Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები ერთი პორციისათვის:

100გრ. ფარში საქონლის
50 გრ. ხახვი
20 გრ. სტაფილო
10 გრ. ზეითუნის ზეთი
120 გრ. სპაგეტი
15 გრ. პარმეზანო

ოხრახურში

30 გრ. თეთრი ღვინო
2 გრ ორეგანო

150 გრ.პამიდორი

ზეითუნის ზეთში  ხახვი მოვშუშოთ. წვრილ სახეზე გახეხილი სტაფილო დავუმატოთ,მოვშუშოთ, ფარში ჩავამატოთ და ისიც კარგად ჩავშუშოთ.

დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი .გათქვეფილი პომიდორი .შავი პილპილი , ორეგანო ,მარილი და კარგად მოშუშოთ.
მაკარონი მარილიან წყალში მოვხარშოთ, მომზადებულ სოუსში გადავიტანოთ ,ამოურიოთ .სასურველ თეფშზე დავდოდ, გახეხილი პარმეზანი ,წვრლად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ

ინგრედიენტები ერთი პორციისათვის
120 გრ. სპაგეტი
10 გრ. ზეითუნის ზეთი
40 გრ. ბეკონი
2 კვერცხის გული
20 გრ. ნაღები
პარმეზანი
შავი პილპილი
მარილი

მოვხარშოთ სპაგეტი  მარილიან წყალში. ბეკონი პატარა კუბიკებად დავჭრათ ,  ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ, შავი პილპილი დაუმტოთ.  2 კვერცხის გული ნაღებში კარგად გავთქვიფოთ, შავი პილპილი  დავამატოთ.მაკარონი რომ ოიხარშება , ტაფაში გადავიტანოთ, სადაც ბეკონი მოვშუშეთ , კარგად ამოურიოდ და  ცეცხლიდან გადმოვდგათ , გათქვეფილი კვერცხის ნარევი დავამატოთ (შეგვიძლია ცოტა მაკარონის ნახარში დავამატოთ, თუ მშრალი გამოვიდა ) , თეფშზე გადმოვიღოთ და  პარმეზანი მოვაყაროთ.