილად , დავასხათ ადუღებული წყალი,დავალბოთ და ბოლოს გადავწუროთ.

კარაქი გავადნოთ ტაფაზე და ცოტა ხნით მოვბრაწოთ.

კარაქი ,როგორც კი ფერს შეიცვლის (არ უნდა დაგვეწვას) და მოყავისფრო გახდება,მოვასხათ ყველს .კერძი 5 წუთი გავაჩეროთ.

ბორანო მზადაა.მივირთვათ გემრიელად.

 

 

ბორანო პურში - თანამედროვე ქართული სამზარეულო 

1 პური

150 გრ.სულგუნი

150 გრ.მოცარელა

2 კბილი ნიორი

60 გრ.კარაქი

1/4 კონა მწვანე ხახვი

ცოტა ქინძი

ცოტა პიტნა

 

ყველი გავხეხოთ,შევაზილოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,შევურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი,მწვანილი.

პური დავსეროთ ჯერ სიგრძეზე,შემდეგ სიგანეზე.ბოლომდე არ უნდა ჩავჭრათ.

პურის ყველა უჯრედი ამოვავსოთ შიგთავსით და გამოვაცხოთ 15-20 წუთი 180 გრადუსზე.

 

 

 

 

წყარო: იუთუბი ,გურმანია 25 ივნისი 2015 წელი

 

 

 

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

500 -550 გრ.ფქვილი

1 ჭიქა რძე

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

2 ს.კოვზი ზეთი

 

შიგთავსისათვის:

500 გრ.სულგუნის ყველი

50 გრ.კარაქი

 

სოუსისათვის:

200 გრ არაჟანი

1 ჩ.კოვზი აჯიკა

 

რძეში ავთქვიფოთ კვერცხი.ფქვილს მოვაყაროთ მარილი და

ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ელასტიური,რბილი ცომი.

ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ.

 

სულგუნი გავხეხოთ,ხელით შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

და მოვამზადოთ პატარა ყველი ბურთები.

 

ცომი გავაბრტყელოთ,ჭიქით გამოვჭრათ რგოლები.ჩავდოთ ყველის ბურთულები,მოვუკრათ პირი

ხელით გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა,როგორც სურათზეა ნაჩვენები.

 

ვარენიკები მოვხარშოთ მარილიან წყალში.ზემოდან მოვასხათ გაზზე გამდნარი კარაქი.

 

არაჟანსს შევურიოთ აჯიკა.

მივირთვათ ვარენიკები ცხარე არაჟნის სოუსთან ერთად.

შესაძლებელია მოაყაროთ მარტო შავი დაფქული წიწაკა და მოასხათ ზეთი.

Published in ქართული

ინგრედიენტები:

500 -550 გრ.ფქვილი

1 ჭიქა რძე

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

2 ს.კოვზი ზეთი

 

შიგთავსისათვის:

500 გრ.სულგუნის ყველი

50 გრ.კარაქი

 

სოუსისათვის:

200 გრ არაჟანი

1 ჩ.კოვზი აჯიკა

 

რძეში ავთქვიფოთ კვერცხი.ფქვილს მოვაყაროთ მარილი და

ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ელასტიური,რბილი ცომი.

ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ.

 

სულგუნი გავხეხოთ,ხელით შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

და მოვამზადოთ პატარა ყველი ბურთები.

 

ცომი გავაბრტყელოთ,ჭიქით გამოვჭრათ რგოლები.ჩავდოთ ყველის ბურთულები,მოვუკრათ პირი

ხელით გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა,როგორც სურათზეა ნაჩვენები.

 

ვარენიკები მოვხარშოთ მარილიან წყალში.ზემოდან მოვასხათ გაზზე გამდნარი კარაქი.

 

 

არაჟანს სევურიოთ აჯიკა.

მივირთვათ ვარენიკები ცხარე არაჟნის სოუსთან ერთად

 

 

ინგრედიენტები:

ფქვილი 500 გრ

წყალი 200 მლ

საფუარი 5 გრ

მარილი 5 გრ

შაქარი 5 გრ

 

შიგთავსისათვის:

სულგუნი 1.5 კგ

 

წასასმელად:

არაჟანი 50 მლ

კვერცხი 2 ცალი

 

ფქვილი გავცრათ და მოვაყაროთ მარილი.

საფუარი და შაქარი  გავხსნათ თბილ წყალში,დავუმატოთ გაცრილი ფქვილი და

მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი.

 

ცომს თავზე დავაფაროთ და დაველოდოთ ამოფუებას.

 

ცომი გავყოთ 200 გრამიან გუნდებად და თითოეული გუნდა გააბრტყელეთ გრძლად 6-7 სმ-ის სისქეზე.

 

სულგუნი დაჭერით 4 სმ-ის სისქის და დაახლოებით 150 გრამიან გრძელ ნაჭრებად .

სულგუნის თითო ნაჭერი წამოვაგოთ შამფურზე და მთელ სიგრძე გრძლად შემოვახვიოთ გაბრტყელებული ცომი.

 

შამფურზე წამოგებულ ხაჭაპურს გარედან გადავუსვათ კვარცხის გული ათქვეფილი არაჟანში.

 

ხაჭაპური შევწვათ 200 გრადუსზე ღუმელში ან დაბალ ცეცხლზე მაყალზე.

 

 

 

 

 

Published in ქართული
Sunday, 02 July 2017 06:35

აჩმა

ინგრედიენტები:

5-6 ცალი კვერცხი

250 ლ. წყალი

1 კგ უმარლესი ხარისხის ფქვილი

 

შიგთავსისათვის:

500-500 გრ იმერული და ჭყინტი ყველი

100 გრ.კარაქი

 

წასასმელად:

50 მლ .რძე

3 ცალი კვერცხი

50 გრ.კარაქი

 

 

თასში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი,დავუმატოთ კვერცხი და წყალი,მოვზილოთ მაგარი ცომი .

 

მოზელილი ცომი გავყოთ 5 ნაწილად.ცომის ერთი ნაწილი უნდა იყოს შედარებით დიდი.

ფართოპირიან თასში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ მარილი და წამოვადუღოთ.

 

ცომის თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ საცხობი ფორმის  ზომაზე.

გაბრტყელებული ცომი გადავახვიოთ ხის საბრტყელებელზე და პირიქიტა მოძრაობით ჩავუშვათ მდუღარე წყალში.

 

ვხარშოთ 2 წუთი,ამოვიღოთ და ჩავდოთ ქვაბის გვერდზე მოთავსებულ ფართოპირიან,ცივი წყლით სავსე თასში.

ცომი,რომ გაცივდება,შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით,გადავიტანოთ საცხობ ფორმაში.

 

მოხარშულ ცომს მოვაყაროთ გახეხილი ყველი,მოვახეხეოთ კარაქის მეოთხედი,ზემოდან დავაფინოთ მეორე მოხარშული ფირფიტა და

ისევ მოვაყაროთ ყველი,მოვახეხოთ კარაქი .ასე გავიმეორებთ,სანამ ბოლოს ყველაზე დიდ ფენას არ გადავაფარებთ.ნაპირები ჩავუკეცოთ.

 

ზედა ფენაზე გადავუსვათ რძეში გახსნილი კვერცხის გული და დავჭრათ.

 

აჩმა შევდგათ ჰაერღუმელში და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ.ცხელ აჩმას ზემოდან წავუსვათ კარაქი.

 

თუ აჩმა მეორე დღისთვის დაგრჩათ,მაშინ  აჩმა ძალიან გემრიელია არაჟნით

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

200 მლ. წყალი

200 ლ. რძე

10 გრ. საფუარი

15 გრ .შაქარი

10 გრ.მარილი

1 კგ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი

30 გრ.კარაქი ან 60 მლ ზეთი

  

შიგთავსისათვის:

750 გრ. იმერული ყველი

750 გრ სულგუნი

5 კვერცხი

 

წასამელად:

100 გრ.არაჟანი

2 კვერცხის გული 

 

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,გავაცხელოთ 30 გრადუსზე,ჩავყაროთ საფუარი,შაქარი და კარგად ავურიოთ.

 

ფქვილი დიდ თასში ჩავყაროთ,მოვაყაროთ მარილი.ფქვილში ხელით გავაკეთოთ ღრმული და შიგ ჩავასხათ საფუვრიანი მასა.

ღრმულის ნაპირებიდან ფქვილი სითხეს ნელ-ნელა შევურიოთ და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.

 

ცომს შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ან ზეთი,თავზე დავაფაროთ,დავდგათ თბილ ადგილას.

ამოფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ ჩავზილოთ 15 წუთიანი შუალედით.

 

ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.თუ შიგთავსი მშრალი გამოგვივა დავუმატოთ რძე.

ყველი თუ მარილიანია,ჩავალბოთ 3-4 საათი ცივ წყალში და შემდეგ გავხეხოთ.

 

ამოფუებული ცომი დავყოთ 300 გრამიან გუნდებად.თითოეული გავაბრტყელოთ გრძლად ,მოვათავსოთ 300 გრ.ყველი ისე,

რომ ნაპირები ცარიელი დარჩეს.ცომის ნაპირები გადმოვკეცოთ გულისაკენ,თავი ბოლო მოვუკრათ და მივცეთ ნავის ფორმა.

 

მომზადებული ხაჭაპური მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე.ცომს გვერდებზე წავუსვათ არაჟანში ათქვეფილი კვერცხის გული და

250 გრადუსზე გამოვაცხოთ ღუმელში.

 

გვერდები რომ მოებრაწება,გამოვიღოთ ჰაერღუმელიდან,შუაში ჩავახალოთ კვერცხი და ისევ შევდოთ ღუმელში 2-3 წუთი.

კვერცხი ბოლომდე არ უნდა შევწვათ.აჭარულ  ხაჭაპურის ღუმელიდან გამოღებისთანავე გულში ჩავუდოთ კარაქის ნაჭერი.

 

 

 

 

ინგრედიენტები:

 ფქვილი 500 კგ

საფუარი 5 გრ

წყალი 250 მლ

მარილი 1 გრ

შიგთავსი:

კარტოფილი 2 ცალი

იმერული ყველი 150 გრ

სულგუნი 150 გრ

ერბო 3 ს.კ.

რძე 100 ლ

 

მოხარშული კარტოფილი,ყველი დავჭრათ კუბებად,ხელით მოვჭყლიტოთ,შევურიოთ ერბო ,რძე და მარილი გემოვნებით.

 

ფქვილი,საფუარი შევურიოთ ერთმანეთს,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ.ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.

ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.

აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 20  წუთის შუალედით.

 

ცომი დავყოთ გუნდებად,გავაბრტყელოთ გრძლად,შუაგულში შიგთავსის გუნდა  და ხაჭაპურის ფორმა მივცეთ.

გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში 15 წუთი.ზემოდან წავუსვათ კარაქი.

ინგრედიენტები:

500 გრ სულგუნი

300 გრ.იმერული ყველი

 

 ინგრედიენტები ცომისათვის:

450 გრ.ფქვილი 

1 კვერცხი

1 კვერცხის გული

150 მლ.წყალი

100 მლ.რძე

11 გრ.საფუარი

30 გრ. კარაქი ან მარგარინი

11 გრ.შაქარი

11 გრ.მარილი

1 ს.კოვზი არაჟანი

მცენარეული ზეთი.

 

საფუარი გავხსნათ თბილ წყალში შაქართან ერთად. დავაელოდოთ მასის აქაფებას.

თასში ჩავყაროთ ფქვილი,მარილი.დავასხათ რძე,საფუარიანი წყალი,დავუმატოთ კვერცხი,კარაქი და მოვზილოთ.

ცომს ზეთი გადავუსვათ.

თასს გადავაფაროთ ტილო და  ცომი 1-2 საათი  გავაჩეროთ.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.

 

შიგთავსის მომზადება;

 სულგუნი,იმერული ყველი გავხეხოთ და ერთმანეთს შევურიოთ.

თითოეული ხაჭაპურისათვის ყველის 120 -150 გრამიანი გუნდები მოვამზადოთ.დარჩენილი ყველი კი გავყოთ 3 ნაწილად.

 

ცომის გუნდა  საგლინავით მრგვლად  გავაბრტყელოთ.შუაგულში ჩავუდოთ ყველის გუნდა,თავი მოვუკრათ და ისევ გავაბრტყელოთ.

არაჟანი და კვერცხი გული ერთმანეთში ავურიოთ.ზემოდან წავუსვათ ხაჭაპურს,მოვაყაროთ ყველი და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე  წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

 

 

 

 

 

 

 

Page 1 of 2